ჰუმანიტარული მიზეზების გამო ბინადრობის ნებართვა და შემწყნარებლური ყოფნის ნებართვა
უცხოელს, რომელსაც მნიშვნელოვანი მიზეზის გამო არ შეუძლია სამშობლოში დაბრუნება, შეუძლია მოიპოვოს ბინადრობის უფლება ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე ან შემწყნარებლური ყოფნის საფუძველზე.
ბინადრობის უფლების მინიჭება ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე
ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე ბინადრობაზე თანხმობას გასცემს სასაზღვრო პოლიციის განყოფილების მეთაური ან სასაზღვრო პოლიციის ერთეულის მეთაური.(უცხოელის დაბრუნების იძულებასთან დაკავშირებული სავალდებულო პროცედურის შედეგად).
ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე ბინადრობაზე თანხმობა უცხოელს შეიძლება მიეცეს, იმ შემთხვევაში თუ დაბრუნების იძულება:
- შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომელშიც 1950 წლის 4 ნოემბრის, რომის ადამიანის უფლებათა კონვენციის მიხედვით:
- საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს მისი სიცოცხლე, თავისუფლება და პირადი უსაფრთხოება, ან
- შეიძლება გახდეს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი, ან იყოს დასჯილი;
-შეიძლება მასზე განხორციელდეს შრომის იძულება;
- შეიძლება მოკლებული იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ან დაისაჯოს იურიდიული საფუძვლის გარეშე.
- 1950 წლის 4 ნოემბერს რომში ხელმოწერილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, დარღვეული იქნას მისი ოჯახური და პირადი ცხოვრების უფლება.
3. დაარღვევდა გაეროს 1989 წლის 20 ნოემბრის ბავშვთა უფლებათა კონვენციას, რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერ ქმედებას, რომელმაც შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ბავშის ფსიქო-ფიზიოლოგიურ განვითარებას.
ყურადღება! თანხმობა არ გაიცემა, თუ არის სერიოზული საფუძველი ვარაუდისა, რომ
1. უცხოელმა, საერთაშორისო სამართალის განსაზღვრების მიხედვით, ჩაიდინა დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, სამხედრო დანაშაული ან დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ან
2. დამნაშავეა, გაეროს პრეამბულასა და მისი წესდების 1 და 2 ქარტიაში განსაზღვრული მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებაში.
3. დანაშაული ჩაიდინა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ან ჩაიდინა ქმედება ტერიტორიის გარეთ, რაც დანაშაულია პოლონეთის კანონმდებლობის მიხედვით, ან
4. საფრთხე უქმნი სახელმწიფოს უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას
5. აქეზებდა, ან სხვაგვარად მონაწილეობდა 1-3 პუნქტებში აღნიშნული დანაშაულების ან ქმედებების განხორციელებაში.
ყურადღება! თანხმობა შეიძლება გაუქმდეს. უცხოელს ჰუმანიტარული მიზეზების გამო ბინადრობის ნებართვა უუქმდება, თუ:
- გარემოებები, რომელთა გამოც თანხმობა გაიცა აღარ არსებობს ან შეიცვალა იმდენად, რომ თანხმობის საჭიროება აღარაა , ან
- თანხმობის გაცემაზე უარის თქმის გარემოებები წარმოიშვა მისი გაცემის შემდეგ ან
- ნათელი გახდება, რომ უცხოელმა დამალა ინფორმაცია ან დოკუმენტები, ან წარმოადგინა ყალბი ინფორმაცია ან დოკუმენტები, რომლებმაც მთავარი როლი ითამაშეს ნებართვის გაცემაში, ან
- უცხოელმა სამუდამოდ დატოვა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორია ან
- უცხოელი დაბრუნდა სამშობლოში.
შემწყნარებლური ყოფნის ნებართვა
შემწყნარებლური ყოფნის ნებართვას გასცემს სასაზღვრო პოლიციის მეთაური ან სასაზღვრო პოლიციის ერთეულის მეთაური (უცხოელის დაბრუნების იძულებასთან დაკავშირებული სავალდებულო პროცედურის შედეგად).
შემწყნარებლური ყოფნის ნებართვა შეიძლება მიიღოს უცხოელმა, თუ მისი დაბრუნების იძულება:
1) შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომელშიც 1950 წლის 4 ნოემბერს რომში ხელმოწერილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია,
- a) საფრთხე შეექმნება მის სიცოცხლეს, თავისუფლებას და პირად უსაფრთხოებას
- b) შეიძლება გახდეს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის მსხვერპლი, ან
- c) -შეიძლება მასზე განხორციელდეს შრომის იძულება
d)შეიძლება მოკლებული იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ან დაისაჯოს იურიდიული საფუძვლის გარეშე
-წარმოიშვება გარემოებები, რომელთა გამოც ხდება უარის თქმა ბინადრობის გაცემაზე ჰუმანიტარული მიზეზების გამო
2) შეუძლებელია უცხოელის დაბრუნების სავალდებულო გადაწყვეტილების აღსრულების კომპეტენტური ორგანოსა და უცხოელისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ან
3)მოხდეს მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო გადაწყვეტილების, ან იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, უცხოელების გადაცემა დაუშვებელია.
ყურადღება! უცხოელისათვის შემწყნარებლური ყოფნის ნებართვის მინიჭების შემდეგ, მას ენიჭება ვალდებულება, შესაბამის ვადებში, წარედგინოს იმ სასაზღვრო პოლიციის განყოფილების მეთაურს, რომელიც მითითებულია მიღებულ დოკუმენტში, ან განსაზღვრულია მისი საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე. ასევე, უცხოელი ვალდებულია სასაზღვრო პოლიციის სამსახურს აცნობოს საცხოვრებელი ადგილის ყოველი შეცვლის შესახებ.
ყურადღება! შემწყნარებლური ყოფნის ნებართვა შეიძლება გაუქმდეს ან ჩამორთმეულ იქნას, თუ :
- თანხმობის გაცემის საფუძველი აღარ არსებობს
- უცხოელმა დატოვა პოლონეთი ან,
- უცხოელის გახანგრძლივებულმა ბინადრობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის დაცვას (თუ თანხმობა გაიცა 2 და 3 პუნქტებში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით) ან,
- უცხოელი თავს არიდებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რომლებიც განსაზღვრულია მისთვის შემწყნარებლური ბინადრობის ნებართვის დოკუმენტში (თუ თანხმობა გაიცა მე -2 და მე -3 პუნქტებში მითითებულ
გარემოებებთან დაკავშირებით).