+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

ევროკავშირის მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების პოლონეთში ყოფნა

ვის ეხება აღნიშნული პროცედურა

უცხოელი პოლონეთში ბინადრობის რეგისტრაციას/ლეგალიზაციას ახდენს  ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების მიერ პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის, ბინადრობისა და ქვეყნიდან გასვლის შესახებ კანონის დებულებების საფუძველზე (და არა უცხოელთა შესახებ კანონის საფუძველზე), თუ იგი არის:

  • ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე;
  • თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის (EFTA) წევრი ქვეყნის მოქალაქე - ევროპის ეკონომიკური სივრცის (EOG) შესახებ შეთანხმების მხარეები;
  • შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქე,
  • ერთ-ერთი ზემოხსენებული ქვეყნის მოქალაქის ოჯახის წევრი, რომელიც მას (ერთ-ერთი ზემოხსენებული ქვეყნის მოქალაქეს) უერთდება ან მასთან ერთად რჩება/ცხოვრობს.

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please calculate 9 plus 8.