+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

ბინადრობის და მუშაობის ნებართვა

უცხო ქვეყნის მოქალაქეები რომლებიც გეგმავენ პოლონეთში მუშაობის დაწყებას ან გაგრძელებას, უნდა მოიპოვონ დროებითი ბინადრობის და მუშაობის უფლება. 

საჭირო დოკუმენტები 

დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა დროებითი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის მისაღებად 2022 წლის 29 იანვრის შემდეგ  

დროებითი ბინადრობის და მუშაობის ნებართვის შემთხვევაში, გარდა ძირითადი დოკუმენტებისა, რომელზე საუბარიცაა „დროებითი ბინადრობა - ზოგადი ინფორმაცია“  უცხო ქვეყნის მოქალაქემ ამასთანავე საჭიროა წარადგინოს:  

  • განაცხადის დანართი N1 - დანართი ხელმოწერილი უნდა იყოს იმ პირის მიერ, რომელიც უფლებამოსილია იყოს დამსაქმებლის წარმომადგენელი (მაგ.სასამართლოს ეროვნულ რეესტრში (KRS) განსაზღვრული წარმომადგენლობის ფორმის შესაბამისად). არასწორად შევსებული/ხემლოწერილი დანართი ან მისი არ არსებობა განხილული იქნება როგორც ფორმალური უზუსტობა; 

ყურადღება!

უცხოელის ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს შრომის მინიმალური ანაზღაურების ოდენობაზე ნაკლები. მიუხედავად იმისა თუ რა განაკვეთზე მუშაობს და განურჩევლად იმისა თუ რა სამართლებრივი ურთიერთობის სახე უდევს საფუძვლად უცხოელის მიერ შესრულებულ სამუშაოს.  

ერთზე მეტ სუბიექტზე სამუშაოს შესრულების შემთხვევაში ზემოაღნიშნული პირობა დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ ჯამური ანაზღაურება არ არის დაბალი სამუშაოს მინიმალური ანაზღაურების ოდენობაზე. 

სამუშაოს მინიმალური ანაზღაურება 2025 წელს არის: PLN 4,666. მთლიანი

გარდა ამისა, ანაზღაურება არ შეიძლება იყოს დაბალი ვიდრე იმ მომუშავეთა ანაზღაურება, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს იმავე განაკვეთზე, ასრულებენ მსგავსი ტიპის სამუშაოს ან მუშაობენ მსგავს პოზიციაზე. 

  • სამედიცინო დაზღვევის დამადასტურებელი ან დამზღვევის მიერ პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მკურნალობის ხარჯების დაფარვის საბუთი (მაგ. ZUS  - ZUS RCA სოციალური დაზღვევა, ბოლო 3 თვის ამონაბეჭდი, გაგზავნის და დადასტურების ინფორმაციასთან ერთად); 
  • პოლონეთის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი. ასეთი შეიძლება იყოს ქირაობის ხელშეკრულება, დასახლების ჩანაწერის მოწომობა ან სასტუმროს ჯავშანი; 
  • საგადასახადო ანგარიშსწორება, მაგ. საგადასახადო ბიუროში შეტანილი PIT დოკუმენტი; 
  • საგადასახადო დავალიანების არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

ყურადღება! ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალი არ შეიძლება იყოს განხილული როგორც სრული სია. დროებითი ბინადრობის მოპოვებისთვის საჭირო დოკუმენტების ნაკრები სხვა გარემოემებების გათვალისწინებით, შეიძლება განსხვავდებოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის სიტუაციისა და საიმიგრაციო ოფისის მიხედვით, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ცდილობს მოიპოვოს დროებითი ბინადრობის უფლება. 

ნებართვის მოპოვების დაწყების/გაცემის უარყოფა

ამგვარი ტიპის ბინადრობის უფლების მოპოვება პოლონეთის რესპუბლიკაში მყოფ ყველა უცხოელს არ შეუძლია მაშინაც კი, თუ ის მუშაობს. სავოევეოდო უარყოფს დროებითი ბინადრობის და მუშაობის ნებართვის გაცემას, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე: 

  1. იგი არის დამსაქმებლის მიერ დელეგირებული თანამშრომელი განსაზღვრული ვადით, რომელსაც სათაო ოფისი გააჩნია პოლონეთის საზღვრებს გარეთ  - მთლიანი პერიოდის განმავლობაში  (დელეგირების შემთხვევაში, უცხოელმა უნდა მოიპოვოს უცხოური დამსაქმებლის მიერ პოლონეთშუ სამუშაოდ დელეგირებული თანამშრომლისთვის განკუთვნილი დროებითი ბინადრობის ნებართვა). 
  2. იმყოფება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებში განსაზღვრული ზოგიერთი კატეგორიის, გაცვლით ან ინვესტიციით დაკავებული ფიზიკური პირის შესვლის და დროებითი ბინადრობის გამარტივების ვალდებულებების, საფუძველზე; 
  3. პოლონეთში ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას; 
  4. პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება სეზონური სამუშაოს შესასრულებლად.
  5. იმყოფება პოლონეთის ტერიტორიაზე პოლონეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ვიზის საფუძველზე, რომელიც გაცემულია ტურისტული მიზნით ან ოჯახის წევრების ან მეგობრების მოსანახულებლად;
  6. იგი იმყოფება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შენგენის ზონის სხვა ქვეყნის მიერ გაცემული ვიზის საფუძველზე.  

ყურადღება!

2025 წელს, პოლონეთის სავიზო სისტემაში დარღვევების აღმოსაფხვრელად მიღებული ზოგიერთი კანონის ცვლილებების შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ, პროცედურა არ დაიწყება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი პირი:

  • იმყოფება პოლონეთში შენგენის ზონის სხვა ქვეყნის მიერ გაცემული გრძელვადიანი ვიზის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ არ სარგებლობს მობილობის უფლებით პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე;
  • იმყოფება პოლონეთში შენგენის ზონის სხვა ქვეყნის მიერ გაცემული ბინადრობის დოკუმენტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ არ სარგებლობს მობილობის უფლებით პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე;
  • იმყოფება პოლონეთში ერთჯერადი შემოსვლის ნებართვის საფუძველზე, რომელიც „უცხოელთა შესახებ კანონის“ მუხლი 32, პუნქტი 1-ის საფუძველზე გაიცა სასაზღვრო დაცვის სამსახურის ქვედანაყოფის უფროსის მიერ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა ჰუმანიტარული მიზნები, სახელმწიფო ინტერესი ან საერთაშორისო ვალდებულებები, და რომელიც გაცემულია არაუმეტეს 15-დღიანი ვადით.

ყურადღება! სავოევოდო უარყოფს (პროცესის დაწყების შემდეგ) დროებითი ბინადრობის და მუშაობის ნებართვის გაცემას არა მარტო მაშინ, როდესაც უცხოელი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, არამედ მაშინაც, როდესაც მისი დამსაქმებელიც ვერ აკმაყოფილებს პირობებს (მაგ. სავოევოდოს შეუძლია უარყოს ნებართვის გაცემა თუ დამსაქმებელს არ გააჩნია ფინანსური სახსრები და არც შემოსავლის წყარო, რომელიც საჭიროა უცხოელისთვის სამუშაოს მინიჭებისგან წარმოშობილი ვალდებულებების შესასრულებლად ან არ აწარმოებს რეალურ ეკონომიკურ, სასოფლო-სამეურნეო ან სტატუტით განსაზღვრულ საქმიანობას რომელიც დაასაბუთებდა მოცემულ პერიოდში უცხოელისთვის სამუშაოს მინიჭებას, ან პირველ რიგში თუ შეწყვიტა საქმიანობა ან ამოშლილია შესაბამისი რეესტრიდან ან მისი საქმიანობა ლიკვიდაციის პერიოდშია). 

გადაწყვეტილება ბინადრობისა და სამუშაოს ნებართვის გაცემის შესახებ

აღნიშნული გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ანიჭებს უფლებას იცხოვროს და იმუშაოს პოლონეთში კონრეტულ დამსაქმებელთან, მასში მითითებული პირობებით. 

მუშაობის და ბინადრობის ნებართვის მინიჭების გადაწყვეტილებაში მითითებულია უცხოელის დამსაქმებლის მონაცემები, თანამდებობა რომელზეც უცხო ქვეყნის მოქალაქე მუშაობს, მინიმალური ანაზღაურება რომლის მიღებაც უცხოელს ამ თანამდებობაზე შეუძლია, სამუშაო საათების ოდენობა, ხელშეკრულების სახეობა რომლის საფუძველზეც უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეასრულოს სამუშაო.  

იმ შემთხვევაში თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე გეგმავს რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობას, მაშინ გადაწყვეტილების დოკუმენტში მითითებულია ეს რამდენიმე დამსაქმებელი, ხოლო სამუშაოს პირობები თითოეული სუბიექტისთვის (დამსაქმებლისთვის) ცალ-ცალკეა მითითებული.  

ყურადღება! თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე დაკარგავს სამსახურს გადაწყვეტილებაში აღნიშნულ რომელიმე დამსაქმებელთან, მან ამის შესახებ წერილობითი ფორმით უნდა აცნობოს იმ სავოევოდოს, რომელმაც გასცა მუშაობის და დროებითი ბინადრობის ნებართვა, სამსახურის დაკარგვიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. თუ უცხოელმა წერილობით დროულად შეატყობინა სავოევოდოს სამსახურის დაკარგვის შესახებ, მაშინ მისი მუშაობის და დროებითი ბინადრობის უფლება არ შეიძლება უკან გაწვეული იყოს 30 დღის განმავლობაში სამსახურის დაკარგვის დღიდან. თუ სამსახურის დაკარგვიდან და ამის შესახებ სავოევოდოსთვის ცნობებიდან 30 დღის ვადაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ იშოვის ახალ სამსახურს, მისი მუშაობის და დროებითი ბინადრობის ნებართვა შეიძლება გაუქმდეს. 

ყურადღება! თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე განთავისუფლებულია პოლონეთში მუშაობის ნებართვის ქონის ვალდებულებისგან, მაშინ მუშაობის და დროებითი ბინადრობის ნებართვის გადაწყვეტილების დოკუმენტში, არც დამსაქმებელი და არც დასაქმების პირობები არ იქნება მითითებული.  

გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა 

ბინადრობის და მუშაობის ნებართვა შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს, თუ უცხოელი აპირებს სამუშაოს შესრულებას: 

  • სხვა სუბიექტში, რომელიც ანდობს სამუშაოს შესრულებას ან სამუშაო ნებართვის ფლობის ვალდებულებისაგან გათავისუფლების პირობებში; 
  • სხვა დამსაქმებელ - მომხმარებელთან 
  • სხვა თანამდებობაზე; 
  • სხვა გასამრჯელოზე; 
  • სხვა სამუშაო დროის განაკვეთზე 
  • სხვა ტიპის ხელშეკრულების საფუძველზე. 

ყურადღება!

უცხოელისთვის სამუშაოს დავალების გამცემი სუბიექტის ან დასაქმების პირობების შეცვლისას უნდა გახსოვდეთ რომ უნდა აკმაყოფილებდეთ დამსაქმებლისა და დასაქმებულისთვის წარდგენილ ყველა პირობას დროებითი ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით. ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ახალ დამსაქმებელთან დასაქმების ვადა არ შეიძლება იყოს უფრო მოკლე, ვიდრე შეცვლილი გადაწყვეტილება ბინადრობის და მუშაობის ნებართვის შესახებ. 

ნებართვის ცვლილებას უცხოელი ახორციელებს დროებითი საცხოვრებლისა და მუშაობის ნებართვის შეცვლის შესახებ განცხადების წარდგენით მისი საცხოვრებელი ადგილის კომპეტენტურ სავოევოდოში. 

არ არსებობს ცვლილების ან ახალი დროებითი ბინადრობის და მუშაობის ნებართვის საჭიროება თუ: 

  • უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სამუშაოს მიმნიჭებელი დამსაქმებლის ოფისის ან საცხოვრებელი ადგილის მისამართი შეიცვალა 
  • შეიცვალა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სამუშაოს მიმნიჭებელი დამსაქმებლის სახელწოდება ან იურიდიული ფორმა,  
  • დამსაქმებელი ან მის ნაწილი სხვა დამსაქმებელმა გადაიბარა; 
  • სამუშაო ადგილი ან მისი ნაწილი გადაეცა სხვა დამსაქმებელს; 
  • სამოქალაქო სამართლით გათვალისწინებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უცხოელი ასრულებდა სამუშაოს, შეიცვალა შრომითი ხელშეკრულებით; 
  • შეიცვალა თანამდებობის დასახელება, რომელზეც უცხოელი ასრულებს სამუშაოს, მისი მოვალეობების ფარგლები კი იგივე დარჩა  
  • უცხოელის სამუშაო დრო გაიზარდა ანაზღაურების პროპორციული ზრდით. 

უცხოელის მიერ სამსახურის დაკარგვა

უცხოელი ვალდებულია 15 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს ვოევოდას, რომელმაც გასცა დროებითი ბინადრობის და მუშაობის ნებართვა, იმ სამუშაოს დაკარგვის შესახებ რომელიც იმავე ნებართვით იყო განსაზღვრული. ამგვარად, გადაწყვეტილება დროებითი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის გაცემის შესახებ ძალაში რჩება 30 დღის განმავლობაში უცხოელის სამსახურის დაკარგვის დღიდან. 

უცხოელი თავისუფლდება ზემოაღნიშნული ვალდებულებისაგან, თუ სამუშაოს დაკარგვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში წარადგენს განცხადებას დროებითი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის შეცვლის შესახებ. 

გაუქმება

დროებითი ბინადრობის და მუშაობის ნებართვა უქმდება, გარდა დროებითი ბინადრობის გაუქმების სტანდარტული გარემოებებისა, თუ: 

  1. ნებართვაში მითითებული თანამდებობა შეცვლილია ან ანაზღაურების ოდენობა შემცირებულია, ხოლო ნებართვა ამ დროს არ შეცვლილა ან 
  2. უცხოელისთვის სამუშაოს მიმნიჭებელი სუბიექტი არ აწარმოებს ეკონომიკურ, სასოფლო ან სტატუტით განსაზღვრულ საქმიანობას, ან პირველ რიგში თუ ამოშლილია შესაბამისი რეესტრიდან ან არის ლიკვიდაციის პერიოდში. 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please calculate 2 plus 8.