დროებითი ყოფნა - ძირითადი ინფორმაცია
როდის შეუძლია უცხოელს დროებითი ბინადრობის ნებართვა მიიღოს?
უცხოელს, რომელიც პოლონეთში დარჩენას სამ თვეზე მეტი ვადით აპირებს, შეუძლია განაცხადის შეიტანოს დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. დროებითი ნებართვა გაიცემა მაქსიმუმ სამი წლის ვადით. თუმცა, შეიძლება მისი ვადა უფრო ხანმოკლე იყო, იმ შემთხვევაში თუ ბინადრობის უფლები გაცემის გარემოებები უფრო ხანმოკლეა.
|
ყურადღება! დროებითი ბინადრობის ნებართვის გახანგრძლივება არ ხდება (კანონპროექტი არ ითვალისწინებს ისეთ პროცედურას როგორიცაა ბინადრობის დროებითი ნებართვის გახანგრძლივება). უცხოელმა, რომელსაც პოლონეთში დარჩენა სურს, ხელახლა უნდა შეიტანოს განაცხადი.
|
|
ყურადღება! უცხოელმა, პოლონეთის ტერიტორია უნდა დატოვოს ბინადრობის ნებართვის ვადის გასვლამდე, თუ არ მოიპოვა რამე სხვა დოკუმენტი, რომელიც მას ლეგალურად დარჩენის საშუალებას აძლევს. (მაგალითად დროებითი ბინადრობის მორიგი ნებართვა, მუდმივი ბინადრობის ნებართვა ან ევროკავშირის გრძელვადიანი რეზიდენტობის ნებართვა).
|
განაცხადის შეტანის ადგილი
ბინადრობის ნებართვის ლეგალიზაციის მიზნით, უცხოელმა უნდა მიმართოს სავოევოდო სამსახურის, უცხოელთა საქმეების დეპარტამენტის შესაბამის უწყებას. განაცხადის შეტანილ უნდა იქნეს, იმ სავოევოდო სამსახურში, რომელიც უცხოელს ეკუთვნის მისი საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ უცხოელი ცხოვრობს ვარშავაში, უნდა მიმართოს მაზოვიეცკის სავოევოდო სამსახურს.
განმცხადებლისგან ხდება თითის ანაბეჭდების აღება, მათი ბარათზე განთავსების მიზნით.
განაცხადის განხილვის ბოლო ვადა
დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე საქმის წარმოებისას გუბერნიისთვის საქმის გადაწყვეტის ვადა არის 60 დღე და აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მოხდება შემდეგი მოვლენებიდან ბოლო:
ძირითადი დოკუმენტები
დოკუმენტები, რომელიც აუცილებელია ბინადრობის დროებითი ნებართვის გაცემისთვის.
|
ყურადღება! პოლონეთში ყოფნის მიზნიდან გამომდინარე, საჭიროა დამატებითი დოკუმენტების წარდგენა (საჭირო დოკუმენტები სია აღწერილია, შესაბამის ქვეთავებში ბინადრობის დროებითი ნებართვის შესახებ).
|
საფასური
საქმის განხილვის საფასური შეადგენს 340 ან 440 ზლოტს, დამოკიდებულია განაცხადის შეტანის საფუძველზე. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პირს განცხადების საფუძველზე, თანხა უკან უბრუნდება.
დადებითი პასუხის შემთხვევაში, საჭიროა დამატებით 100 ზლოტის გადახდა ბარათის დამზადებისთვის.
გადასახადის გადახდა შესაძლებელია ვოევოდის სამსახურის სალაროებში, ან საბანკო გადარიცხვით შესაბამის ანგარიშზე. ანგარიშის ნომერი შეგიძლიათ ნახო შესაბამისი სავოევოდო სამსახურის ვებ-გვერდზე.
გასაჩივრების პროცედურა
დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა ადმინისტრაციული გადაწყვეტილების სახით (ფურცელზე ამობეჭდილი). გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საჭიროა შემოწმება, შეიცავს თუ არა ის სწორ მონაცემებს, მათ შორის უცხოელის სახელსა და გვარს. შეცდომების შემთხვევაში, მაგალითად, სახელსა და გვარში ბეჭდვითი შეცდომა, არასწორი დაბადების თარიღი და ა.შ., უნდა მოითხოვოთ მართლწერაში დაშვებული შეცდომის გამოსწორება.
ვოევოდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო უცხოელს შეუძლია მიმართოს უცხოელთა ოფისის ხელმძღვანელს (UdsC) ვარშავაში, იმ სავოევოდო სამსახურის შუამავლობით, რომელმაც გასცა გადაწყვეტილება. წერილობითი საჩივრის შეტანა საჭიროა გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის ვადაში.
უცხოელთა სამსახურის უფროსის მიერ საქმის განხილვის ვადა სააპელაციო განხილვისას არის 90 დღე საჩივრის წარდგენიდან. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს (ფორმალური მოთხოვნები) - ხარვეზების შევსების დღიდან.
უცხოელს შეუძლია გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივროს უცხოელთა სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ სასამართლოში.
|
ყურადღება! ადმინისტრაციულ სასამართლოში საჩივრის შეტანა, არ ახდენს თქვენი პოლონეთში ყოფნის ლეგალიზაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ინსტანციიდან , ანუ უცხოელთა დეპარატმენტის სამსახურის უფროსისგან.
|
ბინადრობის მოწმობა
ბინადრობის მოწმობა - მისი მოქმედების პერიოდში, უცხოელის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტია პოლონეთში ყოფნისას. მოწმობა, (მოქმედ სამოგზაურო ბარათთან, მაგალითად პასპორტთან ერთად), ვიზის გარეშე პოლონეთის საზღვრის მრავალჯერადი გადაკვეთის საშუალებას იძლევა, ამ მოწმობით, ასევე შესაძლებელია შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში ვიზიტი და დარჩენა, არაუმეტეს 90 დღისა, 180 დღის განმავლობაში.
ბინადრობის ბარათზე განთავსებულია შემდეგი ინფორმაცია.
როგორ ავიღოთ ბინადრობის დამადასტურებელი ბარათი?
ბინადრობის დამადასტურებელი ბარათი, ეძლევა უცხოელს, რომელსაც აქვს
|
ყურადღება! იმისთვის, რომ მიიღოთ ბინადრობის დამადასტურებელი ბარათი, ამისათვის საჭიროა, თავდაპირველად მიიღოთ დროებითი ბინადროების ნებართვა პოლონეთში
|
ბინადრობის ბარათის შეცვლა ან დაკარგვა
ბარათი უნდა შეცვალოთ, თუ
განცხადება ბინადრობის ბარათის შეცლის შესახებ უნდა შეიტანოთ, მისი შეცვლის აუცილებლობის გამომწვევი მიზეზის გაჩენიდან 14 დღის ვადაში
მორიგი ბარათის გაცემაზე განაცხადი უნდა შეიტანოთ, არაუგვიანეს მოქმედების ვადის გასვლის დღისა. (იმ შემთხვევაში, როცა უცხოელს აქვს ბინადრობის ნებართვა ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე, უვადო ნებართვა, ან გრძელვადიანი ევროკავშირის რეზიდენტობის ნებართვა )
უცხოელი, რომელმაც დაკარგა ბინადრობის ბარათი, ამის შესახებ განცხადების სახით უნდა აცნობოს გამცემ ორგანოს დაკარგვიდან (მაგალითად, მოპარვა, დაკარგვა) არაუგვიანეს სამი დღისა. განცხადების ფორმა იხილეთ აქ->. უცხოელი, რომელსაც აცნობა ბარათის დაკარგვის შესახებ, უფასოდ გადაეცემა ბარათის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტი საჭიროა მაშინ, როცა მაგალითად ლეგალურად ყოფნის დასადასტურებელი კონტროლია. ასე რომ, კონტროლის შემთხვევისთვის, საჭიროა თან იქონიოთ ორიგინალი დოკუმენტი, ან მისი ქსეროასლი. უცხოელი, რომელმაც იპოვა დაკარგული ბინადრობის ბარათი, ამის შესახებ უნდა აუწყოს შესაბამის ორგანოს, მისი პოვნიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში. თუ უცხოელმა ახალი ბარათი მიიღო, ნაპოვნი დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს სავოევოდო სამსახურს.
|
ყურადღება! ან წესების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა.
|
|
ყურადღება! ბინადრობის ბარათი, პირადად უნდა აიღოს სავოევოდო სამსახურში. 13 წლამდე ბავშვების შემთხვევაში, ბარათს იღებს მშობელი ან სხვა იურიდიული მეურვე (მაგალითად კურატორი)
|
ბარათის შეცვლა უნდა მოხდეს, ბარათის შეცვლაზე განაცხადის შეტანიდან 1 თვის ვადაში. თუ სავოევოდო სამსახური ამ პერიოდში ვერ გასცემს ახალ ბარათს, შეატყობინებს უცხოელს მიზეზს და ამასთანავე ახალ თარიღს დანიშნავს.
დაგვიანების მიზეზის შესახებ შეატყობინებს უცხოელს და ამასთანავე დანიშნავს სხვა თარიღს.
საფასური
ბარათის გაცემასა და შეცვლასთან დაკავშირებული საფასური შემდეგნაირია:
ბარათის გაცემა ან შეცვლა უფასოა შემდეგ შემთხვევებში:
იურიდიული საფუძველი
2013 წლის, 12 დეკემბრის კანონი უცხოელთა შესახებ (საკანომდებლო მაცნე, 2020 წელი, პუნქტი 35).
შინაგან საქმეთა მინიტრის 2014 წლის 25 აპრილის განკარგულება, პოლონეთის რესპუბლიკაში ბინადრობის ბარათის გაცემისა და შეცვლის საფასურის, ან ამ საფასურისგან განთავისუფლების შესახებ. (საკანონმდებლო მაცნე, 2014 წელი, 563 პუნქტი)