+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

პოლონეთში სწავლა

დროებით ბინადრობის უფლება, სხვა გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაიცეს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქის სახელზე, რომელიც გეგმავს დაიწყოს ან გააგრძელოს სწავლა პოლონეთში. 

ყურადღება! დროებითი ბინადრობის ნებართვა სწავლის მიზნით შეიძლება იქნეს გაცემული სწავლის პერიოდზე, 3 თვიდან ზემოთ თუმცა არა უმეტეს 1 წლისა, ხელახალი უფლების გაცემის მოთხოვნის შესაძლებლობით. 

ამგვარი ნებართვუს შემვთხვევაში, გარდა ძირითადი დოკუმენტებისა რომლებზე საუბარია „დროებითი ბინადრობა - ზოგადი ინფორმაცია“, უცხოელმა აგრეთვე უნდა წარადგინოს: 

  • - სამედიცინო დაზღვევის დამადასტურებელი ან დამზღვევის მიერ პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მკურნალობის ხარჯების დაფარვის საბუთი; 
  • - სწავლის ხარჯების, ცხოვრების და უკან დაბრუნებისთვის საკმარისი ფინანსური საშუალების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
  • - პოლონეთის ტერიტორიაზე, უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი; 
  • - სასწავლო დაწესებულებაში მიღების ან სწავლის გაგრძელების მოწმობა. 

ყურადღება! ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალი არ შეიძლება იყოს განხილული როგორც სრული სია. დროებითი ბინადრობის მოპოვებისთვის საჭირო დოკუმენტების ნაკრები სხვა გარემოემებების გათვალისწინებით, შეიძლება განსხვავდებოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის სიტუაციისა და საიმიგრაციო ოფისის მიხედვით, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ცდილობს მოიპოვოს დროებითი ბინადრობის უფლება. 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please add 3 and 2.