+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

ვიზის გახანგრძლივების საშუალება

თუ უცხოელი პოლონეთში იმყოფება ვიზის საფუძველზე და ყოფნის პერიოდის ვადის გასვლის შემდეგ სურს პოლონეთის ტერიტორიაზე დარჩენა, დროებით ბინადრობის ნებართვაზე განაცხადი უნდა შეიტანოს. (მეტ ინფორმაციას დროებითი ბინადრობის ნებართვაზე , ნახავთ დანართში - ,,პოლონეთში ყოფნა”) 

ყურადღება! ვიზა გაიცემა დროის კონკრეტულ პერიოდზე - მისი ვადა მოცემულია სავიზო სტიკერზე. 

თუმცა, დროის ის მონაკვეთი, როცა უცხოელს შეუძლია პოლონეთის ტერიტორიაზე დარჩენა, როგორც წესი უფრო ხანმოკლეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიზა შეიძლება ერთი წლით გაიცეს, მაგრამ უცხოელს პოლონეთის ტერიტორიაზე ყოფნა მხოლოდ 6 თვით შეეძლოს. 

ამ დროის გადაცილება უკავშირდება პოლონეთში ყოფნის უნებართვო გახანგრძლივებას. ასეთ ვითარებაში უცხოელის დარჩენა პოლონეთის ტერიტორიაზე უკანონოდ ჩაითვლება, რაც შემდგომში შეიძლება შესაბამის  შედეგებთან იყოს დაკავშირებული. 

ვიზის პოლონეთში გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. 

  

შენგენის ვიზის სავალდებულო გახანგრძლივება 

გაცემული ვიზის მოქმედების ვადა ან ამ ვიზით გათვალისწინებული ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს, თუ ვიზის მფლობელი დაადასტურებს, რომ გაუთვალისწინებელი გარემოებების შედეგად ან ჰუმანიტარული მიზეზების გამო,  მას არ შეუძლია დატოვოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორია ვიზის ამოწურვამდე ან ვიზით ნებადართული ყოფნის პერიოდის დასრულებამდე. 

  

  შენგენის ვიზის ნებაყოფლობითი გახანგრძლივება 

გაცემული ვიზის მოქმედების ვადა ან ამ ვიზით გათვალისწინებული ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს, თუ ვიზის მფლობელი დაადასტურებს სერიოზული პირადი მიზეზების არსებობას, რომლებიც წარმოშობს ვიზის ან ვიზით ნებადართული  ყოფნის პერიოდის  გახანგრძლივების აუცილებლობას.  

  

ეროვნული ვიზის გახანგრძლივება 

პოლონეთში მყოფ უცხოელს შეუძლია გაახანგრძლივოს ეროვნული ვიზის მოქმედების ვადა ან ამ ვიზით გათვალისწინებული ყოფნის პერიოდი, როცა ერთობლივად სრულდება შემდეგი პირობები: 

  1. არსებობს  მნიშვნელოვანი პროფესიული ან პირადი ინტერესი, ან ჰუმანიტარული მიზეზები, რაც შეუძლებელს ხდის პოლონეთის დატოვებას ეროვნული ვიზის ვადის ამოწურვამდე ან ამ ვიზით ნებადართული ყოფნის პერიოდის დასრულებამდე;
  2. მოვლენები, რომლებიც ვიზის გახანგრძლივების საფუძველს წარმოადგენს, წარმოიშვა უცხოელის ნებისგან დამოუკიდებლად და მათი გათვლა შეუძლებელი იყო ვიზაზე განაცხადის შეტანის დღეს.
  3. საქმის გარემოებები არ მიუთითებს იმაზე, რომ უცხოელის პოლონეთის ტერიტორიაზე ყოფნის მიზანი დეკლარირებულისგან განსხვავებული იქნება.
  4. ეროვნულ ვიზაზე უარის თქმის არანაირი გარემოება არ წარმოიშვება.

  

ეროვნული ვიზა შეიძლება გახანგრძლივდეს ერთხელ, მაგრამ გახანგრძლივების პერიოდი არ შეიძლება აღემატებოდეს ეროვნული ვიზისთვის გათვალისწინებულ ყოფნის პერიოდს, ანუ 1 წელს. 

ეროვნული ვიზა ან ამ ვიზით გათვალისწინებული ყოფნის პერიოდი ასევე შეიძლება გაუხანგრძლივდეს იმ უცხოელს, რომელიც იმყოფება  საავადმყოფოში და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამორიცხავს პოლონეთის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობას. უცხოელს შეეძლება დარჩეს პოლონეთში  იმ დღემდე, სანამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლონეთის ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ მისცემს. 

  

  ძირითადი დოკუმენტები 

განცხადება შეტანილ უნდა იქნეს საცხოვრებელი ადგილის შესაბამის სავოევოდო სამსახურში. 

ვიზის გახანგრძლივებაზე განაცხადის შეტანისას, საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა: 

  1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა; 
  2. აქტუალური ფოტოსურათი (მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისი); 
  3. მოქმედი პასპორტი; 
  4. დამადასტურებელი დოკუმენტები; 

- დროებითი რეგისტრაციის მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

ყოფნის მიზანი და ვიზის გახანგრძლივების აუცილებლობა (მაგ. ჰოსპიტალიზაციის მოწმობა, სხვა გარემოებების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ცნობა); 

        - ჯანმრთელობის დაზღვევა 

       -  პოლონეთში საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის განსაზღვრული ფინანსური სახსრების დამადასტურებელი დოკუმენტი. 

      განცხადებაში მოცემული სხვა გარემოებები 

საფასურის  გადახდის  დამადასტურებელი მოწმობა 

საქმის წარმოების დროს, ვოევოდის ოფისმა უცხოელს შეიძლება პირადად წარდგენა და საქმეში არსებული გარემოებების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტები მოსთხოვოს. 

  

საფასური 

შენგენის ვიზები: იმ შემთხვევაში, თუ შენგენის ვიზის სავალდებულო გახანგრძლივების პირობები დაკმაყოფილებულია, ვიზის გახანგრძლივება უფასოა. 

შენგენის ვიზის ნებაყოფლობითი გახანგრძლივების საფასური შეადგენს 30 ევროს ექვივალენტს ზლოტებში. გაცვლითი კურსის დაანგარიშება ხდება  განაცხადის შეტანის წინა დღეს, პოლონეთის ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული საშუალო  ვალუტის კურსით.  

ეროვნული ვიზა: ვიზის გახანგრძლივების საფასურია 406 ზლოტი. ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, პირის მოთხოვნის საფუძველზე თანხა ექვემდებარება დაბრუნებას.  

 თანხა შეგიძლიათ გადაიხადოთ იმ სავოევოდის სამსახურის სალაროში, სადაც პროცედურა მიმდინარეობს, ან გადარიცხოთ სავოევოდო სამსახურის  საბანკო ანგარიშზე. ანგარიშის ნომერს შესაბამისი სავოევოდო სამსახურის ვებ-გვერდზე იპოვით. 

  

როდის ხდება მიმართვა ვიზის გახანგრძლივების თაობაზე  

ეროვნული და შენგენის ვიზის შემთხვევაში განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს არა უგვიანეს იმ დღისა როდესაც იწურება პოლონეთის ტერიტორიაზე უცხოელის ლეგალური ყოფნის ვადა.  

შენგენის ვიზის სავალდებულო გახანგრძლივების შემთხვევაში ან როცა უცხოელი იმყოფება საავადმყოფოში, განცხადება შეიძლება წარდგენილი იყოს შენგენის ან ეროვნულ ვიზაზე მითითებული ყოფნის პერიოდის ბოლო დღეს. 

ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განცხადება ვიზის გაგრძელების შესახებ არ განიხილება. აქედან გამომდინარე უცხოელის პოლონეთში ყოფნა ითვლება არალეგალურად.  

თუ განცხადების შეტანის ვადები დაცულია, შესაბამისი ორგანო სამოგზაურო დოკუმენტში ათავსებს შტამპის ანაბეჭდს, რომელიც ადასტურებს განაცხადის შეტანას ვიზის გაგრძელებაზე. 

პროცედურის ხანგრძლივობა 

გადაწყვეტილება ვიზის გაგრძელების შესახებ გაიცემა დოკუმენტების სრული ნაკრების წარდგენისთანავე. ახსნა-განმარტებითი წარმოების განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილება გამოიცემა საქმის წარმოების დაწყებიდან 30 დღის ვადაში. 

  

გასაჩივრების პროცედურა 

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ვარშავაში უცხოელთა ოფისის ხელმძღვანელთან, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი  სავოევოდო სამსახურის საშუალებით. 

წერილობითი საჩივრები წარდგენილი უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის ვადაში.  

 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please add 9 and 8.