+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

ქორწინება პოლონეთის მოქალაქესთან - ძირითადი ინფორმაცია

ქორწინების ფორმები/სახეობები პოლონეთში  

პოლონეთში ქორწინება შესაძლებელია: 

- სამოქალაქო რეესტრის სამსახურში (USC) - .. სამოქალაქო ქორწინება; 

- ტაძარში (მაგალითად, კათოლიკურ ან მართლმადიდებლურ ეკლესიაში). 

პოლონეთში, ზოგიერთი რელიგიის წესით (რომის კათოლიკური ეკლესიის ჩათვლით) შესრულებული ქორწინება შეიძლება რეგისტრირებულ იქნას სამოქალაქო რეესტრის მიერ ცალკეული სამოქალაქო ქორწინების გარეშე. ეს არის .. კონკორდატის წესით ქორწინება. 

 

ქორწინების რეგისტრაცია სამოქალაქო რეესტრის სამსახურში (USC) 

სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაციის მიზნით, სამოქალაქო რეესტრის უფროსს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები: 

  • - დასაქორწინებელთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები (რომლებზეც დასაქორწინებელთა ფოტოსურათებია გამოსახული); 
  • - დასაქორწინებელთა დაბადების მოწმობის ასლები. თუ დაბადების მოწმობები შედგენილია უცხო ენაზე, მათ თან უნდა დაერთოს ნაფიცი თარჯიმნის მიერ დოკუმენტის დამოწმებული თარგმანი პოლონურ ენაზე. დოკუმენტის მთარგმნელი ნაფიცი თარჯიმანი აუცილებელია იყოს პოლონეთის იუსტიციის სამინისტროს ან საკონსულოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ თარჯიმანთა სიაში. 
  • - პირებმა, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ ქორწინებაში, თან უნდა დაურთონ ამ ქორწინების შეწყვეტის (განქორწინების) ან ბათილად ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტები. 
  • - უცხოელებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ ქორწინების დასაშვებობის ცნობა წარმოშობის ქვეყნიდან პოლონურ ენაზე დამოწმებულ თარგმანთან ერთად (ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ პირს შეუძლია დაქორწინდეს პოლონეთში მისი წარმოშობის ქვეყნის კანონის შესაბამისად. აღნიშნული დოკუმენტის მისაღებად დაინტერესბულმა პირმა უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოს წარმოშობის ქვეყანაში). 

თუ უცხოელს არ შეუძლია აღნიშნული ცნობის წარმოდგენა (მაგალითად, თუ წარმოშობის ქვეყანა არ გასცემს მსგავს დოკუმენტს), მას შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული ცნობის ფლობის ვალდებულებისგან გათავისუფლების გადაწყვეტილება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გასცემენ რაიონული სასამართლოები (არასაპროცესო/უდავო საქმის წარმოების ფარგლებში) უცხოელის განაცხადის საფუძველზე. 

უდავო საქმის წარმოება ნიშნავს, რომ ასეთი პროცედურები არ უკავშირდება სასამართლოში საქმის აღძვრას(მოპასუხესთან დავის განხილვა-გადაწყვეტას). ზემოაღნიშნული ცნობის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა წარადგინოს მისი საცხოვრებელი ადგილის შესაბამის რაიონულ სასამართლოში.  

განაცხადში ნახსენები უნდა იყოს, რომ სასამართლოს მიერ ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება სავალდებულოა სამოქალაქო რეესტრში ქორწინების რეგისტრაციისთვის. განაცხადში ასევე მითითებული უნდა იყოს მიზეზები, რის გამოც პირს არ შეუძლია მიიღოს აღნიშნული ცნობა თავის ქვეყანაში. 

  • - საფასურის გადახდის ქვითარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია იმ სამოქალაქო რეესტრის სალაროში ან ანგარიშზე, სადაც გაიმართება ქორწინების ცერემონია. საფასური შეადგენს 84 ზლოტს. 

 

ყურადღება! ცერემონია შეიძლება ჩატარდეს სამოქალაქო რეესტრის ოფისში ან მის გარეთ - დასაქორწინებელი წყვილის მიერ არჩეულ ადგილას. სამოქალაქო რეესტრის ოფისის გარეთ გამართული ცერემონიის შემთხვევაში, აუცილებელია დამატებითი საფასურის გადახდა 1000 ზლოტის ოდენობით. 

სამოქალაქო რეესტრში (USC) ქორწინების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: https://www.gov.pl/web/gov/wez-slub-cywilny.  

 

კონკორდატის წესით ქორწინება 

კონკორდატული წესით ქორწინების შემთხვევაში, ტაძარში/სამლოცველოში წარდგენილი უნდა იქნას კონკრეტული ეკლესიის ან რელიგიური გაერთიანების მიერ მოთხოვნილი ქორწინების რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტები (მაგ. ნათლობის მოწმობა, წინასაქორწინო კურსის გავლის დამადასტურებელი საბუთი და ..), აგრეთვე სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა ქორწინების ხელისშემშლელი ფაქტორების არარსებობის თაობაზე. აღნიშნული ცნობის მისაღებად აუცილებელია, მიმართოთ საცხოვრებელი ადგილის(წყვილიდან ერთ-ერთის) შესაბამის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს. ცნობის მისაღებად აუცილებელად წარსადგენი დოკუმენტები: 

 

  • - დასაქორწინებელთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები (რომლებზეც დასაქორწინებელთა ფოტოსურათებია გამოსახული); 
  • - დასაქორწინებელთა დაბადების მოწმობის ასლები. თუ დაბადების მოწმობები შედგენილია უცხო ენაზე, მათ თან უნდა დაერთოს ნაფიცი თარჯიმნის მიერ დოკუმენტის დამოწმებული თარგმანი პოლონურ ენაზე. დოკუმენტის მთარგმნელი ნაფიცი თარჯიმანი აუცილებელია იყოს პოლონეთის იუსტიციის სამინისტროს ან საკონსულოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ თარჯიმანთა სიაში; 
  • - პირებმა, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ ქორწინებაში, თან უნდა დაურთონ ამ ქორწინების შეწყვეტის (განქორწინების) ან ბათილად ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტები; 
  • - უცხოელებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ ქორწინების დასაშვებობის ცნობა წარმოშობის ქვეყნიდან პოლონურ ენაზე დამოწმებულ თარგმანთან ერთად (ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ პირს შეუძლია დაქორწინდეს პოლონეთში მისი წარმოშობის ქვეყნის კანონის შესაბამისად. აღნიშნული დოკუმენტის მისაღებად დაინტერესბულმა პირმა უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოს წარმოშობის ქვეყანაში). 

თუ უცხოელს არ შეუძლია აღნიშნული ცნობის წარმოდგენა (მაგალითად, თუ წარმოშობის ქვეყანა არ გასცემს მსგავს დოკუმენტს), მას შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული ცნობის ფლობის ვალდებულებისგან გათავისუფლების გადაწყვეტილება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გასცემენ რაიონული სასამართლოები (არასაპროცესო/უდავო საქმის წარმოების ფარგლებში) უცხოელის განაცხადის საფუძველზე; 

  • - წერილობითი გარანტია, რომ არ არსებობს ქორწინების ხელისშემშლელი გარემოებები; 
  • - საფასურის გადახდის ქვითარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია სამოქალაქო რეესტრის (რომელიც გასცემს ქორწინების მოწმობას) სალაროში ან რეესტრის საბანკო ანგარიშზე. საფასური შეადგენს 84 ზლოტს. 

 ეკლესიაში ქორწინების დღიდან 5 დღის განმავლობაში მღვდელი ვალდებულია ქორწინების მოწმობის მოსამზადებლად შესაბამის სამოქალაქო რეესტრს გადასცეს შევსებული და ხელმოწერილი ცნობა. აღნიშნული ცნობა ხელმოწერილი უნდა იყოს როგორც სასულიერო პირის მიერ ასევე დარქორწინებულთა და მოწმეების მიერ. 

 ქორწინების მოწმობის შემოკლებული ეგზემპლარის მიღება შესაძლებელია სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, როგორც წესი, ქორწინების დღიდან 2 კვირის განმავლობაში. ეგზემპლარის ასაღებად განაცხადით მიმართვა შეუძლია დაქორწინებულთაგან ერთ-ერთს (აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის თან ქონა). 

 კონკორდატის წესით ქორწინების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: https://www.gov.pl/web/gov/wez-slub-wyznaniowy.

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please add 3 and 1.