+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

ადამიანით ვაჭრობა

 რანიშნავს ადამიანები ვაჭრობა?  

 ადამიანით ვაჭრობა არის: 

 პირის დაქირავება, ტრანსპორტირება, ფადაცემა, ჩაბარება, შენახვა ან მიღება 

 შემდეგი ძალის გამოყენები: 

 

ძალადობა ან მუქარა, 

გატაცება, 

მოტყუება, 

შეცდომაში შეყვანა ან გამოყენება ან განხორციელებული მოქმედების მის მიერ სწორად გააზრების შეუძლებლობა 

დამოკიდებულების ურთიერთობის ბოროტად გამოყენება, კრიტიკული მდგომარეობის გამოყენება ან უმწეობის მდგომარეობის გამოყენება, 

მატერიალური ან პირადი სარგებლის ან მისი დაპირება ან მიღება იმ პირისთვის, რომელიც ახორციელებს სხვაზე მეურვეობას ან ზედამხედველობას 

 

იმისთვის რომ: 

 გამოყენებულ იქნას მისი ნების საწინააღმდეგოდ, განსაკუთრებით პროსტიტუციაში, პორნოგრაფიაში ან სექსუალური ექსპლუატაციის სხვა ფორმებში, იძულებითი შრომით ან მომსახურეობით, მათხოვრობით, მონობით ან სხვა სახის ექსპლუატაციის ფორმით, რაც ადამიანის ღირსებას ამცირებს.  

 რა დამატებითი ნიშნები არსებობს ადამიანით ვაჭრობის დასადგენად? ->) ან უკანონოდ, ადამიანის უჯრედების, ქსოვილების ან ორგანოების მოპოვება 

 ყურადღება! თუ დამნაშავის ქმედება მიზნად ისახავს ბავშვის (18 წლამდე ასაკის პირების) ექსპლუატაციას ზემოთ მითითებული ფორმი, ეს ქმედება წარმოადგენს ადამიანებით ვაჭრობას, მაშინაც კი, თუ ზემოხსენებული ქმედებები ან საშუალებები არ იქნა განხორციელებული. 

 პოლონეთში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, ადამიანებით ვაჭრობა არის დანაშაული, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 15 წლამდე. ისჯება აგრეთვე ტრეფიკინგის დანაშაულის ჩადენისთვის მომზადება. 

ყურადღება! ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლებს დახმარების მიღება შეუძლიათ, მათი ეროვნებისა და სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად. 

 

 დამატებითი გარემოებები, რომლებიც შეიძლება გამოხატავდეს იძულებითი შრომის ადამიანებით ვაჭრობას 

 თუ თქვენ მუშაობთ პოლონეთის შრომის კოდექსთან შეუსაბამო პირობებში, ანუ არ შეესაბამება მის ზოგად პრინციპებს, რომლის მიხედვითაც: 

- სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს დღეში და საშუალოდ 40 საათს დაწესებული საშუალო ხუთდღიანი სამუშაო კვირის განმავლობაში, საანგარიშო პერიოდის არა უმეტეს 4 თვისა; 

- ყოველკვირეული სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით, არ შეიძლება აღემატებოდეს საშუალოდ 48 საათს, მოცემული დასახლებული პუნქტის ფარგლებში; 

- თანამშრომელს ყოველ 24 საათში აქვს მინიმუმ 11 საათის უწყვეტი დასვენების უფლება); 

- დამსაქმებლის მიერ გათვალისწინებული საცხოვრებელი პირობები არ აკმაყოფილებს კომფორტისა და ჰიგიენის ძირითად სტანდარტებს; 

- თქვენ დაშინებული ხართ, ფიზიკური ძალადობი, იძულებითი შრომი; 

- თქვენ შეასრულეთ სამუშაო დადებული შრომითი ხელშეკრულები გაუთვალისწინებელი პირობით, რომელიც ხელმოსაწერად მოგაწოდეს, იყო თქვენთვის უცნობ ენაზე;  

- სამუშაოს შესრულების მიუხედავად, თქვენ ვერ მიიღე შეთანხმებულ ანაზღაურება ან მიიღეთ ანაზღაურება გაცილებით მცირე რაოდენობით, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო შეთანხმები; 

- თქვენ სხვა საქმეს ასრულებთ, ვიდრე უნდა შეგესრულებინათ ხელშეკრულებით; 

 

შესაძლოა, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლი გახდით. 

 შენიშვნა: გახსოვდეთ, რომ თქვენი თანხმობა შრომის პირობებზე არ გამორიცხავს თქვენი დამქირავებლის პასუხისმგებლობას უკანონო საქმიანობისთვის. 

 

ვაჭრობა ადამიანებით და იძულებითი შრომა 

 ძულებითი შრომის განსაზღვრისთვის არსებობს შემდეგი სპეციფიკური გარემოებები: 

 - დამსაქმებელი ან რეკრუტერი იყენებს უსამართლო პრაქტიკას ან იძულებას, 

- თანამშრომლების მიმართ ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის გამოყენება; 

- თავისუფლების აღკვეთა, მუშების კონტროლი ან გადაადგილების შეზღუდვა, 

- მუშაობა ფულადი ანაზღაურების გარეშე, 

- მუშაობა შრომითი ხელშეკრულების გარეშე, 

- ცუდი სოციალური და საცხოვრებელი პირობები, 

- ძალიან ხანგრძლივი მუშაობა, 

- სავალდებულო სამუშაოს დასაშვებ სტანდარტების მნიშვნელოვნად გადაჭარბება; 

- მუშაკების დოკუმენტების ჩამორთმევა (მაგ. პასპორტი) 

 

თუ უცხოელი დასაქმებული იყო პოლონეთში, სამუშაო ინფორმაციით უზრუნველყოფის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის გარეშე, ან ეს პირობები განსხვავდებოდა სამსახურში მიღების პირობებისგან და მას იყენებდა მისი დამქირავებელი, არსებობს ალბათობა, რომ იგი ადამიანით ვაჭრობის ტრეფიკინგის და იძულებითი შრომის მსხვერპლი გახდეს. 

 

 

nbsp]სად შემიძლია მივმართო დახმარების მისაღებად? 

 პირს, რომელიც შესაძლოა ადამიანით ვაჭრობის ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა, შეუძლია დახმარება მიიღოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა ინტერვენციისა და კონსულტაციის ეროვნულ ცენტრში (KCIK). 

 ამჟამად KCIK- მართავს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია (La Strada Foundation და Po-Moc Association: www.strada.org.pl და www.po-moc.pl), მათი საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 

 გაწეული დახმარება/კონსულტაცია უფასოა. 

 KCIK ეხმარება პოლიციას, სასაზღვრო დაცვის, პროკურატურის თანამშრომლებს ასევე KCIK- ის თანამშრომლების მიერ ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლად დადგენილ პირებს. 

KCIK ასევე ეხმარება ყველას, ვინც, KCIK ექსპერტების აზრით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლია და რომელსაც არ აქვს დამყარებული ან არ სურს კონტაქტის დამყარება პოლიციასთან, სასაზღვრო დაცვის ან პროკურატურის ორგანოებთან. 

 

 რა დახმარების მიღება შემიძლია? 

 მსხვერპლის / მოწმის მხარდაჭერისა და დაცვის პროგრამა 

 ტრეფიკინგის მსხვერპლის / მოწმის მხარდაჭერისა და დაცვის პროგრამა ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის, სასაზღვრო დაცვის) ან პროკურატურის მიერ ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლად დადგენილ პირთა დახმარებას. 

 პროგრამაში მონაწილეობა მოითხოვს, რომ დაზარალებულმა მხარემ გაწყვიტოს ყველანაირი კონტაქტი დამნაშავეებთან და გადაწყვიტოს ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან.  

ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია დანაშაულის შესახებ შეტყობინების პროცესთან. ადამიანები, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, სურთ თუ არა ჩვენების მიცემა, შეუძლიათ ისარგებლონ .. ოფიქრების დროით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა (ან 4 თვე არასრულწლოვნების შემთხვევაში). ამ პერიოდის განმავლობაში მათ ასევე შეეძლებათ ისარგებლონ დახმარებით. 

 პროგრამა მოიცავს ადამიანებს, რომლებიც იყენებენ დროის მოსაფიქრებლად (3 თვემდე) ხანგრძლივობას, ანუ მოიცავს NCIC დახმარებას, ან თანამშრომლობენ სამართალდამცავ ორგანოებთან მათი მონაწილეობით პროცედურული ღონისძიებების დასრულებამდე. 

 ამ პროგრამით გათვალისწინებულმა პირებმა შეიძლება კანონიერად საფუძვლიანი გახადონ პოლონეთში ყოფნა (თუ ისინი უკანონოდ იმყოფებიან) - როგორ შეუძლიათ მათ ლეგალიზაცია პოლონეთში? -> 

სამთვიანი რეფლექსიის პერიოდში და პროცედურული საქმიანობის განმავლობაში პროგრამის ბენეფიციარები ასევე იღებენ დახმარებას შემდეგი კუთხით: 

- უსაფრთხო საცხოვრებელი, 

- საკვები, 

- სამედიცინო დახმარება, 

- ფსიქოლოგიური დახმარება, 

- იურიდიული კონსულტაციები, 

- თარჯიმნის დახმარება, 

- ტრანსპორტი ქვეყნის შიგნით, 

- ორგანიზაციის თანამშრომლის დახმარება სამართალდამცავ ორგანოებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან კონტაქტის მიცემისას და სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს. 

 პროგრამის ფარგლებში დახმარების შეწყვეტა ხდება დაზარალებული მხარის მონაწილეობით პროცედურული საქმიანობის დასრულების შემდეგ. 

 KCIK- ის თანამშრომლების მიერ ადამიანებით ვაჭრობის პოტენციურ მსხვერპლად აღიარებულ მსხვერპლთა დახმარება, რომელთა სტატუსი ოფიციალურად არ დადასტურებულა პოლიციის, სასაზღვრო დაცვის ან პროკურატურის მიერ. 

 ის, ვისაც არ სურს ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან, მაგრამ KCIK– ის თანამშრომლების აზრით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლია, შეიძლება ასევე მიიღოს დახმარება. მას მიეწოდება უსაფრთხო საცხოვრებელი, საკვები, სამედიცინო დახმარება, ფსიქოლოგიური დახმარება, იურიდიული კონსულტაციები და თარჯიმანი. 

 ყურადღება! ამ ვითარებაში, მისი პოლონეთში ყოფნის ლეგალიზაცია შეუძლებელია, სანამ პირი არალეგალურად იმყოფება ქვეყანაში. 

 

ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა უფლებები 

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, რომელიც თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან, რომელმაც გაწყვიტა კონტაქტები დამნაშავეებთან, შეიძლება იმუშაოს პოლონეთში სამუშაო ნებართვის გარეშე - რა არის სამუშაო ნებართვა? 

 პირს, რომელსაც მიცემული აქვს საფიქრალი დრო და ცხოვრობს პოლონეთში, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, მუშაობის უფლება არ აქვს. მუშაობის უფლება ეძლევა ტრეფიკინგის მსხვერპლს, რომელიც თანამშრომლობდა სამართალდამცავ ორგანოებთან. ტრეფიკინგის მსხვერპლებმა შეიძლება ასევე მიმართონ სოციალური დახმარების შეღავათებს. სოციალური დახმარების სისტემის დახმარებით ისარგებლებენ: პოლონეთში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად გამოცხადებული უცხოელები, რომლებიც პოლონეთში რჩებიან მოწმობის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დროებითი ბინადრობის ნებართვას. 

 ტრეფიკინგის მსხვერპლს ასევე აქვს კომპენსაციის მიღების უფლება (სასამართლო გადაწყვეტილება) კომპენსაციის პროცესი მიმდინარეობს საოლქო სასამართლოში და იწყება დაზარალებული მხარის ან სხვა მის მიერ უფლებამოსილი პირის (ზოგიერთ შემთხვევაში ასევე პროკურორის) მოთხოვნით. განცხადება კომპენსაციის მოთხოვნაზე არ არის დამოკიდებული დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ გამოტანილ განაჩენზე.  

 

ადამიანებით ვაჭრობის მცირეწლოვანი მსხვერპლი 

 ტრეფიკინგის მცირეწლოვანი მსხვერპლი, ანუ 18 წლამდე ასაკის პირი შედის ტრეფიკინგის მსხვერპლის / მოწმის მხარდაჭერისა და დაცვის პროგრამაში, რომელსაც ახორციელებს KCIK. 

 თუ ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგის არასრულწლოვანი პირი პოლონეთში იმყოფება თანმხლები პირის გარეშე, მეურვეობის სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება სპეციალური მეურვეობის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსათავსებლად, რომლის განმავლობაში ტრეფიკინგის არასრულწლოვანი მსხვერპლის ან მინდობი აღზრდელობი ოჯახში დანიშნება კანონიერი წარმომადგენელი, ან პრობაციის ოფიცერი. 

პრობაციის ოფიცერი წარმოადგენს ბავშვს სამეურვეო სასამართლოს წინაშე და სხვა სამართალწარმოებებში, მაგალითად, პოლონეთში ყოფნის ლეგალიზაციასთან ან სამშობლოში მისი დაბრუნების ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებში (იმ პირობით, რომ ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის და თუ პროცედურა იძლევა ამ ქვეყანაში უსაფრთხო დაბრუნების შესაძლებლობას). 

 

 ადამიანთა ვაჭრობის მსხვერპლთა სამხარეო საინტერვენციო-კონსულტაციური ცენტრი (KCIK) 

 email: info@kcik.pl 

ტელl: (+48) 22 628 01 20 

ნდობის ტელეფონი: +48 22 628 99 99* (დახმარება, კონსულტაცია) 

 ინტერვენცია გადაუდებელ შემთხვევებში წარმოებულია 24 საათის განმავლობაში: +48 605-687-750  

 დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია KICK ვებ-გვერდზე: -> 

 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please calculate 9 plus 5.