+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

განათლება

პოლონეთში მყოფი 7-დან 18 წლამდე ასაკის ყოველი ბავშვი მოცულია სკოლის ვალდებულებით ან სწავლის ვალდებულებით. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა დადიოდეს სკოლაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მშობელთა მიმართ დაწესებულია სანქციები. ეს ვალდებულება ეხება ასევე ბავშვებს, რომლებსაც არ გააჩნიათ პოლონეთის მოქალაქეობა საემიგრაციო და პოლონეთში მათი მშობლების სტატუსის მიუხედავად.  

სასწავლო წელი პოლონეთში იწყება 1 სექტემბერს, ხოლო სრულდება მომდევნო წლის ივნისის ბოლო პარასკევს. გაკვეთილები ტარდება სკოლაში კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევამდე. დასვენების დღეებში (შაბათი და კვირა) ბავშვები თავისუფლები არიან.   

სასკოლო სასწავლო წელი დაყოფილია ორ სემესტრად. პირველი სემესტრი მთავრდება იანვარში ან თებერვალში. მეორე სემესტრი მთავრდება ივნისში და ამავდროულად სასწავლო წელიც. ამ დროსვე მიღებული ნიშნები წარმოადგენენ მოცემული კლასის საბოლოო ნიშნებს და ჩაიწერებიან სასკოლო ატესტატში - დოკუმენტში, რომელიც მოწმობს ბავშვის სწავლების დასრულებას კონკრეტულ დონეზე 

სკოლების სახეობები პოლონეთში  

როგორი განათლების სისტემაა სავალდებულო პოლონეთში? 

პოლონეთის განათლების სისტემა დაყოფილია შემდეგ ეტაპებად: 

  • - სკოლამდელი (3-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის); 
  • - დაწყებითი სკოლა (8 კლასი; 7-15 წლის ასაკის ბავშვებისთვის); 

საშუალო სკოლები  

5 წლიანი ტექნიკუმი 

4 წლიანი ზოგადსაგანმანათლებლო ლიცეუმი 

3 წლიანი პროფესიული სკოლა პირველი საფეხური 

2 წლიანი პროფესიული სკოლა მეორე საფეხური 

3 წლიანი სპეციალური სამსახურისთვის მოსამზადებელი სკოლა 

ლიცეუმის შემდგომი სკოლა 

ყოველ ეტაპზე არსებობს საჯარო დაწესებულებები (საჯარო ინსტიტუციების მიერ წარმოებული და სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით უზრუნველყოფილი) და კერძო (კერძო მესაკუთრის მიერ წარმოებული და სრულად დაფინანსებული არასაბიუჯეტო სახსრებით). მესამე ფორმა არის ე.წ. საზოგადოებრივი სკოლები წარმოებული ფონდების ან მშობელთა ამხანაგობების მიერ და მათ მიერვე დაფინანსებული.  

საჯარო სკოლებში სწავლება არის უფასო, კერძო და საზოგადოებრივ სკოლებში ფასიანი (აქ გამონაკლისს შეადგენენ მოსწავლეები, რომლებსაც მოიცავენ ზოგიერთი კერძო თუ საზოგადოებრივი დაწესებულების მიერ განხორციელებული სასტიპენდიო პროგრამები). საჯარო საბავშვო ბაღში ბავშვის ყოფნა ნაწილობრივ ფასიანია (თვით მმართველობითი ორგანო). გამონაკლისს აქ წარმოადგენენ საბაზო სკოლის სკოლამდელი განყოფილებები, რომლებიც მუშაობენ მხოლოდ უფროსი ასაკის ბავშვებთან (ნული კლასი), რომლებიც მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყებენ სწავლას სკოლებში. ბავშვის ყოფნა სასკოლო ნულ კლასში უფასოა - დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხზე ხელმისაწვდომია ქვემოთ 

დაწესებულებები 0-3 წლის ბავშვებისთვის 

  • - ბაგა-ბაღები 
  • - საბავშვო კლუბები 

 

ბაგა-ბაღებში ყოფნა არ არის სავალდებულო. ბაგა-ბაღები შეიძლება იყოს ფასიანი (კერძო) და უფასო (საჯარო). ადგილები საჯარო ბაგა-ბაღებში შეზღუდულია.   

 

სკოლამდელი დაწესებულება 

საჯარო სკოლამდელი დაწესებულება განკუთვნილია 3-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის (გამონაკლის შემთხვევებში შეუძლიათ 2,5 წლის ბავშვების მიღებაც). ის ასრულებს მზრუნველობით და პედაგოგიურ ფუნქციებს. ზრუნავენ ბავშვებზე, სანამ მათი მშობლები მუშაობენ, ასევე ხელს უწყობენ სოციალურ ადაპტაციას (ჯგუფის თანატოლებთან კონტაქტს) და ინტელექტუალურ განვითარებას (საგანმანათლებლო საქმიანობა). უცხოელ ბავშვებს ექმნებათ კარგი შესაძლებლობა დაეუფლონ პოლონური ენას. 

საჯარო საბავშვო ბაღები ღიაა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათ-კვირას არ მუშაობენ.  

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები განსაზღვრავენ, რამდენი საათია ბავშვის ყოველდღიური ყოფნა  საჭირო საბავშვო ბაღში უფასო (მინიმუმ 5 საათი დღეში) და რამდენი დამატებითი საათის ყოფნის გადახდა მოუწევთ მშობლებს საჭიროების შემთხვევაში. ადგილობრივი თვითმართველობა ასევე ადგენს საბავშვო ბაღში ანაზღაურებადი გადასახადის საათობრივ ტარიფებს მოცემული კალენდარული წლის განმავლობაში - ასე რომ, ეს განაკვეთები განსხვავდება ქალაქების მიხედვით. როგორც წესი, მშობლები ფარავენ  ბავშვის საკვების ხარჯებს საბავშვო ბაღში. მშობლები ასევე იხდიან მშობელთა კომიტეტის (რამდენიმე ათეული ზლოტი) შენატანს. ზოგჯერ მათ სთხოვენ შეიძინონ საკანცელარიო ნივთები. გარდა საბავშვო ბაღის პერსონალის მიერ ჩატარებული სასწავლო პროგრამისა, საგანმანათლებლო დაწესებულებების უმეტესობა ასევე სთავაზობს ბავშვის ასაკთან ადაპტირებულ სხვადასხვა ფასიან დამატებით სასწავლო გაკვეთილებს (მაგ. ცეკვა, ხელოვნება, უცხო ენის შესწავლა). საერთო ხარჯი საჯარო საბავშვო ბაღში თვეში შეადგენს დაახლოებით 300- 400 ზლოტს. 

სკოლამდელ დაწესებულებაში 6 წლიდან ბავშვების ყოფნა სავალდებულოა, რამეთუ ეს დრო სკოლაში სწავლის მოსამზადებელ მნიშვნელოვან პერიოდს წარმოადგენს. 

ბავშვების საჯარო საბავშვო ბაღებში ჩაწერა იწყება როგორც წესი მარტის თვიდან (1 სექტემბრიდან სკოლის სასწავლო წლის დაწყებამდე). პირველობა ყოველთვის ენიჭება ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ მოცემული რაიონის (ქალაქის, დასახლების) ტერიტორიაზე. თვითმართველობის ორგანოებს შეუძლიათ დააწესონ თავიანთ საბავშვო ბაღებში სხვა ახლომდებარე რაიონებიდან ბავშვების მიღების დამატებითი კრიტერიუმები. ყოველი ბავშვი, რომელიც მოცემულ წელიწადს ხდება 3 წლის მიღებულ უნდა იქნას საბავშვო ბაღში. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საბავშვო ბაღი არ იქნა არჩეული მშობლების მიერ და ადგილების გადაჭარბების გამო მოუწიოს სხვა (ხანდახან საკმაოდ მოშორებით საცხოვრებელი ადგილიდან), თავისუფალი ადგილის მქონე ბაღში სიარული.  

თითქმის ყველა დიდ ქალაქში დანერგილია ბავშვის საბავშვო ბაღში რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა. რის გამოც იქმნება შესაძლებლობა მშობლებისთვის ჩაწერონ ბავშვი მათთვის სასურველ საბავშვო ბაღში. (მშობლები განსაზღვრავენ თავიანთ მოთხოვნილებებს ამ კუთხით, ე.წ. პირველი საბავშვო ბაღის შერჩევას - თუ რომელ ბაღში სურთ ბავშვის დარეგისტრირება, ცხადია ადგილების გათვალისწინებით სასურველ ადგილზე. 

შესაძლებელია ბავშვის მოგვიანებით მიღებაც, მხოლოდ კვლავ თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გადატვირთულია.  

უცხოელი ბავშვები მიიღებიან საბავშვო ბაღებში იმავე პირობებით რაც პოლონელი ბავშვებისთვის არის განსაზღვრული - რა საბუთებია საჭირო ბავშვის სკოლამდელ დაწესებულებაში ჩასაწერად? მშობლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბავშვის საბავშვო ბაღში ჩაწერით უნდა გაეცნონ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ შემუშავებულ მიღების სავალდებულო კრიტერიუმებს. ამ მიზნით შეუძლიათ დაუკავშირდნენ შერჩეულ საბავშვო ბაღს ან რაიონის შესაბამის ორგანოს, რომელ რაიონშიც აპირებენ ყოფნას პოლონეთში ბინადრობის პერიოდში. 

თუ კი ვერ მოიძებნა თავისუფალი ადგილი საჯარო საბავშვო ბაღში მაშინ უნდა ისარგებლოს კერძო საბავშვო ბაღით სადაც გადასახადი ბევრად უფრო დიდია (დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე არის აქ: tutaj), ანდა ბავშვზე ზრუნვა მინდობილ იქნას ოჯახის წევრზე ან დაქირავებულ ძიძაზე. 

 

საბუთები, რომლებიც საჭიროა ბავშვის სკოლამდელ დაწესებულებაში ან სკოლაში ჩასაწერად   (ამობეჭდე)    DRUKUJ  

უცხოელი ბავშვები მიიღებიან საბავშვო ბაღში, დაწყებითი ან სამხატვრო სკოლის პირველ კლასში იმავე პირობებით რაც პოლონელი ბავშვები. აქ ძირითადი დოკუმენტია საბავშვო ბაღში ან სკოლაში მიღების განაცხადი, რომელიც ივსება სპეციალურ ფორმი ან ელექტრონულად (ზოგიერთ ქალაქში არსებობს საბავშვო ბაღში ან დაწყებითი სკოლის პირველ კლასში ბავშვების ჩარიცხვის ელექტრონული სისტემა - დეტალურ ინფორმაციას აწვდიან სკოლები ან ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების განათლების განყოფილებები, საოლქო, რაიონული, საქალაქო ქვედანაყოფები - უცხოელის მიერ პოლონეთში ყოფნის განმავლობაში არჩეული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით). 

ბავშვის მიღება დაწყებითი კლასის, საბაზო სკოლის ან საბაზო სკოლის უფროს კლასებში ხდება შემდეგი საბუთების საფუძველზე: 

  • - ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საზღვარგარეთ სკოლის ან ცალკეული ნორმატივების შესაბამისად- განათლების სისტემის მომდევნო საფეხურის დასრულებას - ცალკეული რეგულაციების შესაბამისად - პოლონეთში შესაბამისი საფეხურის ექვივალენტური სკოლის დამთავრების ატესტატი ან საბაზო სკოლის დამამთავრებელი საგამოცდო მოწმობა,
  • - უცხოეთში სკოლის მიერ გაცემული სერტიფიკატი, მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის საზღვარგარეთ სკოლაში სწავლას და მიუთითებს სწავლის საფეხურზე, რომელიც უცხოელმა დაასრულა უცხოეთში, და უცხოელის წლების მიხედვით შემაჯამებელი დამადასტურებელი დოკუმენტი.

თუ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შეუძლებელია სასკოლო განათლების წლების ჯამური დადგენა, უცხოელი ბავშვის მშობლებმა ან მეურვეებმა ან თავად მოზრდილმა მოსწავლემ წერილობით უნდა წარადგინონ განმარტება აღნიშნულ საკითხზე. 

თუ უცხოელს არ შეუძლია წარუდგინოს ზემოაღნიშნული დოკუმენტები, იგი მიიღება საკვალიფიკაციო გასაუბრების საფუძველზე შესაბამის კლასში ან სემესტრში სწავლის გასაგრძელებლად. გასაუბრებას ატარებს სკოლის დირექტორი. თუ ბავშვმა არ იცის პოლონური საკმარის დონეზე, დირექტორმა უნდა ჩაატაროს ის იმ ენაზე რა ენასაც ბავშვი თავისუფლად ფლობს. ამ მიზნებისთვის სკოლის დირექტორს შეუძლია თარჯიმნის დახმარების გამოყენებაც, თუმცა შესაძლოა თავად ფლობდეს ბავშვისთვის გასაგებ ენას საკმარის დონეზე და ჩაატაროს გასაუბრება თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე.  

დასკვნის სახით, დირექტორი ვერ დაავალდებულებს უცხოელს,რათა მან მოიპოვოს ბავშვის სანოსტრიფიკაციო ცნობების დადასტურება. თუ უცხოელს არ გააჩნია ნოსტრიფიცირებული მოწმობა მაშინ პოლონეთის საჯარო სკოლაში მიღების საფუძვლად ჩაითვლება უცხოეთში სკოლის მიერ გაცემული სერთიფიკატი, მოწმობა, ცნობა ან სხვა დოკუმენტი და სასწავლო წლების შემაჯამებელი დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში - ტარდება გასაუბრება. ამასთან, დირექტორმა შეიძლება მშობლებს მოსთხოვოს უცხოური სკოლის მიერ გაცემული საბუთების თარგმანის სანოტარო დამოწმება. 

მეორეს მხრივ, თუ უცხოელი ბავშვი გეგმავს სკოლაში შესვლას, რომელიც პოლონეთის მოქალაქეებისთვის განსაზღვრავს მიღების დამატებით კრიტერიუმებს (მაგ. მხატვრულ, ენობრივ უნარებს, სპორტულ, სამედიცინო ცნობებს ამა თუ იმ სპორტული მდგომარეობის შესახებ და ..) მაშინ უცხოელმა ბავშვმაც უნდა აკმაყოფილოს ეს კრიტერიუმები. 

 

ნული კლასები 

საბავშვო ბაღების ნული კლასები განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს სწავლას დაიწყებენ დაწყებით სკოლაში. ბავშვებმა სკოლა 7 წლის ასაკში უნდა დაიწყონ. როდესაც საქმე ეხება ექვსი წლის ბავშვებს, მშობლები თავად წყვეტენ, მივა თუ არა მათი ბავშვი 1 კლასში, სადაც ისინი ისწავლიან იგივე შვიდი წლის ასაკოვანო პროგრამით. ამ ორი ფორმიდან ერთის არჩევა სავალდებულოა (ანუ ექვსი წლის ბავშვი უნდა წავიდეს 0 ან პირველ კლასში). 

საბავშვო ბაღები, ანუ კლასები, რომლებიც ამზადებენ ბავშვებს სკოლის დასაწყებად, განსაკუთრებით წერის, კითხვისა და დათვლის სწავლისთვის, შეიძლება ტარდებოდეს საბავშვო ბაღებში ან დაწყებით სკოლებში. 

საბავშვო ბაღში ბავშვის ყოფნის დაფინანსების წესები დამოკიდებულია დაწესებულების ტიპზე, სადაც ის არის ორგანიზებული - საბავშვო ბაღში დასვენების დრო ნაწილობრივ ფასიანია, სკოლაში - უფასოა. ორივე ტიპის დაწესებულებებში მშობლები იხდიან კლასში დამსწრე ბავშვის კვების ხარჯებს. 

ორივე ტიპის დაწესებულება უზრუნველყოფს ბავშვების მოვლას გვიანობამდე. 

საბაზო სკოლა 

საჯარო დაწყებითი სკოლები ექვემდებარება ზონირებას, რაც ნიშნავს, რომ მოცემულმა სკოლამ უნდა მიიღოს ყველა ბავშვი, რომელიც ცხოვრობს მის ტერიტორიაზე, ანუ მოცემულ რაიონში (პატარა ქალაქების შემთხვევაში სკოლის რაიონს განსაზღვრავს მთელი ქალაქის ტერიტორია ან შესაძლოა რამდენიმეც, დიდ ქალაქებში, რაიონს მოიცავს რამდენიმე ქუჩა). მშობლის მოთხოვნით შეიძლება ასევე დაიშვას ბავშვი სხვა სკოლაში, გარდა რაიონული სკოლებისა - ამ შემთხვევაში ბავშვის ჩარიცხვის გადაწყვეტილებას სკოლის ხელმძღვანელი იღებს. 

რა საბუთებია საჭირო ბავშვის სკოლაში ჩასარიცხად? 

დაწყებითი სკოლის განათლება ექვს წელს გასტანს და იყოფა ორ ეტაპად. 1-3 კლასებში ბავშვებს აქვთ ე.წ. დაწყებითი განათლება. არ არსებობს მკაფიო დაყოფა საგნებად, როგორიცაა პოლონური, მათემატიკა, ბუნება და ა.შ., საგნების უმეტეს ნაწილს ასწავლის ერთი მასწავლებელი, რომელიც ასევე არის კლასის დამრიგებელი. მხოლოდ სპეციალურ საგნებს (უცხო ენები, ფიზიკური აღზრდა და ხელოვნების საგნები) შეიძლება ასწავლოს სხვა მასწავლებელმა ან მასწავლებლებმა. პირველი კლასიდან პროგრამა მოიცავს უცხო ენის - ჩვეულებრივ ინგლისური ენის სწავლასაც. 

სკოლა უზრუნველყოფს უფასო მეურვეობას 1-3 კლასის ბავშვებისთვის, ჩვეულებრივ დილის 7:00 საათიდან საღამოს 17:00 ან 18:00 საათამდე. ამ დროის განმავლობაში არსებობს უფასო და ფასიანი კლასგარეშე აქტივობები და ბევრ სკოლაში ბავშვებს ასევე შეუძლიათ ადგილზევე დავალებების შესრულებ ე.წ. საღამოს მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ. 

IV-VIII კლასებში უკვე არსებობს საგნების დაყოფა, რომელსაც ასწავლიან სხვადასხვა პედაგოგები, რომელთაგან ერთ – ერთი ასევე არის კლასის დამრიგებელი, რაც ნიშნავს, რომ იგი განსაკუთრებით აგებს პასუხს საგანმანათლებლო პროცესის წარმართვაზე. ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროგრამას ემატება მეორე უცხო ენა - იგი განსხვავდება სკოლების მიხედვით. 

უფროსი კლასების ბავშვებს საერთო დასვენების/საღამოს [świetlica] ოთახის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. 

სკოლის ყველა მოსწავლეს შეუძლია ისარგებლოს სადილით სასადილოში, რისთვისაც დაწესებულია წინასწარი ყოველთვიური გადასახადი (შეიძლება თანხის გამოთხოვა ბავშვის გაცდენების დროს, ამ შემთხვევაში წინასწარ უნდა იქნას ინფორმირებული სკოლის ადმინისტრაცია). 

დაწყებითი სკოლის სწავლების პერიოდში ბავშვები, ქვეყნის მასშტაბით აბარებენ საყოველთაო ტესტს, VIII კლასის ბოლოს. როგორც წესი ის ტარდება აპრილში, ერთსა და იმავე დღეს მთელი პოლონეთის მასშტაბით. 

მერვე კლასელის გამოცდა 

გამოცდა სავალდებულოა - მოსწავლემ ის უნდა ჩააბაროს რათა დაამთავროს სკოლა. მოსაპოვებელი მინიმალური ქულა არ არის განსაზღვრული (ასე რომ არ შეიძლება, რომ არ იქნას ჩაბარებული ეს გამოცდა). 

ეს არის წერითი გამოცდა, რომელიც მოიცავს შემდეგ საგნებს: პოლონური ენა, მათემატიკა, უცხო ენა. 2022 წლიდან ჩატარდება გამოცდა არჩეულ საგანში: ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, ფიზიკა ან ქიმია. 

მოცემულ საგანში გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდებიან საოლქო ან სამხარეო კონკურსებსა და ოლიმპიადებში მონაწილე ლაურეატები. დანარჩენი მოსწავლეები შეიძლება გათავისუფლდნენ მხოლოდ ჯანმრთელობის ან სხვა დასაბუთებული მიზეზების გამო. სკოლის გათავისუფლების მოთხოვნით სკოლის დირექტორი შუამდგომლობით მიმართავს საოლქო საგამოცდო კომისიის (OKE) დირექტორს. ექსპერტების ნაწილის აზრით, პოლონეთში ახლად ჩამოსული ბავშვის მიერ პოლონური ენის არასაკმარისი ცოდნა ამ შემთხვევაში დაბრკოლების ფაქტორია, ზოგი კი არ ეთანხმება ამ ინტერპრეტაციას. ამის გამო, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საგამოცდო კომიტეტი. 

უცხოელი ბავშვები აბარებენ გამოცდას ცალკეული პირობების შესაბამისად, მათ საჭიროებებზე მორგებული ფორმით. დეტალურ ინფორმაციას ამგვარი კორექტირების შესახებ აცხადებს ცენტრალური საგამოცდო კომისია. 

დეტალური ინფორმაცია მერვე კლასელის გამოცდის შესახებ ხელმისაწვდომია ინტერნეტ გვერდზე: Centralnej Komisji Egzaminacyjnej(ცენტრალური საგამოცდო კომისია). 

საშუალო სკოლები [ponadpodstawowe] 

პოლონეთის საშუალო სკოლები არის სკოლები, რომლებსაც მოსწავლე იწყებს დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ. მათი რამდენიმე ტიპი არსებობს: 

  • - 4 წლიანი ზოგადსაგანმანათლებლო ლიცეუმი (LO) სრულდება უმაღლესი სასწავლებლის [matura] გამოცდით 
  • - 5 წლიანი ტექნიკუმი დამთავრებული პროფესიული დიპლომის მოპოვებით და უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო გამოცდის ჩაბარებით  
  • - 3 წლიანი პროფესიული სკოლა პირველი საფეხური, დამთავრების შემდეგ არჩეული პროფესიის მიხედვით საკვალიფიკაციო მოწმობის შესახებ დიპლომის მოპოვებით 
  • - 2 წლიანი პროფესიული სკოლა მეორე საფეხური, დამთავრების შემდეგ არჩეული პროფესიის მიხედვით კვალიფიკაციის დასტურის შესახებ დიპლომის მოპოვებით, მოსწავლეებს შეუძლიათ შეუდგნენ უმაღლესი სასწავლებლის გამოცდის [matura] ჩაბარებას.   

საშუალო სკოლების/ლიცეუმის და ტექნიკური სკოლების კურსდამთავრებულებისათვის ხელმისაწვდომია განათლების შემდეგომი ეტაპი - უმაღლესი სასწავლებლის მოსამხადებელი გამოცდის [maturalne] ჩაბარების შემდეგ - ლიცეუმის შემდგომ სკოლებში [szkoły policealne], ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების შემდეგ - უმაღლეს სასწავლებლებში. 

პირები, რომლებიც არ დაამთავრებენ ლიცეუმს, ტექნიკურ/პროფესიულ სკოლას, აქვთ შესაძლებლობა განაგრძონ განათლების მიღება მოზრდილთათვის საშუალო სკოლაში - ეს საშუალო სკოლა ასევე შეიძლება დასრულდეს საშუალო განათლების მიღების [matura] გამოცდით. 

საშუალო სკოლები თავად განსაზღვრავენ კანდიდატების მიღების კრიტერიუმებს. იმისათვის, რომ გაეცნოთ მოცემულ სკოლაში მიღების წესებს საჭიროა მათთან უშუალო დაკავშირება (როგორც წესი, ამგვარი ინფორმაცია მოიპოვება სასურველი სკოლის ვებ – გვერდზე). 

 

რა საბუთებია საჭირო ბავშვის სკოლაში ჩასარიცხად? 

საშუალო სკოლის დამთავრების გამოცდა [Egzamin maturalny] 

საშუალო სკოლის დამთავრების გამოცდა [matura] არის ლიცეუმებისა და ტექნიკური სასწავლებლების კურსდამთავრებულთა საყოველთაო ეროვნული, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოცდა, რომელიც იმართება მაისში, პოლონეთის ყველა სკოლაში ერთდროულად. მისი ჩაბარება არ არის სავალდებულო. ამ გამოცდის ჩაბარება წარმოადგენს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების გაგრძელების წინაპირობას. 

საშუალო სკოლის დამთავრების გამოცდა შედგება ზეპირი ნაწილისგან (2 გამოცდა: პოლონური და უცხო ენა) და წერითი ნაწილისგან (4 გამოცდა: პოლონური, მათემატიკა, უცხო ენა, არჩეული დამატებითი საგანი). 

მოსწავლეს შეუძლია შეუდგეს გამოცდის ჩაბარებას არაუმეტეს ხუთი საგნის მიყოლებით 

გამოცდის ჩაბარების პირობაა თითოეულ საგანში სავალდებულოდ განსაზღვრული შესაძლო ქულების 30% -ის მიღება. 

დეტალური ინფორმაცია საშუალო სკოლის გამოცდის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ცენტრალური საგამოცდო კომისიის ვებ – გვერდზე: Centralnej Komisji Egzaminacyjnej  ხელმისაწვდომია მხოლოდ პოლონურ ენაზე. 

უცხოელებისთვის საჭირო ინფორმაცია  

პოლონეთში ყოფნის დროს თუ არის აუცილებელი ბავშვის სკოლაში გაგზავნა?  

დიახ სავალდებულოა. 7-დან 18 წლამდე თითოეული ბავშვი, რომელიც ცხოვრობს პოლონეთში, ექვემდებარება სავალდებულო სწავლებას ან განათლების მიღებას. ეს ნიშნავს, რომ მათ სკოლაში უნდა იარონ მშობლების მიმართ სანქციების დაწესებით. ეს ვალდებულება ასევე ვრცელდება იმ ბავშვებზე, რომლებსაც არ აქვთ პოლონეთის მოქალაქეობა, განურჩევლად მათი მშობლების სამართლებრივი სტატუსისა პოლონეთში. 

სავალდებულო სწავლება იწყება იმ წელს, როდესაც ბავშვი 7 წლის ხდება. მოცემულ წელს მათ უნდა დაიწყონ სწავლა დაწყებითი სკოლის პირველ კურსზე, მაშინაც კი, თუ სასწავლო წლის დაწყებისთვის, 1 სეაქტემბერს, მათ არ შეუსრულდათ 7 წელი. 

ამ ვალდებულების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს მშობლებისთვის ახსნა-განმარტების პროცედურის განხორციელება, ჯარიმის დაწესება ან უკიდურეს შემთხვევაში - მშობლის უფლების ჩამორთმევა. 

პოლონეთში ყოფნის დროს თუ უნდა გადავიხადო ჩემი ბავშვის სწავლის საფასური მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ პოლონეთის მოქალაქე? 

არა. უცხოელი ბავშვებისთვის განათლება უფასოა საჯარო დაწყებით და საშუალო სკოლებში, სანამ ისინი 18 წლის გახდებიან ან სკოლას არ დაამთავრებენ, რომელშიც სწავლა 18 წლამდე ასაკის მიღწევამდე დაიწყეს (მაგ. ზოგადსაგანმანათლებლო ლიცეუმში). 

საჯარო სკოლები ზრდასრულთათვის, საჯარო საშუალო პროფესიული სკოლები, საჯარო სკოლის შემდგომი საშუალო სკოლები, ხელოვნების საჯარო სკოლები, საჯარო დაწესებულებები და სოციალური სამსახურის მუშაკთა საჯარო კოლეჯები უფასოა მხოლოდ უცხოელთა გარკვეული ჯგუფებისთვის, მათ შორის:  

- ევროკავშირის სხვა 27 წევრი სახელმწიფოს, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი სახელმწიფოს - ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ შეთანხმების მხარეების (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია) და შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებისთვის, რომლებსაც აქვთ ბინადრობის ან მუდმივი ცხოვრების უფლება. 

- წარმომავლობით პოლონელებისთვის 

- პოლონელის ბარათის მქონე პირებისთვის 

- პირებისთვის, რომლებსაც მიენიჭათ ლტოლვილის სტატუსი და მათი ოჯახის წევრებისთვის 

- ტოლერანტული ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის 

- პირებისთვის, რომლებსაც ჰუმანიტარული თვალსაზრისით მიენიჭათ ბინადრობის ნებართვა და მათი ოჯახის წევრებისთვის 

- პირები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ დროებითი დაცვა; 

- პირები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სუბსიდიარული დაცვა და მათი ოჯახის წევრები, 

- პირები რომლებსაც განაცხადი აქვთ შეტანილი საერთაშორისო დაცვაზე და მათი ოჯახები 

- პირებისთვის, რომლებსაც აქვთ ბინადრობის მოწმობა ანოტაციით "შრომის ბაზარზე წვდომა", შენგენის ვიზა ან ეროვნული ვიზა, გაცემული პოლონეთში მუშაობის მიზნით. 

- ე.წ. ლურჯი ბარათის მქონე უცხოელებისთვის 

- უცხოელებისთვის, რომლებმაც მიიღეს დროებითი ბინადრობა ოჯახის გაერთიანების გამო 

-უცხოელებისთვის, რომლებსაც აქვთ გრძელვადიანი რეზიდენტის ბინადრობის ნებართვა 

- სტიპენდიანტები, რომლებიც იღებენ სტიპენდიას ეროვნული განათლების მინისტრის, სკოლის მმართველი ორგანოს ან სკოლის დირექტორისგან. 

საჯარო ბაღებში ყოფნა ანაზღაურდება ბავშვებისთვის, რომლებიც არ არიან პოლონეთის მოქალაქეები იმავე პირობებით, როგორც პოლონელი ბავშვებისთვის - დამატებითი ინფორმაცია საბავშვო ბაღების შესახებ არის აქ: tutaj 

სხვა რა დამატებითი ხარჯების გაწევა მომიწევს პოლონეთში ბავშვის სკოლაში ჩაწერის დროს? 

მიუხედავად იმისა, რომ სკოლების უმეტესობაში უცხოელი ბავშვებისთვის სწავლა უფასოა, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ სხვა დამატებითი სასწავლო ხარჯების გაწევის აუცილებლობა, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: 

  • - სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენის ხარჯები - პოლონეთში ბავშვები იყენებენ მათ საკუთრებაში არსებულ სახელმძღვანელოებს, რომელთა გადახდაც მშობლებს უწევთ. სავალდებულო სახელმძღვანელოების ჩამონათვალს ადგენს სკოლის ხელმძღვანელი. მათი შეძენის ერთჯერადი ღირებულებაა დაახლოებით 300-600 ზლოტი ყოველ სასწავლო წელს, რაც დამოკიდებულია კლასსა და სკოლაზე. ზოგჯერ შესაძლებელია ბევრად უფრო იაფი ნახმარი სახელმძღვანელოების შეძენა, მაგრამ არა ყოველთვის;
  • - სკოლის ნივთების შეძენის ხარჯები - მაგალითად, რვეულები, საკანცელარიო ნივთები და ხელოვნების საგნები, სახაზავი, სხვა გეომეტრიული საზომი ხელსაწყოები და ა.შ. საჭირო სასკოლო ნივთების დეტალური ჩამონათვალი შეგიძლიათ მიიღოთ სკოლაში მასწავლებლისგან ან დამრიგებლისგან. ამის ხარჯი შეადგენს დაახლ. რამდენიმე ათეულ ზლოტს;
  • - სკოლის სამოსის ხარჯები - უმეტეს სკოლაში ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სკოლის წესებით განსაზღვრული სათანადო რბილი, ოთახის ტიპის ფეხსაცმელი სკოლაში გადასაადგილებლად (მაგ. ჩუსტები, რომლებსაც ტოვებენ სკოლაში) და სპორტული ტანსაცმელი (ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებისთვის). ზოგიერთ სკოლაში ასევე საჭიროა სკოლის ფორმები ან ჟილეტები, რომლებსაც სკოლის ემბლემები აქვთ. ეს არის რამდენიმე ათეული ზლოტის ხარჯი;
  • - საფასური სკოლის სადილისთვის - უმეტეს სკოლაში შესაძლებელია სასადილოში სადილის მირთმევა. ეს, როგორც წესი, არის 200–300 ზლოტის ხარჯი თვეში. გარდა ამისა, სავარაუდოდ, ბავშვს სკოლაში უზრუნველყოფენ ე.წ. მშრალი სადილი (მაგ. სენდვიჩი და მინერალური წყლის პატარა ბოთლი);
  • - დაზღვევის საფასური - სკოლაში თითოეული ბავშვი დაზღვეული უნდა იყოს უბედური შემთხვევებისგან. სკოლები ყიდულობენ მთლიან პაკეტებს, დაზღვეულია მოცემული დაწესებულების ყველა მოსწავლე. მისი ღირებულება ერთ მოსწავლეზე შეადგენს 50 – დან 200 ზლოტამდე წელიწადში. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვს ამ გზით უზრუნველყოფილი აქვს დაზღვევა არა მხოლოდ სკოლაში ყოფნის დროს, არამედ 24 საათის განმავლობაში.

ყურადღება: ეს არ არის ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც გაძლევთ უფასო ჯანდაცვის მომსახურებას. ეს დაზღვევა გაძლევთ გარკვეულ თანხის კომპენსაციის უფლებას, თუ თქვენს შვილს უბედური შემთხვევა მოუვიდა სკოლაში ან მის ფარგლებს გარეთ. 

  • - მშობელთა საბჭოს საფასური - უმეტეს სკოლებში მშობლები საკუთარი ნებით იხდიან შესატანებს სკოლის ფარგლებში დამატებით სხვადასხვა ხარჯებში. ეს შენატანები გამოიყენება, მაგალითად, სასკოლო შეჯიბრებების, ექთნებით უზრუნველყოფის, სასკოლო არდადეგების და დღესასწაულების დასაფინანსებლად. ეს მოსაკრებლები ნებაყოფლობითია;
  • - მოსაკრებლები - უმეტეს სკოლაში, თითოეული კლასის მოსწავლის მშობლები თანხმდებიან თანხის ოდენობაზე, რომელსაც ყოველთვიურად გამოყოფენ კლასის მუშაობასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯებისთვის, მაგალითად, დამატებითი სასწავლო საშუალებების, ხელოვნების ნივთების, სპორტული ინვენტარის და ა.შ. შესყიდვისთვის. როგორც წესი, მცირე რაოდენობით. ეს მოსაკრებლები ნებაყოფლობითია;
  • - საფასური საკლასო ექსკურსიებისთვის - პოლონეთის სკოლებში მიღებულია, რომ მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად წელიწადში რამდენჯერმე დადიან თეატრში, კინოში, მუზეუმში და წელიწადში ერთხელ მაინც მიდიან სამოგზაუროდ ან ე.წ. მწვანე სკოლაში (რამდენიმე დღიანი დასვენება ქალაქის გარეთ მდებარე ცენტრში, სადაც ბავშვებს გაკვეთილები აქვთ ღია ცის ქვეშ, მაგალითად, სპორტი, ბუნების საქმიანობა, მიმდებარე ძეგლების მონახულება და ა.შ.). მშობლები აფინანსებენ ამგვარ აქტივობებს. მათი ხარჯები მერყეობს რამდენიმე ასეული ზლოტიდან ათას ზლოტამდეც კი. ექსკურსიებში მონაწილეობა სავალდებულო არ არის - თუ ბავშვის მშობლებს არ აქვთ საშუალება დაფარონ ხარჯები ან უბრალოდ არ სურთ მათ გამგზავრება, ბავშვმა შეიძლება მონაწილეობა არ მიიღოს ექსკურსიაში. ასეთ დროს, მას შეუძლია დარჩეს სკოლის დასვენების ოთახში.

თუ შემიძლია მივმართო დაფინანსების ან საფასურის ნაწილისგან გათავისუფლების მოთხოვნით, თუ არ შემიძლია ჩემი ბავშვის განათლებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გაწევა? 

პოლონეთში უცხოელის სტატუსიდან გამომდინარე, მას შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს სოციალური დახმარების უფლება. ამგვარი უფლებების მქონე პირების შემთხვევაში, პოლონეთის სოციალური დახმარება ითვალისწინებს ბავშვთა სახელმძღვანელოების შეძენის თანადაფინანსების შესაძლებლობას და სკოლის სასადილოში სადილების უფასოდ მიღებას.  

ბევრ სკოლაში ასევე არსებობს ერთგვარი დახმარების ფონდი ბავშვებისთვის ყველაზე ღარიბი ოჯახებიდან - ყველაზე ხშირად მშობელთა საბჭოში შეტანილი თანხის ნაწილი სწორედ ამ მიზნით არის გამოყოფილი. ამიტომ შესაძლებელია მიმართოთ მშობელთა საბჭოს ან ე.წ კლასის სამეულს (მოცემული კლასის მოსწავლეთა მშობლების წარმომადგენლები) გადასახადის ნაწილისაგან გათავისუფლების ან ამ თანხის შემცირების, ექსკურსიებში ბავშვის მონაწილეობის თანადაფინანსებისთვის და ა.შ. 

ასევე ღირს გაეცნოთ პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიგრანტთა დახმარების პროგრამების მიმდინარე შეთავაზებებს. 

თუ მოიპოვებს ჩემი ბავშვი დახმარებას სკოლაში პოლონური ენის შესწავლის თვალსაზრისით?  

დიახ თითოეულ ბავშვს, რომელიც არ არის პოლონეთის მოქალაქე, უფლება აქვს სკოლის მიერ, რომელშიც ის დადის, ორგანიზებულ დამატებით უფასო პოლონური ენის გაკვეთილებზე დასწრება. პირველი 12 თვის განმავლობაში, მინიმუმ კვირაში ორი გაკვეთილი (პოლონეთში 45 წუთი გაკვეთილის საათად ითვლება). გაკვეთილების ყოველკვირეულ გრაფიკს და მათ რაოდენობას განსაზღვრავს სკოლის ხელმძღვანელი ხელმძღვანელ ორგანოსთან შეთანხმებით. 

მოცემული კლასების მიხედვით ეს კლასები შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური. 

პოლონური ენის დამატებითი უფასო გაკვეთილების და სხვა საგნებში კომპენსატორული გაკვეთილების საერთო რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს ხუთ გაკვეთილს კვირაში თითო მოსწავლეზე. 

თუ მოიპოვებს ჩემი ბავშვი დახმარებას სხვა საგნების სწავლებაში, რომლებსაც არ სწავლობდა მანამდე, ან რომლის სასწავლო პროგრამა განსხვავდება პოლონური სკოლისგან?  

დიახ. უცხოელ ბავშვს ეძლევა დამატებითი უფასო საკომპენსაციო გაკვეთილები, რომლებიც ორგანიზებულია სკოლაში, სადაც ის დადის პირველი 12 თვის განმავლობაში, ერთი გაკვეთილის ოდენობით კვირაში ერთი საგნისთვის (პოლონეთში გაკვეთილის საათად 45 წუთი ითვლება). პოლონური ენის დამატებითი უფასო გაკვეთილებისა და სხვა საგნებში კომპენსატორული გაკვეთილების საერთო რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს კვირაში ხუთ გაკვეთილს თითო სტუდენტზე. 

ეს კლასები შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური, მოცემულ სკოლაში არსებული პირობების გათვალისწინებით. გამოყოფილი მასწავლებელი ატარებს გაკვეთილებს მოცემულ საგანში იმ კლასში, სადაც ბავშვი ირიცხება. 

სკოლებს ასევე შეუძლიათ მოაწყონ მოსამზადებელი განყოფილებები უცხოელი ბავშვებისათვის. თუ თქვენი შვილის სკოლაში ასეთი განყოფილება არ არის, შეამოწმეთ, მუშაობს თუ არა სხვა სკოლა ამ მიმართულებით, რადგან მშობლის თხოვნით და სკოლების ხელმძღვანელობის თანხმობით, მათ შეუძლიათ დაესწრონ მოსამზადებელ გაკვეთილებს. 

 

 რელიგიური გაკვეთილები თუ ტარდება პოლონეთში? თუ კი, არის თუ არა ის სავალდებულო?  

პოლონეთში, რელიგიის სწავლება შეიძლება ჩატარდეს სკოლაში, მაგრამ ის ორგანიზებულია ეკლესიის ან მოცემული კონფესიის რელიგიური ჯგუფის მიერ და არა საგანმანათლებლო ორგანოების მიერ. რელიგიის გაკვეთილებში მონაწილეობა არ არის სავალდებულო. ამასთან, თუ ბავშვი დაესწრება ამ გაკვეთილებს, სკოლის ანგარიშში შეტანილია რელიგიის შეფასება. 

პრაქტიკაში, პოლონეთის ყველა სკოლა აწყობს კათოლიკური რელიგიის გაკვეთილებს, რადგან ეს არის ყველაზე პოპულარული რელიგია პოლონეთში. ბავშვები ამ გაკვეთილებში მონაწილეობენ მშობლების თანხმობით. ბავშვებისთვის, რომლებიც არ მონაწილეობენ რელიგიის გაკვეთილებში, სკოლა ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს სხვა აქტივობებს ამ პერიოდის განმავლობაში - პრაქტიკულად, იგი ჩვეულებრივ დაკავებულია სკოლის ღონისძიებებით. 

სხვა რელიგიის წარმომადგენლებს ასევე შეუძლიათ თავიანთი სარწმუნოების მქონე ბავშვებისთვის გაკვეთილების ორგანიზება სკოლებში. ეს ასე ხდება იმ ადგილებში, სადაც ეს გამართლებულია ერთი რელიგიური მრწამსის მოსწავლეთა რაოდენობით. ყველაზე ხშირად, გარდა კათოლიკური ეკლესიებისა, სხვა ეკლესიები აწყობენ თავიანთი რელიგიის სწავლებას სკოლის გარეთ, რათა შეკრებილ იქნეს მოცემული რწმენის ყველა ბავშვი, რომლებიც მოცემული რაიონის სხვადასხვა სკოლაში სწავლობენ. 

ინფორმაცია სკოლისგარეშე ამგვარი ღონისძიებბის შესახებ ხელმისაწვდომი უნდა იყოს სკოლის დირექტორთან, თუ მოცემულმა რელიგიურმა გაერთიანებამ ეს ინფორმაცია მიაწოდა ადგილობრივ საგანმანათლებლო ორგანოებს თხოვნით, განაწილდეს სკოლებში. 

როგორ არის ორგანიზებული სასწავლო წელი პოლონეთში? 

პოლონეთში სასწავლო წელი იწყება 1 სექტემბერს და მთავრდება შემდეგი წლის ივნისის ბოლო პარასკევს. დეტალური თარიღები ყოველწლიურად განისაზღვრება ეროვნული განათლების მინისტრის განკარგულებით, შაბათ-კვირის, არდადეგების და სხვა ღონისძიებების გათვალისწინებით, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ სასწავლო ვადებზე. 1 სექტემბერი (ან მოცემულ წელს სკოლის პირველ დღედ მითითებული სხვა დღე, თუ 1 სექტემბერი ემთხვევა შაბათ-კვირას) არის საზეიმო შეკრებისა და კლასის მასწავლებლის საორგანიზაციო შეხვედრა მოსწავლეებთან (უმცროს კლასებში ასევე მშობლებთან). ამ დღეს არ ტარდება გაკვეთილები. 

როგორც წესი, გაკვეთილები ტარდება კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. დასვენების დღეებში (შაბათს და კვირას) ბავშვები თავისუფლები არიან. გაკვეთილები ჩვეულებრივ დილის 8:00 საათზე იწყება, თუმცა ზოგიერთ სკოლაში შეიძლება ცოტა მოგვიანებითაც. თუ მოცემული სკოლის რაიონში ბევრი მოსწავლეა, მაშინ სკოლა მუშაობს ორ ცვლაში (ზოგი ბავშვი გაკვეთილებს დილის 8:00 საათზე იწყებს, ხოლო ზოგი 12:30 საათზე). 

სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტად. პირველი სემესტრი მთავრდება იანვარში ან თებერვალში. შემდეგ ბავშვებს ეძლევათ სემესტრული შეფასებები ყველა საგანში. მეორე სემესტრი ივნისში მთავრდება და ის ამვდროულად სასწავლო წლის დასასრულიცაა. გაცემული შედეგები წარმოადგენს მოცემულ კლასში დასკვნით შეფასებებს და შეიტანება სასწავლო ატესტატში - დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბავშვმა დაასრულა განათლება მოცემულ კლასში და წარმოადგენს მათ მიერ მიღწეულ შედეგებს. 

ეროვნულ დღესასწაულებზე, ანუ არდადეგებზე, სკოლაში ტარდება გაკვეთილები - მათი ჩამონათვალი ქვემოთ არის წარმოდგენილი. იმ დროს სკოლის კლუბები და ღონისძიებები არ ფუნქციონირებს. 

გარდა ამისა, ბავშვებს წელიწადში ორჯერ აქვთ არდადეგები: პირველად შობისა და ახალი წლის პერიოდში, ხოლო მეორედ - აღდგომის დროს. 

გარდა ამისა, ბავშვებს ორი კვირიანი ზამთრის არდადეგები აქვთ, რაც, რაიონების მიხედვით, იანვარში ან თებერვალში იგეგმება. სხვადასხვა ოლქში ყოველწლიურად ტარდება ზამთრის არდადეგები სხვადასხვა თარიღების მიხედვით, რაც განისაზღვრება განათლების მინისტრის დებულებით. 

ივლისი და აგვისტო, ზოგჯერ ივნისის ბოლო დღეებიც არის ზაფხულის არდადეგების პერიოდი, ანუ დასვენება სასწავლო წლებს შორის. 

რომელი დღეებია პოლონეთში სამუშაოსგან თავისუფალი?  

პოლონეთში მოქმედებს შემდეგი დასვენების დღეები: 

  • - 1 იანვარი - ახალი წელი 
  • - 6 იანვარი - ნათლისღების დღესასწაული 
  • - აღდგომა (თარიღი მოძრავია, მაგრამ დღესასწაული ყოველთვის მოდის კვირას, მარტის მეორე ნახევარში ან აპრილში) 
  • - აღდგომის ორშაბათი (აღდგომის კვირის მეორე დღე) 
  • - 1 მაისი - შრომისღესასწაული 
  • - 3 მაისი - პოლონეთის პირველი კონსტიტუციის მიღების წლისთავი, .. 3 მაისის კონსტიტუცია 
  • - Dzień Bożego Ciała - თარიღი მოძრავია, მაგრამ ის ყოველთვის მოდის ივნისის ერთერთ ხუთშაბათს 
  • - 15 აგვისტო - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული 
  • - 1 ნოემბერი - ყოველი წმინდანის დღე 
  • - 11 ნოემბერი - დამოუკიდებლობის დღე 
  • - 25 დეკემბერი - შობის პირველი დღე 
  • - 26 დეკემბერი - შობის მეორე დღე 

 

თუ სარგებლობენ ბავშვები მზრუნველობით სწავლისგან თავისუფალ დღეებში? 

სასწავლო დაწესებულებები და საბავშვო ბაღების ე.წ. დასვენების ოთახები [świetlice] სადღესასწაულო დღეებში იკეტება. ამ დღეებში მშობლებს თავად უწევთ შვილების მოვლა. ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებზე საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ზრუნვის წესები განსხვავდება: 

სკოლამდელი დაწესებულება 

საბავშვო ბაღებში არ არის საშობაო და სააღდგომო შესვენებები და არც ზამთრის არდადეგები. ამ პერიოდში საბავშვო ბაღები ჩვეულებრივ მუშაობენ, გარდა კანონით განსაზღვრული სადღესასწაულო არდადეგებისა. 

ამასთან, ივლისსა და აგვისტოში - ზაფხულის არდადეგების, მოგზაურობისა და არდადეგების პერიოდში - მუშაობენ მხოლოდ .. მორიგე საბავშვო ბაღები. ერთი საბავშვო ბაღი მორიგეობს დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ოთხი საბავშვო ბაღი იქნება თქვენს განკარგულებაში, რათა თქვენი ბავშვი იმყოფებოდეს მზრუნველობის ქვე მთელი ორი თვის განმავლობაში. მოცემული ტერიტორიის მორიგე საბავშვო ბაღების სია, საკონტაქტო მონაცემებთან და მათი მოვალეობის შესრულების თარიღებთან ერთად, ყოველ საბავშვო ბაღში იგეგმება და ცხადდება გაზაფხულზე. უნდა გვახსოვდეს, რომ მორიგე საბავშვო ბაღებისთვის საჭიროა ცალკეული ადრეული რეგისტრაცია, ხშირად რამდენიმე კვირით ადრე. მორიგე საბავშვო ბაღებში არსებობს იგივე გადახდის სისტემა, როგორც სხვა საბავშვო ბაღებში წლის ჩვეულებრივ პერიოდში - დამატებითი ინფორმაცია საბავშვო ბაღების შესახებ შეგიძლიათ მოიპოვოთ დამატებით. 

  სკოლები 

საშობაო და სააღდგომო არდადეგების დროს სკოლები იკეტება - ამ დროს ბავშვებს თავად უნდა მივხედოთ. მეორე მხრივ, ზამთრის არდადეგების და ზაფხულის არდადეგების დროს, ბევრ სკოლასა და სხვა დაწესებულებაში (მაგ. საზოგადოებრივი ცენტრები, სკოლაში დამატებითი ღონისძიებების ცენტრები) ორგანიზებულია ბავშვებისთვის უფასო ღონისძიებები ე.წ. "ზამთრის ქალაქი" და "ზაფხული ქალაქი". ამ აქტივობებს ადგილობრივი მთავრობა აფინანსებს და მათზეა დამოკიდებული, თუ რამდენ დაწესებულებას და რამდენი საათის განმავლობაში შეუძლიათ ბავშვზე ზედამხედველობის განხორციელება. დაწყებითი კლასების ბავშვებისთვის ჩვეულებრივ ტარდება გვიან საღამომდე და შედის ვახშამის ორგანიზებაც, რისთვისაც გათვალისწინებულია დამატებითი ხარჯი მშობლებისთვის (ღირებულება დაახლოებით 7 ზლოტი დღეში). მოზრდილი ახალგაზრდებისთვის უფასო ღონისძიებები ტარდება სპორტულ ცენტრებში, მაგალითად, გარკვეული პერიოდი უფასო შესვლა საცურაო აუზებში ან ყინულის მოედანზე სკოლის პირადობის მოწმობის წარდგენი (იხ. ქვემოთ). 

თქვენ დროულად უნდა ჩაწეროთ თქვენი ბავშვი "ზამთარი ქალაქში" ან "ზაფხული ქალაქში" მონაწილეობის მისაღებად, ხშირად რამდენიმე კვირით ადრე. სააპლიკაციო ფორმები გაიცემა დაინტერესებულ პირებზე სკოლებში, მაშინაც კი, თუ მოცემულ სკოლაში მოცემულ წელს არ არის ორგანიზებული ასეთი აქტივობები სკოლაში, შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ადგილობრივი სკოლები და დაწესებულებები აწყობენ ამგვარ ღონისძიებებს. 

 

რა არის სკოლის მოსწავლის მოწმობა? 

სკოლის მოსწავლის მოწმობა არის ბავშვის სკოლაში სწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. იგი შეიცავს ბავშვის მონაცემებს (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) და სკოლა, სადაც ის სწავლობს (დასახელება, მისამართი). ეს მოწმობა სავალდებულო დოკუმენტია. ის მზადდება იმ სკოლაში, სადაც ბავშვი სწავლობს. საბუთი ძალაშია გაცემული წლის 30 სექტემბრიდან მომდევნო წლის 30 სექტემბრამდე, როდესაც მას სკოლაში ხელახლა უნდა დაჭირდეს მომდევნო სასწავლო წლის რეგისტრაცია, რომ აგრძელებს სწავლას მოცემულ სკოლაში. 

სასკოლო პირადობის მოწმობა - იმ პირობით, რომ იგი თქვენს ხელთ არის - ბავშვს უფლებას აძლევს ისარგებლოს მოსწავლისთვის მრავალი ფასდაკლებით, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთების, მატარებლის ბილეთების, კინოს ზოგიერთ ფილმზე ბილეთების, მუზეუმის, ზოოპარკის ბილეთების და .. წარმოადგენს ბავშვის იდენტიფიკაციის დოკუმენტს გამოცდების, შეჯიბრებების და სხვა სასკოლო ღონისძიებების დროს. 

სასკოლო მოწმობა განუყოფლად არის დაკავშირებული სკოლასთან, რომელიც მას გასცემს. თუ ბავშვი შეიცვლის სკოლას, მან უნდა მიიღოს ახალი პირადობის მოწმობა ახალ სკოლაში (საჭიროა ბავშვის ახალი ფოტოსურათის წარდგენა). 

როგორ გავიგო, რომელი სკოლაა ჩემი ბავშვისთვის შესაბამისად რაიონული?  

რაიონის მიხედვით შესაფერისი სკოლის შესახებ ინფორმაციის მიღების უმარტივესი გზაა სკოლაში ან ქალაქის, რაიონის განათლების განყოფილებაში ან ტერიტორიულად შესაბამის გამგეობაში. 

რა არის საგანმანათლებლო კურატორიუმი (საბჭო)?  

საგანმანათლებლო საბჭო არის ოფისი, რომელიც წარმოადგენს მთავრობის ადმინისტრაციის ნაწილს და ექვემდებარება ვოევოდას. აქედან გამომდინარე, თითოეულ პოლონურ სავოევოდოში არსებობს საკუთარი სამეურვეო საბჭო. თითოეულ სკოლის საბჭოს ხელმძღვანელობს რაიონული სკოლის ზედამხედველი. ყველაზე მეტად, სკოლის საბჭოები არსებით მეთვალყურეობას ახორციელებენ სკოლებზე, ასევე ზედამხედველობენ სასწავლო გეგმისა და საგანმანათლებლო ფუნქციების განხორციელების მეთოდებს; აკონტროლებენ რაიონებში ბავშვთა და მოზარდთა დასვენების ორგანიზებას ზამთრის და ზაფხულის არდადეგების დროს. 

სკოლებზე ფინანსურ ზედამხედველობას ახორციელებენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. 

 

როგორ უნდა დავასაბუთო, რომ ჩემი ბავშვი მოცემული სკოლის რაიონის დაქვემდებარებაშია? 

პოლონეთის თითოეული მოქალაქე რეგისტრირებულია მოსახლეობის რეგისტრაციის სააგენტოში კონკრეტულ მისამართზე. ეს მისამართი შეტანილია მის ოფიციალურ დოკუმენტებში. პირები, რომლებიც ბინას ქირაობენ, შეიძლება დროებით ან ზოგჯერ საერთოდ არ დარეგისტრირდნენ მათთან - რა არის ჩაწერა? co to jest meldunek?  

დაწყებითი ან საშუალო საშუალო სკოლის დირექტორი მოსახლეობის რეგისტრაციის ადგილობრივი სააგენტოდან იღებს მოცემულ სკოლაში რეგისტრირებული ბავშვების სიას. თუ უცხოელები არ არიან რეგისტრირებულნი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ბინის მეპატრონის მიერ, მათ, ისევე როგორც პოლონეთის მოქალაქეებს, მსგავს სიტუაციაში, უნდა წარუდგინონ რაიონის სკოლის უფროსს თხოვნა, ჩაწერონ თავიანთი შვილი მოცემულ რაიონში მცხოვრებ ბავშვთა სიაში, რომელებიც სკოლამ ვალდებულია მიიღოს. სკოლის დირექტორი მიიღებს ამ საკითხთან დაკავშირებით წერილობით განცხადებას ან შეიძლება მოითხოვს ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგალითად, ბინის ქირავნობის ხელშეკრულება. 

მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ხელმძღვანელი ვალდებულია მიიღოს რაიონში მცხოვრები ყველა ბავშვი, რაც უფრო მალე შევატყობინებთ მას, რომ საჭიროა ჩვენი ბავშვის დამატება ამ რაიონის მოსწავლეთა სიაში, მით უკეთესია. 

 

 ვის შეიძლება მივმართო თუ ჩემს ბავშვს აქვს ემოციონალური ან სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები ან ჩემის აზრით დისკრიმინაციული?  

 თუ ბავშვს სკოლაში პრობლემები აქვს, უპირველეს ყოვლისა, მშობლებმა დახმარება თავად სკოლისგან უნდა მიიღონ. პირველი, ვისაც უნდა გაესაუბრო არის კლასის დამრიგებელი და / ან იმ საგნის მასწავლებელი, რომელთანაც ბავშვს შეიძლება პრობლემები შეექმნას. მასწავლებელმა ან პედაგოგმა შეიძლება სცადონ პრობლემის მოგვარება თავად ან - იმისდა მიხედვით, თუ რას ეხება ეს - მათ შეიძლება მიუთითონ პიროვნებაზე ან დაწესებულებაზე, ვისგანაც მშობლებმა შეიძლება მიიღონ შემდგომი დახმარება (მაგ. სკოლის ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიურ და პედაგოგიური კონსულტაციის ცენტრი და ..). მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთ საუბარს შედეგი არ მოაქვს, მშობლებმა გასაუბრება უნდა მოსთხოვონ სკოლის დირექტორს. შესაძლოა, კლასის ხელმძღვანელმა ან მასწავლებელმა მაშინათვე მიუთითონ სკოლის დირექტორზე, როგორც მოცემული საკითხის კომპეტენტური პირზე. 

თუ მშობლები არ არიან კმაყოფილი სკოლის მუშაობით ან მათი პრობლემის მოგვარებით, მათ შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების შესაბამის განყოფილებას, რომელსაც ექვემდებარება სკოლა (მაგ. განათლების ბიურო, განათლებისა და აღზრდის განყოფილება, მუნიციპალური საგანმანათლებლო დაწესებულების მომსახურება და ..) ან სკოლის შესაბამის რაიონულ გამგეობას. 

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ზემოხსენებულ ინსტიტუციებს კითხვებით და ინფორმაციის მოთხოვნით პოლონეთის სკოლებში ბავშვების განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

თუ სამეურვეო საბჭოსთან და / ან განათლების ოფისთან ან განყოფილებასთან საუბრის შემდეგ თქვენი ბავშვები მაინც განიცდიან უკმაყოფილებას, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ეროვნული განათლების სამინისტროს Ministerstwa Edukacji Narodowej.  

პოლონეთში ასევე ფუნქციონირებს ომბუდსმენის ოფისი და ბავშვთა საქმეთა ომბუდსმენის ოფისი, რომელსაც შეუძლია ჩაერიოს ბავშვის ან მშობლის უფლებების დარღვევის ეჭვის შემთხვევაში. მეორეს მხრივ, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ შემთხვევებში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მთავრობის სრულუფლებიან წარმომადგენელს ადამიანთა უფლებების საკითხებში, რომელიც მუშაობს მინისტრთა საბჭოს პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში - ამ დაწესებულებების საკონტაქტო ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ: tutaj 

თითოეულ სკოლას ასევე ჰყავს სკოლის მრჩეველი, რომელთანაც დაკავშირება შესაძლებელია დახმარების მიღების მიზნით. გარდა ამისა, პოლონეთში არსებობს ფსიქოლოგიური და პედაგოგიური საკონსულტაციო ცენტრების ქსელი (თითოეულ ოლქში ან რაიონში). არსებობენ პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვს საგანმანათლებლო, ადაპტაციის ან ემოციური სირთულეების შემთხვევაში. 

მიგრანტებისთვის კონსულტაციასა და იურიდიულ დახმარებას ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები უწევენ, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტის სათანადო ცოდნა და გამოცდილება. 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please add 1 and 4.