+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

სამეცნიერო კვლევების მიზნით დროებით ბინადრობაზე ნებართვა

ასეთი სახის ნებართვა შეიძლება იყოს გაცემული ისეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელსაც გააჩნია მინიმუმ მაგისტრის წოდების ხარისხი პოლონეთში არსებული დადგენილებების შესაბამისად და რომელიც იძლევა დოქტორის წოდების მიღების საშუალებას, რომლის პოლონეთში ცხოვრების მიზანი სამეცნიერო ან სიღრმისეული კვლევების წარმოებაა, პოლონეთის ტერიტორიაზე არსებულ და საშინაო საქმეების მინისტრის მიერ დამტკიცებულ სამეცნიერო ორგანიზაციის დაწესებულებაში. 

ყურადღება! სამეცნიერო კვლევების მიზნით, ბინადრობის ნებართვა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის გაიცემა აღნიშნული მიზნის პოლონეთის ტერიტორიაზე შესრულებისთვის საჭირო დროის პერიოდზე (3 თვეზე მეტი და არა უმეტეს 3 წლის პერიოდზე). 

საჭირო დოკუმენტები 

სამეცნიერო კვლევების მიზნით დროებით ბინადრობის ნებართვის შემთხვევაში, გარდა ძირითადი დოკუმენტებისა რომლებზე საუბარიც „დროებითი ბინადრობა - ზოგადი ინფორმაცია“, უცხოელმა აგრეთვე უნდა წარადგინოს: 

  • - პოლონეთის ტერიტორიაზე დაწესებულების მქონე სამეცნიერო ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულება, მეცნიერული ან სიღრმისეული კვლევების მიზნით მეცნიერის მიღების შესახებ; 

ყურადღება! სამეცნიერო ორგანიზაციების სია ხელმისაწვდომია აქ: https://www.gov.pl/web/mswia/zloz-wniosek-o-zatwierdzanie-jednostki-lub-organizatora-strazu-na-potrzeby-przyjmowania-cudzoziemcow. 

  • - სამეცნიერო ორგანიზაციის წერილობითი ცნობა, რომელშიც ის ვალდებულებას იღებს უცხოელის დაბრუნების გადაწყვეტილების მიღების და შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაზე; 
  • - პოლონეთში ცხოვრების და სამშობლოში ან სხვა საცხოვრებელ ქვეყანაში დასაბრუნებელი ხარჯებისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების  დამადასტურებელი დოკუმენტი; 
  • - ცხოვრების ხარჯების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მუდმივი სამომხარებლო გადასახადების, დენის, გაზის, აგრეთვე დაბინძურების, ნარჩენების და თხევადი დანაგვიანების გატანის შესახებ (მაგ. ქირაობის ხელშეკრულება, დენის, გაზის და ადმისინტრაციული ქირის ბოლო გადახდის ანგარიშთან ერთად); 
  • - სამედიცინო დაზღვევის დამადასტურებელი ან დამზღვევის მიერ პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მკურნალობის ხარჯების დაფარვის საბუთი. 

 

ყურადღება! ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალი არ შეიძლება იყოს განხილული როგორც სრული სია. დროებითი ბინადრობის მოპოვებისთვის საჭირო დოკუმენტების ნაკრები სხვა გარემოემებების გათვალისწინებით, შეიძლება განსხვავდებოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის სიტუაციისა და საიმიგრაციო ოფისის მიხედვით, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ცდილობს მოიპოვოს დროებითი ბინადრობის უფლება. 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please add 8 and 6.