+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

ხანმოკლე ბინადრობის გარემოებები

აღნიშნული სახის, საჭიროებიდან გამომდინარე მოკლევადიანი ბინადრობის უფლება გაიცემა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელიც იმყოფება პოლონეთში, თუ: 

  • - ვალდებულია პირადად წარდგეს პოლონური პოლიტიკური ორგანოს წინაშე ან 
  • - მისი განსაკუთრებული პირადი მდგომარეობა მოითხოვს მის პოლონეთში ყოფნას ან 
  • - მისი პოლონეთში ყოფნა პოლონეთის რესპუბლიკის ინტერესია 

ყურადღება! მსგავსი ნებართვა გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მიზნების შესრულების საჭირო პერიოდზე, არა უმეტეს 6 თვისა. 

ყურადღება! მსგავსი ნებართვა ასევე შეიძლება გაიცეს თუ მისი გაცემის გარემოებები არ ასაბუთებენ უცხოელის ბინადრობას პოლონეთის ტერიტორიაზე არა უმეტეს 3 თვისა. 

ყურადღება! უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც მიიღო ასეთი სახის ნებართვა  არ აქვს უფლება იმუშაოს, მაშინაც კი თუ დამსაქმებელმა ის უზრუნველყო ვალიდური სამუშაოს ნებართვით. 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please add 8 and 1.