+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

​​ჯანმრთელობა​

ოლონეთში შეგიძლიათ იმკურნალოთ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში უფასოდ, ან კერძო სამედიცინო დაწესებულებაში (ამ შემთხვევაში მომსახურება ფასიანია).  

თუ გსურთ, რომ უფასოდ იმკურნალოთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, უნდა დაეზღვიოთ ჯანდაცვის  ეროვნულ ფონდში. (Narodowy Fundusz Zdrowia, NFZ) რა ჯანდაცვის ეროვნული ფონდი?  აქ დაზღვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ კერძო კლინიკაშიც იმკურნალოთ,  თუ კლინიკას ხელშეკრულება აქვს ჯანდაცვის ეროვნულ ფონდთან. მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ამ ვებ-გვერდს.  - https://www.nfz.gov.pl/  

ყველამ იმ პირს, რომელიც მუშაობს პოლონეთში, მათ შორის უცხოელებსაც, აქვს ვალდებულება დაეზღვიოს ჯანდაცვის ეროვნულ ფონდში. რაც იმას ნიშნავს რომ მათი ხელფასიდან ყოველთვიურად ირიცხება  გარკვეული თანხა ფონდში. (როგორც წესი, ამას აკეთებს დამსაქმებელი). ჯანდაცვის ეროვნულ ფონდში დარეგისტრირების შემდეგ, დაზღვეულის ოჯახის უახლოეს წევრებს აქვთ საშუალება ისარგებლონ დაზღვევით (მეუღლე და შვილები, ბებია-ბაბუები, მშობლები, რომელებიც ცხოვრობენ დაზღვეულ პირთან ერთად), იმ შემთხვევაში თუ მათ სხვა დაზღვევა არ აქვთ.  

თუ პირი, (მათ შორის უცხოელი) არ არის დაზღვეული  ჯანდაცვის ეროვნულ ფონდში, შეუძლია ისარგებლოს სამედიცინო სერვისებით, მაგრამ ამ შემთხვევაში მომსახურება ფასიანია. თუ პირი დაზღვეულია კერძო ფირმაში, სამედიცინო სერვისით სარგებლობის ხარჯებს ფარავს კერძო სადაზღვევო კომპანია. ბევრ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება ე.წ. აბონემენტის შეძენა, ანუ ყოველთვიურად დაწესებულებას უხდით გარკვეულ თანხას, რის სანაცვლოდაც მომსახურების გარკვეულ პაკეტს იღებთ. მეტი ინფორმაცია ამის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ კერძო სადაზღვევო კომპანიებში.  

უცხოელებს, რომელებიც პოლონეთში იმყოფებიან ვიზის საფუძველზე, როგორ წესი, ჯანდაცვის საყოველთაო  პროგრამით უფასოდ სარგებლობა არ შეუძლიათ 

ალბანეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მონტენეგროს, მაკედონიის, რუსეთის, სერბეთის და ტუნისის მოქალაქეებს, იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ამ ქვეყნებს აქვთ პოლონეთთან, შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ჯანდაცვის გარკვეული მომსახურებით. ხელშეკრულებები ეხება მხოლოდ ზოგიერთ მომსახურებას, ან უცხოელების ზოგიერთ ჯგუფს. მეტი ინფორმაციისთვის, საჭიროა დაუკავშირდეთ თქვენს საელჩოს ან საკონსულოს - მათ საკონტაქტო მონაცემებს ნახავთ აქ.  

პოლონეთში დროებით მყოფ რუსეთის მოქალაქეებს, უეცარი ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის დროს, უფასოდ მკურნალობის შესაძლებლობა აქვს იმ მომენტამდე, სანამ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება იმდენად, რომ ქვეყანაში დაბრუნება შეძლოს.  

ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევა 

 

პირი, რომელიც პოლონეთში იმყოფება ლეგალურად და არ აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაზღვევის ვალდებულება, შეუძლია დაეზღვიოს ნებაყოფლობით. ამისათვის აუცილებელია განცხადება შეიტანოს ჯანდაცვის ეროვნული ფონდის იმ ვოევოდის (რეგიონის) განყოფილებაში, რომელიც მას ეხება საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე.  

განცხადების ფორმა ხელმისაწვდომია ჯანდაცვის ეროვნული ფონდის  ოფისებში, ან მათ ინტერნეტ გვერდებზე - რა არის ჯანდაცვის ეროვნული ფონდი (NFZ)? 

განყოფილებების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ https://www.nfz.gov.pl/  

 

 რა არის მიმართვა  

მიმართვა, ეს არის ექიმის მიერ გაცემული დოკუმენტი რაიმე გამოკვლევის ჩასატარებლად, ან ექიმ-სპეციალისტთან ჩასაწერად. მიმართვის მიღება ექიმ-სპეციალისტებთან ჩასაწერად აუცილებელია ჯანდაცვის ეროვნული ფონდით სარგებლობის ფარგლებში.  თუ გსურთ  უფასოდ ისარგებლოთ ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციით ან ჩაიტაროთ გამოკვლევა, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია მიმართვა ჯანდაცვის ეროვნული ფონდით სარგებლობის ფარგლებში იყოს გაცემული ექიმის მიერ. (ვერ იქნება ის ექიმი, რომელთანაც იყავით უფასო კონსულტაციაზე). 

 

სასარგებლო ბმულები  

პაციენტის უფლებათა ომბუდსმენი − http://www.bpp.gov.pl 

სოციალური დაზღვევის სააგენტოს სახელმძღვანელო "სოციალური დაზღვევა და ჯანმრთელობის დაზღვევა საზღვარგარეთ დასაქმებული პოლონელებისა და პოლონეთში მომუშავე უცხოელებისათვის"− https://www.zus.pl/documents/10182/167567/porad21.pdf/dd301159-e1e4-42ec-8106-929e86c330ba 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please add 9 and 4.