+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

უმაღლესდამთავრებულთა მიერ სამსახურის ძებნა

დროებითი ბინადრობის ნებართვა, სხვა გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება გადაეცეს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეს,  რომელიც პოლონური სასწავლებლის კურსდამთავრებულია და პოლონეთის ტერიტორიაზე ეძებს სამსახურს ან გეგმავს წამოიწყოს ეკონომიკური საქმიანობა ამავე ტერიოტრიაზე. 

ყურადღება! ნებართვა გაიცემა მხოლოდ ერთხელ, სწავლის დამთავრებისთანავე 9 თვის ვადით. 

ამგვარი ნებართვის შემთხვევაში, გარდა ძირითადი დოკუმენტებისა, რომელზე საუბარიც „დროებითი ბინადრობა - ზოგადი ინფორმაცია“, უცხო ქვეყნის მოქალაქემ საჭიროა წარადგინოს:  

  • - სამედიცინო დაზღვევის დამადასტურებელი ან დამზღვევის მიერ პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მკურნალობის ხარჯების დაფარვის საბუთი; 
  • - პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე თავის შენახვის დამადასტურებელი საბუთი; 
  • - პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი; 
  • - სწავლის დამთავრების მოწმობა ან პოლონური სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომი. 

 

ყურადღება! ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალი არ შეიძლება იყოს განხილული როგორც სრული სია. დროებითი ბინადრობის მოპოვებისთვის საჭირო დოკუმენტების ნაკრები სხვა გარემოემებების გათვალისწინებით, შეიძლება განსხვავდებოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის სიტუაციისა და საიმიგრაციო ოფისის მიხედვით, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ცდილობს მოიპოვოს დროებითი ბინადრობის უფლება. 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please add 2 and 5.