+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

დროებითი ბინადრობის ნებართვა სეზონური სამუშაოსთვის

დროებითი ბინადრობის ნებართვა სეზონური სამუშაოსთვის შეიძლება გაიცეს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის თუ მისი ბინადრობის მიზანი არის სეზონური სამუშაოს ნებართვის საფუძველზე მუშაობა. 

სეზონური სამუშაოსთვის, დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღება შეუძლია უცხოელს, რომელიც: 

  1. შევიდა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სეზონური სამუშაოსთვის გაცემული ვიზის საფუძველზე ან უვიზო რეჟიმის ფარგლებში, განაცხადების რეესტრში შეტანილ სეზონურ სამუშაო ნებართვაზე განაცხადთან დაკავშირებით; 
  2. აქვს სეზონური სამუშაო ნებართვა ან სეზონური სამუშაო ნებართვის გახანგრძლივება, რომელიც მოქმედებს ვიზაში მითითებული ყოფნის პერიოდის ან უვიზო რეჟიმის პირობებში ყოფნის პერიოდის განმავლობაში; 
  3. აქვს სტაბილური და რეგულარული შემოსავლის წყარო; 
  4. აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  5. უზრუნველყოფილია საცხოვრებლით პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. 

ყურადღება! სეზონური სამუშაოსთვის, დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა არა უმეტეს 9 თვის ვადით, სეზონური სამუშაოს მიზნით შემოსვლის პირველი დღიდან. 

ყურადღება! დროებითი ბინადრობის ნებართვა სეზონურ სამუშაოზე გაიცემა მაშინაც კი თუ ნებართვის მოთხოვნის გარემოებები ვერ ასაბუთებენ უცხოელის 3 თვეზე მეტი ვადით ბინადრობის აუცილებლობას პოლონეთის ტერიტორიაზე. 

სხვა სახის დროებითი, მუშაობის მიზნით გაცემული ბინადრობის ნებართვებთან შედარებით, ამ სახის ნებართვაზე გადასახადი არის უფრო დაბალი და შეადგენს 170 ზლოტს. 

 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
What is the sum of 6 and 6?