+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრის დრობითი და მუდმივი ბინადრობის ბარათი

ევროკავშირის მოქალაქის  (ევროკავშირის ეკონომიკური სივრცის/ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქის) ოჯახის წევრად მიიჩნევა არაევროკავშირი წევრი ქვეყნის უცხოელი მოქალაქე, რომელიც არის:

  • ევროკავშირის მოქალაქის მეუღლე;
  • ევროკავშირის მოქალაქის ან მისი მეუღლის 21 წლამდე პირდაპირი შთამომავლები, ან ევროკავშირის მოქალაქეზე ან მის მეუღლეზე ფინანსურად დამოკიდებული პირდაპირი შთამომავლები;
  • ევროკავშირის მოქალაქის ან მისი მეუღლის პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავი (წინაპარი), რომელიც ფინანსურად დამოკიდებულია ევროკავშირის მოქალაქეზე ან მის მეუღლეზე - რომელიც იმყოფება/ცხოვრობს ევროკავშირის მოქალაქესთან ერთად.

ყურადღება! ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრის ბინადრობის ბარათის გაცემის პროცედურა არ ვრცელდება პოლონეთის მოქალაქეების ოჯახის წევრებზე (არც მათ მეუღლეებზე). პოლონეთის მოქალაქეების მეუღლეები (უცხოელები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის მოქალაქეები) პოლონეთში ბინადრობის ლეგალიზაციას ახდენენ  უცხოელთა შესახებ კანონის (Ustawa o cudzoziemcach) დებულებების საფუძველზე.

ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სექციაში: "პოლონეთის მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ლეგალიზაცია"/ LEGALIZACJA POBYTU MAŁŻONKA OBYWATELA RP.

თუ ევროკავშირის მოქალაქის და მისი ოჯახის წევრის პოლონეთის ტერიტორიაზე  ყოფნა გრძელდება 3 თვეზე მეტ ხანს, ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრი ვალდებულია პოლონეთში მოიპოვოს ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრის ბინადრობის ბარათი. აღნიშნული ასევე ეხება სიტუაციებს, როდესაც ოჯახის წევრს აქვს  3 თვეზე მეტი ვადით მოქმედი ვიზა - ამ შემთხვევაშიც კი ის ვალდებულია პოლონეთში მოიპოვოს ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრის ბინადრობის ბარათი, თუ პოლონეთში დაგეგმილი ბინადრობის პერიოდი აღემატება 3 თვეს.

განაცხადი ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრის ბინადრობის ბარათის გაცემის თაობაზე უნდა წარედგინოს პოლონეთში საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ვოევოდას. განაცხადი წარდგენილი უნდა იქნას პირადად, არაუგვიანეს პოლონეთში შემოსვლიდან 3 თვის გასვლის მომდევნო დღისა.

განაცხადს უნდა დაერთოს:

  • უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
  • 5 ახალი ფერადი ფოტოსურათი - ინსტრუქცია ფოტოსურათის შესახებ იხილეთ აქ
  • ევროკავშირის მოქალაქის პოლონეთში ბინადრობის რეგისტრაციის მოწმობა, რომელიც გაიცა ევროკავშირის მოქალაქეზე, რომელთან ერთადაც ცხოვრობს მისი ოჯახის წევრი პოლონეთში;
  • პოლონეთში ლეგალური შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მეუღლე - ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შთამომავალი - ოჯახური კავშირის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აგრეთვე ასაკის დამადასტურებელი საბუთი ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეზე (არა პოლონეთის მოქალაქეზე) ფინანსურად დამოკიდებულების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • წინაპარი (ევროკავშირის მოქალაქის ან მისი მეუღლის მშობელი, რომელიც ფინანსურად დამოკიდებულია ევროკავშირის მოქალაქეზე ან მის მეუღლეზე) - ოჯახური კავშირის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეზე (არა პოლონეთის მოქალაქეზე) ფინანსურად დამოკიდებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • პოლონეთში ლეგალური ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მტკიცებულება იმისა, რომ ფლობს საკმარის ფულად სახსრებს სოციალური დახმარების გამოყენების საჭიროების გარეშე.

უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები აუცილებელია წარმოდგენილი იქნას ნაფიცი თარჯიმნის მიერ პოლონურ ენაზე მომზადებულ თარგმანთან ერთად.

ყურადღება! ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრის(უცხოელის) ბინადრობის მოწმობა გაიცემა უფასოდ.

ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრის ბინადრობის მოწმობა გაიცემა 5 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის მოქალაქის პოლონეთში ყოფნის დაგეგმილი პერიოდი 5 წელზე ნაკლებია - მასთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრის ბინადრობის ბარათი მოქმედია ევროკავშირის მოქალაქის პოლონეთში ყოფნის პერიოდის განმავლობაში.

ყურადღება! ევროკავშირის მოქალაქის მეუღლის (უცხოელის) შემთხვევაში,  ევროკავშირის მოქალაქის ბინადრობის ბარათის გაცემამდე  სავოევოდო სამსახური ამოწმებს ქორწინების უტყუარობას (ადგენს არის თუ არა ქორწინების მიზანი კანონის გვერდის ავლა). დაქორწინებული წყვილი შესაძლებელია, გამოძახებულნი იქნან სავოევოდო სამსახურის თანამშრომელთან გასაუბრებაზე, ქორწინების ფიქტიურობის გამორიცხვის მიზნით (იმის დასადგენად არის თუ არა ქორწინება ფიქტიური/ყალბი).

ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრი(რომელიც თავად არ არის ევროკავშირის მოქალაქე) მუდმივი ბინადრობის უფლებას იძენს 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის მოქალაქესთან ერთად პოლონეთში უწყვეტი ყოფნის შემდეგ.

მუდმივი ბინადრობის უფლების მოპოვება ასევე შესაძლებელია ზემოხსენებული 5 წლის ვადის გასვლამდე. ეს ეხება სიტუაციას, როდესაც ევროკავშირის მოქალაქემ მოიპოვა პოლონეთში მუდმივი ბინადრობის უფლება 5 წლის გასვლამდე, პოლონეთში შრომის ან თვითდასაქმების საფუძველზე. აღნიშნულ სიტუაციაში, მისი ოჯახის წევრიც იძენს პოლონეთში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღების უფლებას.

ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრი, რომელმაც პოლონეთში მიიღო მუდმივი ცხოვრების უფლება, იღებს ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრის მუდმივ ბინადრობის ბარათს. ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრის მუდმივი ბინადრობის ბარათის მისაღებად, განმცხადებელმა სავოევოდო სამსახურში პირადად უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრის მუდმივი ბინადრობის ბარათის განაცხადის ფორმა (პოლონურად შევსებული) - განაცხადის ფორმა იხილეთ აქ
  • სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
  • 5 ახალი ფერადი ფოტოსურათი - ინსტრუქცია ფოტოსურათის შესახებ იხილეთ აქ
  • ევროკავშირის მოქალაქესთან ერთად პოლონეთში 5-წლიანი უწყვეტი ყოფნის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • ევროკავშირის მოქალაქის პოლონეთში ბინადრობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მაგალითად, ევროკავშირის მოქალაქის პოლონეთში ბინადრობის რეგისტრაციის მოწმობა ან მუდმივი ბინადრობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაცია არის მუდმივი ან დროებითი და მისი ხანგრძლივობა აღემატება 3 თვეს.

ასევე აუცილებელია შემდეგი დოკუმენტები წარდგენა:

  • მეუღლე - ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგალითად, ქორწინების მოწმობა);
  • შთამომავალი (შვილები) - ოჯახური კავშირის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგალითად, დაბადების მოწმობა) და აგრეთვე ასაკის დამადასტურებელი საბუთი ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეზე (არა პოლონეთის მოქალაქეზე) ფინანსურად დამოკიდებულების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • წინაპარი (მშობელი) - ოჯახური კავშირის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეზე ან მის მეუღლეზე ფინანსურად დამოკიდებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ყურადღება! ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრის მუდმივი ბინადრობის ბარათი გაიცემა უფასოდ.

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please add 8 and 4.