+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

დარჩით პოლონეთში უცხოელების ოჯახის წევრების ევროკავშირის ფარგლებს გარეთ

ოჯახის გაერთიანების უფლება 

პოლონეთში მცხოვრები უცხოელის ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილი დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღება შეუძლია: 

  • - უცხოელის მეუღლეს (ქორწინება უნდა იყოს პოლონეთის კანონმდებლობით აღიარებული); 
  • - უცხოელის არასრულწლოვან შვილს (რომელიც განაცხადის წარდგენის დღეს ჯერ არ არის 18 წლის).  არა მხოლოდ ბიოლოგიურ შვილს, არამედ შვილად აყვანილ არასრულწლოვანსაც, ან მასზე ფინანსურად დამოკიდებულ და მისი მეურვეობის ქვეშ მყოფ სხვა ბავშვსაც (მაგ., მეუღლის შვილი წინა ურთიერთობიდან/ქორწინებიდან); 
  • - კანონიერი მეურვე არასრულწლოვნის, რომელიც იმყოფება პოლონეთში მეურვეობის გარეშე და რომელსაც მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი ან დამატებითი დაცვა. ასეთ შემთხვევაში განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებიდან ან არასრულწლოვანისათვის დამატებითი დაცვის მინიჭებიდან 6 თვის განმავლობაში. 

პოლონეთში მცხოვრები უცხოელის ოჯახის წევრებს შეუძლიათ მას შემოუერთდნენ პოლონეთში დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძველზე, თუ იგი(უცხოელი, რომელსაც ოჯახის წევრები უნდა შემოუერთდნენ) ცხოვრობს პოლონეთში: 

  • - მუდმივი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე; 
  • - ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე; 
  • - ლტოლვილის სტატუსის მიღების საფუძველზე; 
  • - სუბსიდიარული დაცვის მიღების საფუძველზე; 
  • - არანაკლებ 2 წლით, დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, რომელიც გაიცა ერთმანეთის მომდევნო წლების განმავლობაში, მათ შორის, ოჯახის წევრის დროებითი ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების წარდგენამდე - ბინადრობის ნებართვის საფუძველზე რომელიც გაცემულია არანაკლებ 1 წლის ვადით 
  • - დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, სამეცნიერო კვლევის ჩატარების მიზნით; 
  • - სამეცნიერო კვლევის ჩატარების მიზნით გაცემული დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, თუ უცხოელი ფლობს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის მიერ გაცემული ბინადრობის დოკუმენტს, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის საბჭოს დადგენილების No1030/2002 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილში, რომელზეც დატანილია ანოტაცია "მეცნიერი" და გაცემულია ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ, თუ ამ ქვეყნის შესაბამის სამეცნიერო ერთეულთან კვლევითი პროექტის განხორციელების მიზნით უცხოელის მიღების შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევების ჩატარებას ასევე პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე; 
  • - დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ისეთი პროფესიული სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს (ე.წ. ლურჯი ბარათი); 
  • - დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე სამუშაოს შესასრულებლად, საწარმოს შიდა თანამდებობის შეცვლის ფარგლებში; 
  • - დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, რომელიც გაცემულია გრძელვადიანი მობილობის გამოყენების მიზნით; 
  • - ჰუმანიტარული მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. 

ყურადღება! თუ უცხოელი იმყოფება პოლონეთის საზღვრებს გარეთ, ოჯახის გაერთიანების მიზნით დროებითი ბინადრობის ნებართვის თაობაზე განაცხადს მის მაგივრად წარადგენს პოლონეთში მცხოვრები ოჯახის წევრი (მეუღლე ან მშობელი).  

გასათვალისწინებელია, რომ ასეთ შემთხვევაში პოლონეთში მცხოვრები ოჯახის წევრის მიერ განაცხადის წარდგენა მოითხოვს პოლონეთის გარეთ მყოფი უცხოელის (რომელიც აპირებს, შემოუერთდეს უცხოელს პოლონეთში) წერილობით თანხმობას. ამგვარი თანხმობა იგივეა, რაც მინდობილობის მინიჭება, რათა ოჯახის წევრს შეეძლოს იმოქმედოს მისი სახელით კონკრეტული საქმის წარმოების პროცესში. 

 დროებითი ბინადრობის ნებართვის თაობაზე გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ, პოლონეთში მცხოვრებ უცხოელს შეუძლია აღნიშნული გადაწყვეტილება გადასცეს/გაუგზავნოს ოჯახის წევრს. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, პოლონეთის გარეთ მყოფ უცხოელს (ოჯახის წევრს) შესაძლებლობა ექნება მიიღოს პოლონეთის ვიზა შესაბამის საელჩოში (ან საკონსულოში). ბინადრობის ბარათის აღება შესაძლებელი იქნება პირადად, პოლონეთში ჩამოსვლის შემდეგ. 

 

ყურადღება! თუ უცხოელი, რომელსაც ოჯახის წევრი უნდა შემოუერთდეს, არ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს (მაგალითად, ის პოლონეთში იმყოფება ვიზის ან დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე 2 წელზე ნაკლები დროით), მისი ოჯახის წევრს შეუძლია განაცხადი შეიტანოს სხვა გარემოებებით გამართლებული დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად (Pobyt czasowy na inne okoliczności). 

აღნიშნული პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სექციაში  „დროებითი ბინადრობა/სხვა გარემოებები“ (POBYT CZASOWY/INNE OKOLICZNOŚCI). 

 უცხოელის მნიშვნელოვანი ინტერესებიდან გამომდინარე (საფუძვლიანი დასაბუთების შემდეგ), შესაძლებელია მას მიენიჭოს დროებითი ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, აგრეთვე ჩამოთვლილ შემთხვევებში: 

  • - მისი განქორწინება, დაშორება ან დაქვრივება, თუ იგი იმყოფებოდა პოლონეთის კანონმდებლობით აღიარებული ქორწინებაში პოლონეთში მცხოვრებ უცხოელთან,  ზემოხსენებული ერთ-ერთი პირობის საფუძველზე; 
  • - მისი მშობლის გარდაცვალება, რომელიც (მშობელი) ცხოვრობდა პოლონეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ზემოაღნიშნული პირობის საფუძველზე; 

- მისი არასრულწლოვანი შვილის გარდაცვალება, რომელსაც მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი ან დამატებითი დაცვა. 

 

ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, არა უმეტეს 3 წლის ვადით. გასათვალისწინებელია, რომ განმცხადებელმა უცხოელმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას აქვს სტაბილური შემოსავლის წყარო, სამედიცინო დაზღვევა და საცხოვრებელი ადგილი პოლონეთში. 

 

აუცილებელი დოკუმენტები 

ოჯახის გაერთიანების მიზნით დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, გარდა ძირითადი დოკუმენტებისა (რომლებიც განხილულია სექციაში "დროებითი ბინადრობა - ზოგადი ინფორმაცია"), უცხოელმა ასევე უნდა წარმოადგინოს: 

 

  • - პოლონეთში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები(მაგალითად, ქირავნობის ხელშეკრულება, თხოვების ხელშეკრულება, სასტუმროს ჯავშანი); 
  • - პოლონეთის რესპუბლიკის კანონით აღიარებული ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა); 
  • - დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ უცხოელი ( რომელთან ერთადაც ოჯახის წევრი აპირებს პოლონეთში დარჩენას) ფლობს კანონით გათვალისწინებულ ბინადრობის ნებართვას (მაგალითად, გადაწყვეტილება მუდმივი ბინადრობის შესახებ); 
  • - სტაბილური და რეგულარული შემოსავლის წყაროს ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული შემოსავალი საკმარისი უნდა იყოს საკუთარი და ოჯახის წევრების ცხოვრების ხარჯების დასაფარად (მაგ. შრომითი ხელშეკრულება მეუღლისა, რომელსაც უნდა შემოურეთდეს უცხოელი, ასევე მეუღლის დეკლარაცია მასზე ფინანსურად დამოკიდებულ პირთა რაოდენობის შესახებ); 
  • - პოლონეთში სამედიცინო დაზღვევის ან დამზღვევის მიერ მკურნალობის ხარჯების დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტები  (მაგალითად, ამონაწერი ZUS– ZUS ZCNA); 
  • - მეუღლეთა შემთხვევაში: ერთად ცხოვრებისა და საოჯახო ცხოვრების ერთად წარმართვის დამადასტურებელი დოკუმენტები. მაგალითად,  ერთობლივი ფოტოები, ქირავნობის საერთო ხელშეკრულება ან საერთო სახლის / ბინის ფლობის სანოტარო აქტი. 

 

ყურადღება! ზემოხსენებული ჩამონათვალი არ შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილად. ოჯახის გაერთიანების მიზნით დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტების სია შესაძლებელია განსხვავდებოდეს უცხოელის კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე და ასევე, იმ სავოევოდო სამსახურიდან გამომდინარე, სადაც უცხოელი წარადგენს განაცხადს. 

 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please add 5 and 5.