+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

Ეკონომიკური აქტივობა

  1. საბაზისო ინფორმაცია - ეკონომიკური საქმიანობის ფორმები პოლონეთში

როგორც წესი, პოლონეთში სამეწარმეო საქმიანობის დაწყება შეიძლება სამეწარმეო საქმიანობის საინფორმაციო რეესტრში (CEIDG) განაცხადის შეტანის დღიდან ან მეწარმეთა სამხარეო სასამართლო რეესტრში დარეგისტრირების შემდეგ.   

პოლონეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს სამეწარმეო საქმიანობის შემდეგ ფორმებს:  

- ინდივიდუალური მეწარმე (თვითდასაქმება); 

- კოოპერატივის პარტნიორები;  

- სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები; 

-კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები);  

- სააქციო-კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები; 

- სრული პარტნიორები (კომპლემენტარები); 

- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;   

- სააქციო საზოგადოება. 

 

მეწარმეობის ყველაზე პოპულარულ ფორმებს წარმოადგენენ ინდივიდუალური მეწარმეობა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. 

საზღვარგარეთ მყოფ მეწარმეს შეუძლია პოლონეთში დააფუძნოს: 

- განყოფილება, სამეწარმეო საქმიანობის სარეალიზაციოდ იმ ფარგლებში რა ფარგლებშიც ასრულებს თავისი სათაო ფისის ქვეყანაში;  

- წარმომადგენლობა, რაც შესაძლებლობას უქმნის უცხოელ მეწარმეს წარმართოს საქმიანობა მხოლოდ რეკლამისა და მარკეტინგის კუთხით.  

პოლონეთში სამეწარმეო საქმიანობის დაფუძნების და განხორციელების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ: https://www.biznes.gov.pl/pl 

 

  1. უცხოელების მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა 

 

სამეწარმეო საქმიანობა, რომლის განხორციელება პოლონეთში შეუძლია ნებისმიერ უცხოელს 

ყოველ უცხოელს, მოქალაქეობის და პოლონეთში მისი ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის მიუხედავად, აქვს სამეწარმეო საქმიანობის დაწყების და განხორციელების უფლება შემდეგი ფორმით:    

-კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები);  

- სააქციო-კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები;  

- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;    

- სააქციო საზოგადოება.  

ყოველ უცხოელს შეუძლია ასევე ზემოჩამოთვლილ საზოგადოებებში შესვლა ასევე მოიცვას ან მოიპოვოს მათში წილი ან აქციები, იმდენად რამდენადაც/თუ საერთაშორისო ხელშეკრულებები არ ითვალისწინებენ სხვაგვარად.  

ყურადღება! უცხოელს, რომელსაც სურს საქმიანობის ზემოაღნიშნული ოთხი ფორმიდან ერთ-ერთის განხორციელება, არ არის აუცილებელი გააჩნდეს პოლონეთში ყოფნის უფლება. როგორც წესი, პოლონეთში მისი ყოფნა არ არის სავალდებულო (თუ კი კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს, შეუძლია მაგ. დაარეგისტრიროს ფირმა ინტერნეტის ან უფლებამონაცვლის მეშვეობით). 

ყურადღება! თუ კი უცხოელი მაინც აპირებს პოლონეთში ჩამოსვლას სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად, შეუძლია ამ საფუძველზე მოახდინოს თავისი ყოფნის ლეგალიზაცია - მოიპოვოს ვიზა ან დროებითი ბინადრობის ნებართვა. 

 

სამეწარმეო საქმიანობის დანარჩენი ფორმების განხორციელება  

უცხოელს შეუძლია აირჩიოს ბიზნესის წარმართვის ნებისმიერი ფორმა პოლონეთში (ანუ შეუძლია შექმნას ინდივიდუალური საწარმო ან გახდეს პარტნიორი რომელიმე ამხანაგობის ან კაპიტალის კომპანიაში), თუ იგი აკმაყოფილებს რომელიმე შემდეგ პირობას: 

- არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან ევროპის ეკონომიკური ზონის მოქალაქე 

- არის ამერიკის შეერთებული შტატების ან შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქე 

- არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც ლეგალურად ცხოვრობს პოლონეთში და აქვს PESEL ნომერი 

ყურადღება! უკრაინის მოქალაქის მეუღლეს, თუ ის უკრაინიდან ჩამოვიდა პოლონეთში ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, შეუძლია შექმნას ფირმა პოლონეთში იმავე წესებით, რომლებიც გათვალისწინებულია უკრაინის მოქალაქეებისთვის 

უცხოელებს, რომლებსაც გააჩნიათ პოლონეთში ყოფნის შესაბამისი საფუძველი, შეუძლიათ დააფუძნონ და დაკავდნენ სამეწარმეო საქმიანობის იმავე პირობებით, როგორც პოლონეთის მოქალაქეები. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ განახორციელონ და აწარმოონ ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელიც ნებადართულია პოლონეთის კანონმდებლობით. ამ უცხოელთა ჯგიფს მიეკუთვნებიან მიგრანტები, რომლებიც პოლონეთში იმყოფებიან შემდეგ საფუძველზე: 

- მუდმივი ბინადრობის ნებართვა; 

- ევროკავშირის რეზიდენტის ხანგრძლივი ბინადრობის ნებართვა; 

- ვადიანი ბინადრობის ნებართვა გაცემული უცხოელის ოჯახის წევრზე ოჯახთან გაერთიანების მიზნით;  

- დროებითი ბინადრობის ნებართვა გაცემული უმაღლეს სასწავლებელში სასწავლებლად;  

- დროებითი ბინადრობის ნებართვა გაცემული სხვა გარემოებების საფუძველზე (კერძოდ, ევროკავშირის რეზიდენტის ხანგრძლივი ბინადრობის ნებართვა გაცემული ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის, არა პოლონეთის მიერ); 

- დროებითი ბინადრობის ნებართვა გაცემული სხვა გარემოებების საფუძველზე (კერძოდ, ზემოთ პუნქტში მოყვანილი უცხოელის ოჯახის წევრობა); 

- დროებითი ბინადრობის ნებართვა იმ პირობით, რომ რჩებიან ქორწინებაში პოლონეთში მცხოვრებ პოლონეთის მოქალაქესთან;  

- დროებითი ბინადრობის ნებართვა მოპოვებული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით (გაცემული უკვე მოქმედი სამეწარმეო საქმიანობის გასაგრძელებლად, რომელიც დარეგისტრირებულია სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაციისა და რეგისტრაციის ცენტრალურ სააგენტოში). 

- მონაწილეობა უცხოელების მხარდაჭერის პროგრამაში (მაგ. პოლონეთის ბიზნეს Harbor). 

ყურადღება! პოლონეთის მოქალაქის მეუღლეს აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება ქორწინების ფაქტიდან გამომდინარე, იმდენად რამდენადაც მათი ყოფნის საფუძველს წარმოადგენს დროებითი ბინადრობის ნებართვა. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა საფუძველზე გაიცა იგი. სხვაგვარად რეგულირდება პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქის მეუღლის წვდომა შრომის ბაზარზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს, გაიცა თუ არა ბინადრობის ნებართვა ქორწინების საფუძველზე.    

დამატებითი ინფორმაცია პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქის მეუღლის ყოფნის ლეგალიზაციისა და მუშაობის შესახებ ხელმისაწვდომია დანართში: პოლონეთში ოჯახის წევრის ჩამოსვლა და ყოფნა [PRZYJAZD I POBYT W POLSCE CZŁONKA RODZINY]. 

ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ასევე უცხოელები, რომლებსაც გააჩნიათ პოლონეთში:  

- დევნილის სტატუსი;  

- დაცვით უზრუნველყოფა; 

- ჰუმანიტარული თვალსაზრისით ყოფნის თანხმობა ან ტოლერანტული ყოფნის თანხმობა.  

 

სამეწარმეო საქმიანობის იმავე პირობებზე როგორც პოლონეთის მოქალაქეებისთვის წარმართვა შეუძლიათ უცხოელებსაც, რომლებსაც გააჩნიათ პოლონელის ბარათი ან მათ ვინც სარგებლობს დაცვის უზრუნველყოფით.  

ყურადღება! ცალკეული სახელმწიფოებისა და პოლონეთს შორის საერთაშორისო ხელშეკრულებებს შეუძლიათ წარმოქმნან დამატებითი შეზღუდვები ან უფლება-მოვალეობები სამეწარმეო საქმიანობის წარმართვის პროცესში. ამასთან დაკავშირებით საჭიროა დადგინდეს, ხომ არ ავალდებულებს/არეგულირებს ამ საკითხში რაიმე საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობა უცხოელის წარმოშობის ქვეყანასთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს ტრაქტატების საინფორმაციო ინტერნეტ ბაზას, სადაც შეიძლება ამგვარი ინფორმაციის გადამოწმება. 

უცხოელთა ოჯახის წევრებს, რომელთაც ეხება ზემოთ ხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებები და რომლებსაც აქვთ დროებითი ბინადრობის ნებართვა, შეუძლიათ განახორციელონ და აწარმოონ სამეწარმეო საქმიანობა იმავე პირობებით, რაც ამ უცხოელებს გააჩნიათ. 

ოჯახის წევრებს, რომლებსაც აქვთ დროებითი ბინადრობის ნებართვა, გაცემული პოლონეთში ჩასვლასთან ან დარჩენასთან დაკავშირებით, უცხოეთში მყოფ ოჯახთან შეერთების მიზნით (რომელთაც აქვთ დროებითი ბინადრობის ნებართვა და სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ ურთიერთ გაცვლი სამეწარმეო საქმიანობის საინფორმაციო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველზე) შეუძლიათ სამეწარმეო საქმიანობის წარმართვა იმავე პირობებით, როგორც ეს უცხოელები. 

საყურადღებოა! პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პოლონეთში სამეწარმეო საქმიანობის წარმართვით, შეუძლიათ დაუკავშირდნენ მეწარმეობის განვითარების პოლონურ სააგენტოს (PARP), რომელიც სთავაზობს ბიზნესის სფეროში სწავლებებს მეწარმეებისთვის. 

  1. უცხოელების ბინადრობის ლეგალიზაცია ეკონომიკური საქმიანობის საფუძველზე. 

ვიზა 

უცხოელს, რომელიც აწარმოებს პოლონეთში სამეწარმეო საქმიანობას, შეუძლია პოლონეთის ვიზის მოპოვება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების საფუძველზე. ამ მიზნით ვიზაზე განაცხადის შეტანის დროს (მისი ყოფნის ადგილიდან გამომდინარე პოლონეთის რესპუბლიკის შესაბამისი საკონსულოს მეშვეობით), სხვა საჭირო საბუთებთან ერთად, საჭიროა პოლონეთში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტების თანდართვა (მაგ. სამხარეო სასამართლო რეესტრის [KRS], ნოტარიულად დამოწმებული საზოგადოების ხელშეკრულება, ცნობა საგადასახადო სამსახურიდან საგადასახადო ვალის არ არსებობის შესახებ).   

ყურადღება! დასაბუთებულ შემთხვევებში შესაძლებელია ვიზის მოპოვება პოლონეთში სამეწარმეო საქმიანობის გეგმის არსებობისას. ამასთანავე, პოლონეთის ვიზა არ იქნება გაცემული უცხოელის მიერ სამეწარმეო საქმიანობის გეგმის არსებობისას თუ კი უცხოელი არ დაასაბუთებს პოლონეთში ჩასვლისა და ყოფნის აუცილებლობას და თავის გეგმას. ამგვარ სიტუაციაში (უცხოელს ჯერ არ გააჩნია პოლონეთში დარეგისტრირებული სამეწარმეო საქმიანობა და არ შეუძლია მისი განხორციელების შესახებ საბუთების წარდგენა) კონსული წყვეტს, თუ არის საკმარისი წარმოდგენილი დოკუმენტები ვიზის გასაცემად. საჭიროა იმის გათვალისწინებაც, რომ კონსულს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი საბუთების დართვაც.     

ყურადღება! საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ ვიზაზე აუცილებელი შესატანი დოკუმენტების ნაირსახეობა შეიძლება იყოს განსხვავებული საკონსულოს ადგილმდებარეობის და მიხედვით. ამისათვის, ვიზაზე შენატანის წინ რეკომენდირებულია მოცემულ საკონსულო განყოფილებასთან კავშირის განხორციელება ვიზის გასაცემად საჭირო საბუთების სრული კომპლექტის შესახებ ინფორმაციის დასტურის მოსაპოვებლად.     

დამატებითი ინფორმაცია ვიზის მოპოვებასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია დანართში: შესვლა და ყოფნა ვიზის საფუძველზე [WJAZD I POBYT NA PODSTAWIE WIZY]. 

დროებითი ბინადრობის ნებართვა 

პოლონეთში მყოფ და სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ უცხოელს შეუძლია დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვება.  

ყურადღება! დროებითი ბინადრობის ნებართვა სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად მოიპოვება აგრეთვე იმ უცხოელების მიერ, რომელთა პოლონეთის ყოფნის მიზანს წარმოადგენს:  

- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ან სააქციო საზოგადოებაში, რომელშიც უცხოელი ფლობს აქციებს, მმართველობითი ფუნქციის განხორციელება ანდა 

- კომანდიტური საზოგადოების ან სააქციო-კომანდიტური საზოგადოების საქმიანობის წარმართვა კომპლემენტარის მეშვეობით ან  

- პროკურენტის სახით საქმიანობა.  

 

ყურადღება! თუ კი უცხოელმა მოიპოვა დროებითი ბინადრობის ნებართვა სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, მას მიეცემა მოცემული სახით მუშაობის შესრულების უფლება (მმართველობითი ორგანოს წევრი, კომპლემენტარი, პროკურენტი). 

რაც მთავარია, სხვა სახით მუშაობის დაწყება (მაგ. ბუღალტრად) მოითხოვს წინასწარ (სამუშაოს დაწყებამდე) ამგვარი სამუშაოს განხორციელების ლეგალურობის დოკუმენტაციის მოპოვებას.   

ყურადღება! თუ კი უცხოელი ასრულებს საზოგადოების მმართველობაში ფუნქციებს, მაგრამ არ ფლობს იმავე საზოგადოების აქციებს ან წილებს, ასეთ შემთხვევაში უნდა შეიტანოს განაცხადი დროებითი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის მოსაპოვებლად.  

დამატებითი ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობის მიზნით დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების პროცედურის შესახებ ხელმისაწვდომია დანართში: პოლონეთში ყოფნა [POBYT W POLSCE]. 

 

 

 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please add 6 and 1.