სამუშაოს შესრულების მიზნით, უცხოური დამსაქმებლის მიერ, პოლონეთის ტერიტორიაზე დელეგირებული უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვა
სამუშაოს შესრულების მიზნით, უცხოური დამსაქმებლის მიერ, პოლონეთის ტერიტორიაზე დელეგირებული უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა თუ ის:
- ფლობს დელეგირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სამუშაოს შესასრულებლად გაცემულ მუშაობის ნებართვას (C, D ან E ტიპის მუშაობის ნებართვა);
- აქვს სამედიცინო დაზღვევა;
- აქვს სტაბილური და რეგულარული შემოსავლის წყარო, საკმარისი საკუთარი თავის და მის ხარჯზე მყოფი ოჯახის წევრების შენახვისთვის;
- აქვს უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ადგილი პოლონეთში (დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს ქირაობის ხელშეკრულება, შესახლების ჩანაწერის მოწმობა ან სასტუმროს ჯავშანი);
- ფლობს დელეგირების დართულ დოკუმენტს რომელიც განსაზღვრავს დელეგირების პერიოდს და ანაზღაურების ოდენობას;
- ფლობს მოწმობას, რომ არ აქვს საგადასახადო დავალიანება;
- ასრულებს საგადასახადო ანგარიშწორებებს, მაგ. საგადასახადო ოფისში შეტანილი PIT დოკუმენტი.
ყურადღება! უცხოური დამსაქმებლის მიერ პოლონეთში სამუშაოს შესრულების მიზნით, დელეგირებული უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა სამუშაოს ნებართვის ვადის პერიოდზე (არა უმეტეს 3 წლისა).