+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

დროებითი ბინადრობის ნებართვა განათლების მიზნით

უცხო ქვეყნის მოქალაქეს გადაეცემა დროებითი ბინადრობის უფლება თუ მისი პოლონეთში ცხოვრების მიზანი სრულგანაკვეთიანი უმაღლესი ან სადოქტორო განათლების მიღებაა. ამგვარი ნებართვის მოპოვება აგრეთვე შეუძლია უცხოელს, რომელიც გეგმავს გაიაროს მოსამზადებელი კურსი ასეთი სახის განათლების პოლონურ ენაზე მისაღებად, იმდენად რამდენადაც ხსენებული გარემოებები ასაბუთებენ მის პოლონეთში ცხოვრებას 3 თვეზე მეტ ხანს. 

ყურადღება! პირველი ნებართვა სრულგანაკვეთიანი განათლების მიღების მიზნით: 

  • - უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც სწავლის მიმდინარეობის პირველ წელშია, ასეთი ნებართვა გადაეცემა 15 თვის ვადით; იმ შემთხვევაში თუ, უცხოელის სწავლა პოლონეთში გრძელდება 1 წელზე ნაკლები დროით, პირველად გაცემული ნებართვა პირველ წელზე გაიცემა სწავლის ხანგძლივობის მიხედვით (აკადემიური სემესტრი) რომელიც 3 თვითაა გახანგრძლივებული; 
  • - უცხოელი, რომელიც აპირებს სწავლის დაწყებას მომდევნო წელს, ბინადრობის უფლება გადაეცემა სწავლის მიმდინარეობის პერიოდზე (არა უმეტეს 3 წლისა). 

საჭირო დოკუმენტები 

განათლების მიზნით, დროებითი ბინადრობის ნებართვის სურვილის შემთხვევაში, გარდა ძირითადი დოკუმენტებისა, რომლებზე საუბარია „დროებითი ბინადრობა - ზოგადი უცხო ქვეყნის მოქალაქემ აგრეთვე უნდა წარადგინოს: 

  • - საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მოწმობა სწავლაზე მიღების ან სწავლის გაგრძელების, განათლების მიღების მოსამზადებელი კურსის შესახებ პოლონურ ენაზე; 

ყურადღება! დამტკიცებული საგანმანათლებლო ერთეულების სია იხილეთ აქ: 

https://www.gov.pl/web/mswia/zloz-wniosek-o-zatwierdzanie-jednostki-lub-organizatora-strazu-na-potrzeby-przyjmowania-cudzoziemcow.   

  • - საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სწავლის საფასურის, მთლიანი აკადემიური წლის და მიმდინარე სემესტრის, გადასახადის ოდენობის მოწმობა; 
  • - სწავლის, მთლიანი ან ნაწილობრივი, საფასურის გადახდის დამამტკიცებელი საბუთი გადახდის თარიღთან ერთად (თუ სწავლა ფასიანია); 
  • - ცხოვრების ხარჯების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მუდმივი სამომხარებლო გადასახადების, დენის, გაზის, აგრეთვე დაბინძურების, ნარჩენების და თხევადი დანაგვიანების გატანის შესახებ (მაგ. ქირაობის ხელშეკრულება, დენის, გაზის და ადმისინტრაციული ქირის ბოლო გადახდის ანგარიშთან ერთად); 
  • - პოლონეთში ცხოვრებისთვის, სწავლისთვის, სამშობლოში ან სხვა საცხოვრებელ ქვეყანაში დასაბრუნებელი ხარჯებისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების  დამადასტურებელი დოკუმენტი; 
  • - სამედიცინო დაზღვევის დამადასტურებელი ან დამზღვევის მიერ პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მკურნალობის ხარჯების დაფარვის საბუთი;  

 

ყურადღება! ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალი არ შეიძლება იყოს განხილული როგორც სრული სია. დროებითი ბინადრობის მოპოვებისთვის საჭირო დოკუმენტების ნაკრები სხვა გარემოემებების გათვალისწინებით, შეიძლება განსხვავდებოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის სიტუაციისა და საიმიგრაციო ოფისის მიხედვით, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ცდილობს მოიპოვოს დროებითი ბინადრობის უფლება. 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please calculate 9 plus 4.