ცისფერი ბარათი
ამგვარი ტიპის ნებართვის მოპოვება შეუძლია იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც გეგმავს პოლონეთში მაღალი კვალიფიკაციური პროფესიით მუშაობას ან მუშაობის გაგრძელებას.
ე.წ. ცისფერი ბარათისთვის საჭიროა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან
- სამწლიანი პროფესიული გამოცდილება, რომელიც შეესაბამება იმ კვალიფიკაციების დონეს, რაც მიიღება უმაღლესი განათლების დასრულების შედეგად, და რომელიც აუცილებელია შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული საქმიანობის შესასრულებლად, შეძენილი არა უგვიანეს იმ მომენტიდან 7 წლის ვადაში, რაც წინ უსწრებს ნებართვის გაცემის განაცხადის წარდგენას;
- არანაკლებ ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილება, რომელიც შეესაბამება იმ კვალიფიკაციების დონეს, რაც მიიღება უმაღლესი განათლების დასრულების შედეგად, და რომელიც აუცილებელია აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად.
საჭირო დოკუმენტები
გარდა ძირითადი დოკუმენტებისა, რომელზე საუბარიც „დროებითი ბინადრობა - ზოგადი ინფორმაცია“, უცხოელმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს:
- განაცხადის დანართი N1 დანართი ხელმოწერილი უნდა იყოს იმ პირის მიერ, რომელიც უფლებამოსილია იყოს დამსაქმებლის წარმომადგენელი (მაგ.სასამართლოს ეროვნულ რეესტრში (KRS) განსაზღვრული წარმომადგენლობის ფორმის შესაბამისად). არასწორად შევსებული/ხემლოწერილი დანართი ან მისი არ არსებობა განხილული იქნება როგორც ფორმალური უზუსტობა;
ყურადღება! ცისფერი ბარათის მოპოვებისთვის აუცილებელი პირობაა ის, რომ უცხოელის ხელშეკრულებაში მითითებული თვიური ან წლიური დაუბეგრავი ანაზღაურება არ იყოს ქვეყნის ეკონომიკის საშუალო ანაზღაურების ექვივალენტი 150%-ის ოდენობაზე დაბალი, ცისფერ ბარათზე განაცხადის წარდგენის წინა წელს, რომელიც განსაზღვრულია სტატისტიკის მთავარი ბიუროს ხელმძღვანელის მიერ სახალხო სადაზღვევო ფონდის პენსიის და დაფინანსების შესახებ 1998 წლის 17 დეკემბრის აქტის მე-20, 1, ა პუნქტის საფუძველზე).
- განაცხადის დანართი N2 (ავსებს უცხო ქვეყნის მოქალაქე);
- დასაქმების ხელშეკრულება (ან დამსაქმებელთან თვითდასაქმების ხელშეკრულება ან სამოქალაქო სამართლის ხელშეკრულება) მინიმუმ 6 თვე დადებული;
- უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. უმაღლესი განათლების დიპლომი ნათარგმნი პოლონურ ენაზე);
- სამედიცინო დაზღვევის დამადასტურებელი ან დამზღვევის მიერ პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მკურნალობის ხარჯების დაფარვის საბუთი (მაგ. ZUS - ZUS RCA სოციალური დაზღვევა, ბოლო 3 თვის ამონაბეჭდი, გაგზავნის და დადასტურების ინფორმაციასთან ერთად);
- პოლონეთის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი. ასეთი შეიძლება იყოს ქირაობის ხელშეკრულება, დასახლების ჩანაწერის მოწომობა ან სასტუმროს ჯავშანი.
- საგადასახადო ანგარიშსწორება, მაგ., საგადასახადო სამსახურში წარდგენილი PIT ანუ საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირებისგან (თუ განაცხადის წარმდგენი პირი წინა წლებში სამუშაოს ასრულებდა პოლონეთში);
ყურადღება! ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალი არ შეიძლება იყოს განხილული როგორც სრული სია. დროებითი ბინადრობის მოპოვებისთვის საჭირო დოკუმენტების ნაკრები სხვა გარემოემებების გათვალისწინებით, შეიძლება განსხვავდებოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის სიტუაციისა და საიმიგრაციო ოფისის მიხედვით, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ცდილობს მოიპოვოს დროებითი ბინადრობის უფლება.
პროცესის დაწყების უარყოფა
სავოევოდოს შეუძლია უარყოს ცისფერი ბარათის გაცემის პროცესის დაწყება თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე:
- იმყოფება პოლონეთის ტერიტორიაზე პოლონური მხარის მიერ გაცემული ტურისტული ვიზის საფუძველზე ან ოჯახის ან მეგობრების მონახულების მიზნით;
- იმყოფება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შენგენის ზონის სხვა ქვეყნის მიერ გაცემული ვიზის საფუძველზე
ნებართვის - ცისფერი ბარათის გაცემის გადაწყვეტილება
მაღალკვალიფიციური პროფესიული სამუშაოს მიზნით დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა 3 თვეზე მეტ პერიოდზე თუმცა მაქსიმუმ 3 წლით, სამუშაოს შესრულების ვადის გათვალისწინებით.
მაღალკვალიფიციური პროფესიული სამუშაოს მიზნით დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილებაში განისაზღვრება ამ ნებართვის ვალიდურობის ვადა და მითითებულია:
- სუბიექტი, ვისთანაც უცხოელი იმუშავებს;
- თანამდებობა რომელზეც უცხოელი იქნება დასაქმებული;
- ანაზღაურება;
- სამუშაო საათებუს მინიმალური ოდენობა და ხელშეკრულების ტიპი, რომლის საფუძველზეც უცხოელმა უნდა შეასრულოს სამუშაო.
ყურადღება! პირს, რომელიც პოლონეთში იმყოფება დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე და მუშაობს მაღალკვალიფიციური პროფესიის ფარგლებში, ევალება წერილობით აცნობოს თავისი მიმდინარე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის ვ wojewoda-ს 15 სამუშაო დღის განმავლობაში შემდეგზე:
- სამუშაოს დამკისრებელის სუბიექტის შეცვლის შემთხვევაში;
- იმ მოთხოვნების შეწყვეტის შემთხვევაში, რომლებიც აუცილებელია ნებართვის გასაცემად.
უცხოელი, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება იმ ნებართვის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრულია 127-ე მუხლში, ვალდებულია 15 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს იმ სავოევოდოს, რომელმაც მას აღნიშნული ნებართვა მიანიჭა, დასაწყები სარგებლობის შესახებ ევროკავშირის ლურჯი ბარათის მფლობელის გრძელვადიანი მობილობის მექანიზმით, მიუთითოს ის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, სადაც აღნიშნული მობილობით სარგებლობს.
ნებართვის გაუქმება
ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს გაცემული არაუადრეს:
- სამი თვის გასვლის შემდეგ ნებართვის გაუქმების საქმის წარმოების დაწყებიდან, თუ უცხოელი იმყოფება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ევროკავშირის ლურჯი ბარათის საფუძველზე, 2 წელიწადზე ნაკლები ვადით;
- ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებართვის გაუქმების საქმის წარმოების დაწყებიდან, თუ უცხოელი იმყოფება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ევროკავშირის ლურჯი ბარათის საფუძველზე არანაკლებ 2 წლის ვადით.
მოკლევადიანი მობილურობა
მოკლევადიანი მობილობა გულისხმობს პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლებას ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყანაში, მაქსიმუმ 90 დღის ვადით 180-დღიან პერიოდში, დამატებითი სამუშაო ნებართვის გარეშე. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება, მათ შორის, საქმიანი შეხვედრებში მონაწილეობაზე, კონტრაქტების მოლაპარაკებებზე, კონფერენციებსა და მარკეტინგულ ღონისძიებებში ჩართულობაზე.
გრძელვადიანი მობილურობა
გრძელვადიანი მობილურობა ნიშნავს ევროკავშირის სხვა ქვეყანაში 90 დღეზე მეტი ვადით სამუშაო მიზნებისთვის ყოფნას. აღნიშნული მობილურობა მოითხოვს სპეციალური დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვებას, მის სანაცვლოდ უცხოელს ანიჭებს უფრო ფართო შესაძლებლობებს, რომლებიც უკავშირდება მისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.
დროებითი ბინადრობის ნებართვა გრძელვადიანი მობილობის მიზნით ევროკავშირის ლურჯი ბარათის მფლობელისთვის გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც უცხოელის პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის მიზანია მაღალკვალიფიციურ პროფესიულ საქმიანობაში დასაქმება, და ერთდროულად სრულდება შემდეგი პირობები:
უცხოელს :
- დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება, შემოქმედებითი სამუშაოს ხელშეკრულება ან სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება არანაკლებ 6 თვის ვადით, რომლის საფუძველზეც იგი ასრულებს სამუშაოს, აწარმოებს მომსახურებას ან იმყოფება სამსახურებრივ სამართლებრივ ურთიერთობაში,
- ფლობს ოფიციალურ კვალიფიკაციას და აკმაყოფილებს სხვა მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია რეგულირებად პროფესიაში მუშაობის განზრახვის შემთხვევაში.
- ფლობს ბინადრობის დოკუმენტს, რომელზეც გაკეთებულია შენიშვნა „ევროკავშირის ლურჯი ბარათი“, რომელიც გაცემულია ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ, და პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლამდე უშუალოდ იმყოფებოდა აღნიშნულ წევრ სახელმწიფოში ამ დოკუმენტის საფუძველზე არანაკლებ 12 თვის განმავლობაში, ან იმ შემთხვევაში, თუ ის სარგებლობდა გრძელვადიანი მობილობის უფლებით აღნიშნულ სახელმწიფოში — არანაკლებ 6 თვის განმავლობაში;
- ფლობს ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელიც განსაზღვრულია 2004 წლის 27 აგვისტოს კანონის — „საჯარო სახსრებით დაფინანსებული ჯანმრთელობის დაცვის სერვისების შესახებ“ — შესაბამისად, ან ფლობს დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ დაზღვევის გამცემი კომპანია უზრუნველყოფს სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე (ustawa z dnia 27 sierpnia 2004 r. o świadczeniach opieki zdrowotnej finansowanych ze środków publicznych lub potwierdzenie pokrycia przez ubezpieczyciela kosztów leczenia na terytorium Rzeczypospolitej Polskiej).
შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული თვიური ან წლიური ანაზღაურებიდან გამომდინარე წლიური მთლიანი (brutto) ანაზღაურება არ უნდა იყოს ნაკლები იმ თანხის ეკვივალენტზე, რაც შეადგენს არანაკლებ 150%-ს წინა წლის საშუალო ხელფასის მაჩვენებლისგან, რომელიც წინ უძღოდა დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განაცხადის წარდგენას ევროკავშირის ლურჯი ბარათის მფლობელის გრძელვადიანი მობილობის მიზნით.