დოკუმენტები პოლონეთში მუშაობის უფლების
დროებითი ბინადრობისა და სამუშაოს ნებართვა
დროებითი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სექციაში დროებითი ბინადრობა/ბინადრობის და მუშაობის ნებართვა
სამუშაოს ნებართვა
სამუშაოს ნებართვა ეს არის დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს უცხოელს პოლონეთში ლეგალური სამუშაოს შესასრულებლად იმ პირობით, რომ ამ უცხოელს გააჩნია ყოფნის საფუძველი კანონმდებლობის თანახმად სამუშაოს შესრულების შესაძლებლობით.
ყურადღება! უცხოელს არ შეუძლია პოლონეთში სამუშაოს შესრულება თუნდაც გააჩნდეს მოქმედი სამუშაოს შესრულების ნებართვა თუ იმყოფება პოლონეთის ტერიტორიაზე შემდეგ საფუძველზე:
- ტურისტული მიზნით გაცემული ვიზით (მიზანი: 20), დროებითი დაცვის სარგებლობის მიზნით (მიზანი: 20), ოჯახის ან მეგობრების მონახულების მიზნით (მიზანი: 02), სწავლის იმ ფორმით, რომელიც არ წარმოადგენს უმაღლეს განათლებას (მიზანი: 11), სამკურნალოდ ყოფნის მიზნით (მიზანი: 14), ან ეგრეთ წოდებული „სხვა“ მიზნებით (მიზანი: 23) – არ ვრცელდება პოლონელის ბარათზე (Karta Polaka);
- დროებითი ბინადრობის ნებართვით, რომელიც მიღებულია პოლონეთის ტერიტორიაზე უცხოელის ხანმოკლე ყოფნის გარემოებების მოთხოვნით (უცხოელთა შესახებ კანონის 181-ე მუხ. ნაწ. 1).
- შენგენის ზონის სხვა ქვეყნის მიერ გაცემული ვიზის საფუძველზე,
სამუშაოს ნებართვა გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე:
- შეასრულებს სამუშაოს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე პოლონურ სუბიექტთან ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც
- პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნისას შეასრულებს მმართველობი
- არის უცხოური სამართლებრივი სუბიექტის მიერ დასაქმებული პირი და იგი მივლინებულია პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამუშაოს შესრულების მიზნით
- შეასრულებს სამუშაოს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმ ეკონომიკური საქმიანობის სფეროში, რომელიც განსაზღვრულია სეზონური მუშაობის შესახებ — სეიმის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებით (სეზონური სამუშაო).
ნებართვაში მითითებული უცხოელის დასაქმების პირობების ცვლილება საჭიროებს ახალ ნებართვას. გამონაკლისია შემდეგი სიტუაციები:
- შეიცვალა იურიდიული მისამართი ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დასახელება ან სამართლებრივი ფორმა:
a)სუბიექტისა, რომელიც ანდობს სამუშაოს უცხოელს (სამუშაოს მიმნიჭებელი სუბიექტი ,
b) სუბიექტისა, რომელშიც თანამშრომელი არის მივლინებული უცხოური დამსაქმებლის მიერ,
c) დამსაქმებელი-მომხმარებლის (pracodawca użytkownik);
- მოხდა დამსაქმებლის საწარმოს ან მისი ნაწილის გადაცემა სხვა დამსაქმებლისათვის (შრომითი ორგანიზაციის მფლობელის შეცვლა);
- შეიცვალა სამუშაოს სახელწოდება (თანამდებობის დასახელება) ისე, რომ არ მოხდა უცხოელი თანამშრომლის ფუნქციური მოვალეობების ცვლილება.
- უცხოელის სამუშაო დროის გაზრდა, ანაზღაურების პროპორციული ზრდით;
- უცხოელისთვის სხვა ხასიათის სამუშაოს ან სხვა თანამდებობაზე მისთვის სამუშაოს შესრულების მინდობა ვიდრე ეს განსაზღვრული იყო სამუშაო ნებართვით. იმ პერიოდებისთვის, რომელიც არ აღემატებოდა კალენდარული წლის 30 დღეს. თუ დაკმაყოფილებულ იქნა სამუშაო ნებართვით განსაზღვრული სხვა პირობები და ასევე რეგულირებადი პროფესიებისა ან საქმიანობის მოთხოვნები;
- შეიცვალა სამუშაო ნებართვის მქონე უცხოელის სამუშაო პირობები:
a) 1974 წლის 26 ივნისის კანონის 91-ე მუხლით ან 231a მუხლით დადგენილი პირობებით - შრომის კოდექსი (2020 წლის კანონთა ჟურნალი, პუნქტი 1320 და 2021 წლის, პუნქტი 1162),
b) სამუშაო ადგილების დაცვასთან დაკავშირებული სპეციალური გადაწყვეტილებების შესახებ 2013 წლის 11 ოქტომბრის კანონის მე-4 მუხლით დადგენილი პირობებით (2019 წლის კანონთა ჟურნალი, პუნქტი 669),
ზემოთ აღწერილი სიტუაციის შემთხვევაში არ არის საჭირო ახალი სამუშაო ნებართვის აღება
მუშაობის ნებართვა გაიცემა არაუმეტეს 3 წლის ვადით. მოქმედების ვადა მოცემულია დოკუმენტში.
სამუშაოს ნებართვა მოითხოვება როგორც შრომით ხელშეკრულებების აგრეთვე სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების საფუძველზე დასაქმების შემთხვევებშიც.
უცხოელისთვის სამუშაოს ნებართვის განაცხადს წარადგენს სუბიექტი (დამსაქმებელი), რომელიც სთავაზობს სამუშაოს შესრულებას.
ნებართვას გასცემს ვოევოდა შესაბამისად დამსაქმებლის საცხოვრებელი/სათაო ოფისის ადგილის მიხედვით.
უცხოელი მოქალაქის დასაქმების ნებართვა პოლონური სუბიექტის სასარგებლოდ, რომელიც ანდობს მას სამუშაოს, გაიცემა იმ შემთხვევაში, თუკი:
- უცხოეთის მოქალაქე განახორციელებს შრომით საქმიანობას პოლონურ იურიდიულ პირთან (სამუშაოს დამკისრებელთან) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე
-
უცხოელი დასაქმებულის ანაზღაურების ოდენობა არ იქნება ნაკლები, ვიდრე:
a) ანაზღაურების ოდენობა, რომელიც ეკუთვნით იმავე ან შედარებადი სახის სამუშაოს შემსრულებელ სხვა თანამშრომლებს, და
b) მინიმალური სამუშაო ანაზღაურების ოდენობა, რომელიც განსაზღვრულია შრომის მინიმალური ანაზღაურების შესახებ კანონმდებლობით.
- სამუშაო დროის ოდენობა არ იქნება ნაკლები სრული სამუშაო დროის 1/4-ზე და არ გადააჭარბებს სრული სამუშაო დროის ოდენობას.
გამოვყოფთ სამუშაოს ნებართვის რამდენიმე ტიპს:
ტიპი A – მოიპოვება უცხოელის შემთხვევაში, რომელიც შეასრულებს სამუშაოს პოლონეთის ტერიტორიაზე ხელშეკრულების საფუძველზე სუბიექტთან, რომლის სათაო ოფისი ან საცხოვრებელი ადგილი, განყოფილება, საწარმო ან საქმიანობის სხვა ორგანიზაციული ფორმა არის პოლონეთის ტერიტორიაზე.
ტიპი B – მოიპოვება უცხოელის შემთხვევაში, რომელიც შეასრულებს სამუშაოს დაფუძნებულს მეწარმეთა რეესტრში რეგისტრირებული იურიდიული პირის მმართველობით ორგანოში ფუნქციების შესრულებაზე ან წარმოადგენს კაპიტალურ ამხანაგობას ორგანიზაციაში, ან დაკავშირებულია კომანდიტურ-სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის სააქციო საზოგადოების გენერალური პარტნიორის სახით საქმეთა მმართველობასთან ან მისთვის მინდობილობის მინიჭებასთან დაკავშირებით ვადით, რომელიც ჯამში აღემატება 6 თვეს მომდევნო 12 თვის განმავლობაში.
ტიპი C – მოიპოვება უცხოელის შემთხვევაში, რომელიც შეასრულებს სამუშაოს საზღვარგარეთ მყოფ დამსაქმებელთან და დელეგირებული იქნება კალენდარული წლის 30 დღეზე მეტი ვადით განყოფილებაში ან საზღვარგარეთ არსებული სუბიექტის საწარმოს ან მის შვილობილ სუბიექტში პოლონეთის ტერიტორიაზე.
ტიპი D – მოიპოვება უცხოელის შემთხვევაში, რომელიც შეასრულებს სამუშაოს საზღვარგარეთ მყოფ დამსაქმებელთან, რომელსაც არ გააჩნია განყოფილება, საწარმო ან საქმიანობის სხვა ორგანიზაციული ფორმა პოლონეთის ტერიტორიაზე და დელეგირებული იქნება პოლონეთის ტერიტორიაზე კონკრეტული ღონისძიების (ექსპერტის მომსახურეობა) და დროებითი ხასიათის მომსახურეობის სარეალიზაციოდ.
ტიპი E – მოიპოვება უცხოელის შემთხვევაში, რომელიც შეასრულებს სამუშაოს საზღვარგარეთ მყოფ დამსაქმებელთან და დელეგირებული იქნება კალენდარული წლის 30 დღეზე მეტი ვადით მომდევნო 6 თვის განმავლობაში პოლონეთის ტერიტორიაზე B,C და D ტიპებში გაუთვალისწინებელი მიზნებით.
ტიპი S - მოიპოვება უცხოელისთვის, რომელიც შეასრულებს სამუშაოს საზოგადოებრივი, შრომისა და საოჯახო პოლიტიკის მინისტრის 2017 წლის 8 დეკემბრის განკარგულების (კერძოდ, საქმიანობის ფარგლები დაკავშირებული სამეურნეო, სატყეო, სანადირო და თევზჭერის ან დაბინავებასა და სურსათთან) საფუძველზე საქმიანობის ფარგლებში.
დამსაქმებელი, რომელიც ასაქმებს უცხოელს, ვალდებულია:
- შეამოწმოს უცხოელის მიერ სამუშაოს დაწყებამდე, თუ გააჩნია მოქმედი ბინადრობის საბუთი,
- მოხსნას ბინადრობის საბუთის ასლი და შეინახოს ეს ასლი უცხოელის მიერ სამუშაოს შესრულების მთელი ვადის განმავლობაში,
- დადოს უცხოელთან ხელშეკრულება წერილობითი ფორმით სამუშაოს ნებართვაში მითითებული პირობების მიხედვით,
- წარუდგინოს უცხოელს, ხელმოწერის წინ, მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნილი ხელშეკრულება,
- გადასცეს უცხოელს სამუშაოს ნებართვის წერილობითი ფორმის ერთი ეგზემპლიარი,
- უცხოელისთვის ანაზღაურების გაზრდა არასრულ განაკვეთზე დასაქმებული უცხოელის სამუშაო დროის გაზრდის პროპორციულად ან იმ საათების რაოდენობისა, რომლის დროსაც უცხოელი ასრულებს სამუშაოს სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებით,
- უცხოელის ინფორმირება შრომის ნებართვასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაში მიღებული ზომების შესახებ,
- გადაეცეს უცხოელს გადაწყვეტილებები შრომის ნებართვის გაცემის, ცვლილების ან გაუქმების შესახებ, ასევე ინფორმაცია შრომის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
- გადაეცეს შრომის ნებართვის გამცემ ორგანოს უცხოელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი პოლონურ ენაზე, იმ ტელეინფორმაციული სისტემის მეშვეობით, რომელიც განსაზღვრულია 2025 წლის 20 მარტის შრომის ბაზრისა და დასაქმების სამსახურების შესახებ კანონის მე-26 მუხლის 1 პუნქტის 7 ქვეპუნქტის „ბ“ ნაწილით — უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის დაკისრებამდე. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც უცხოელი ასრულებს სამუშაოს მოსავლის აღებაში დახმარების ხელშეკრულების საფუძველზე, გადაცემა უნდა განხორციელდეს შრომის დაკისრების დღიდან 7 დღის ვადაში.
უცხოელისთვის სამუშაოს დამკისრებელი სუბიექტი 7 დღის ვადაში ატყობინებს შრომის ნებართვის გამცემ ორგანოს, თუკი:
- უცხო ქვეყნის მოქალაქემ სამუშაო ნებართვის მოქმედების საწყისი თარიღიდან 2 თვის განმავლობაში არ შეუდგა სამუშაოს შესრულებას;
- უცხო ქვეყნის მოქალაქემ შეაჩერა სამუშაო საქმიანობა 2 თვეზე მეტი ვადით;
- უცხო ქვეყნის მოქალაქემ დაასრულა სამუშაო ნებართვის ვადის ამოწურვამდე 2 თვით ადრე სამუშაოს შესრულება.
ყურადღება! უცხოელის დამსაქმებელს სამუშაოს ნებართვის საფუძველზე აქვს ისეთივე ვალდებულებები მის მიმართ როგორც პოლონეთის მოქალაქის მიმართ:
- შეიტანოს განაცხადი სამუშაოს დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში სოციალური და ჯანმრთელობის დაზღვევის სააგენტოში ასევე სათანადო ოდენობის ყოველთვიური ვადიანი შენატანი სოციალური უზრუნველყოფის ორგანოში [ZUS] (თუ კი ამას მოითხოვს შრომის ხელშეკრულების სახეობა - უპირველეს ყოვლისა სამუშაო ხელშეკრულება და ვადიანი სამუშაო ხელშეკრულება, არ ეხება მაგ. მომსახურეობის ხელშეკრულებას),
- საშემოსავლო გადასახადზე საავანსო გაანგარიშების, ჩამოწერის და გადახდის განხორციელება (გადასახადის გაანგარიშების საშუალება დამოკიდებულია დასაქმებული უცხოელის საგადასახადო რეზიდენციაზე),
- შრომის კოდექსის სამართლებრივი ნორმების დაცვა.
განცხადება სამუშაოს შესრულების მინდობის შესახებ
სამუშაოს შესრულების მინდობის შესახებ განცხადება შეიტანება განაცხადთა რეესტრში დამსაქმებლის რეგისტრირებული ოფისისთვის ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილისთვის კომპეტენტური პოვიატის შრომის ოფისის მიერ, თუ:
- უცხოელი არის: სომხეთის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდოვას ან უკრაინის მოქალაქე;
- უცხოელი შეასრულებს სამუშაოს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე
- უცხოელი იმუშავებს იმ საქმიანობის ფარგლებს გარეთ, რომლებიც განსაზღვრულია პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოელთა დასაქმების დასაშვებობის პირობების შესახებ კანონით გათვალისწინებული მე-45 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გაცემული ნორმატიული აქტებით (სეზონური სამუშაო).
- უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ წარდგენილ განცხადებაში მითითებული მუშაობის ვადა არ აღემატება 24 თვეს;
- წარდგენილ დეკლარაციაში მითითებული სამუშაოს დაწყება მოხდება დეკლარაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 6 თვისა;
- უცხოელის ანაზღაურების ოდენობა არ იქნება იმაზე დაბალი, ვიდრე მსგავსი ტიპის ან მსგავს თანამდებობაზე მყოფი თანამშრომლების ანაზღაურება.
- იმ შემთხვევებში, რომლებიც არ საჭიროებს ახსნა-განმარტებით წარმოებას, პოვიატის შრომის ოფისი განცხადებას არეგისტრირებს უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადებების რეესტრში, ან სტაროსტა უარს ამბობს გადაწყვეტილების მიღების პერიოდში განცხადების რეესტრში განცხადების შეტანაზე არა უგვიანეს განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო იმ საკითებში რომლებიც საჭიროებს ახსნა-განმარტების წარმოებას – განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
- სუბიექტი, რომელიც ანდობს სამუშაოს უცხოელს, რომლის განცხადება უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ შეტანილია განცხადებების რეესტრში, წერილობით აცნობებს პოვიატის შრომის კომპეტენტურ სამსახურს შემდეგი საკითხების შესახებ:
- უცხოელის მიერ სამუშაოს დაწყება განცხადებების რეესტრში მითითებული სამუშაოს დაწყების დღიდან 7 დღის ვადაში;
- დეკლარაციების რეესტრში მითითებული სამუშაოს დაწყებიდან 14 დღის ვადაში უცხოელმა არ დაიწყო სამუშაოს შესრულება.
ყურადღება! თუ კი უცხოელი დასაქმებული იყო დეკლარაციის მიხედვით არანაკლებ 3 თვის ვადით, ხოლო დამსაქმებელმა დეკლარაციაში მითითებული სამუშაოს ვადის დასრულებამდე წარადგინა განცხადება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ამ უცხოელისთვის იმავე თანამდებობაზე სამუშაო ნებართვის მისაღებად, დეკლარაცია კი არ შეიცავს რაიმე ფორმალურ დანაკლისს ანდა ფორმალური დანაკლისი აღმოფხვრილ იქნა ვადებში, უცხოელის სამუშაო პირობები არ უარესდება რეესტრში შეტანილი დეკლარაციის მიხედვით, უცხოელის სამუშაო ითვლება ლეგალურად ამ დეკლარაციის მოქმედების ვადის დაწყების დღიდან სამუშაოს შესრულების ნებართვის გაცემის ან ამ საკითხზე უარის თქმის გადაწყვეტილების ჩაბარების დღემდე.
ზემოაღნიშნული გამოიყენება აგრეთვე უცხოელის შემთხვევაში დროებითი ბინადრობის გაცემის დროს (რომლის შესახებ საუბარია უცხოელთა შესახებ 2013 წლის 12 დეკემბრის კანონის 114-ე მუხ. ნაწ. 1) მოცემულ დამსაქმებელთან დასაქმების გაგრძელების მიზნით.
სეზონურ სამუშაოებზე ნებართვა
სეზონური სამუშაოს ნებართვა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუკი:
- უცხოელისთვის დამსაქმებელი არის პოლონური სუბიექტი, რომელიც ავალებს სამუშაოს უცხოელს;
- უცხოელთან დადებულ შრომით ხელშეკრულებაში განსაზღვრული ანაზღაურების ოდენობა არ იქნება დაბალი იმ დასაქმებულთა ანაზღაურებაზე, რომლებიც იმავე სამუშაო დროს ასრულებენ მსგავს საქმიანობას ან მუშაობენ მსგავს თანამდებობაზე;
- უცხოელი შეასრულებს სამუშაოს იმ საქმიანობის ფარგლებში, რომლებიც განსაზღვრულია მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით გაცემული ნორმატიული აქტებით;
- უცხოელი შეასრულებს სამუშაოს კალენდარულ წელიწადში არაუმეტეს 9 თვიანი ვადით.
იმ უცხოელის შემთხვევაში, რომელიც შემოვიდა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სეზონური სამუშაოების შესრულების მიზნით გაცემული ვიზის ან უვიზო მიმოსვლის ფარგლებში დეკლარაციათა რეესტრში შეტანილ სეზონურ სამუშაოებთან დაკავშირებული ნებართვის საფუძველზე, ეს პერიოდი გამოითვლება მოცემულ კალენდარულ წელიწადში, შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელის შესვლის პირველი დღიდან.
თუ კი განაცხადი სეზონურ სამუშაოზე ნებართვის შესახებ ეხება უცხოელს, რომელიც იმყოფება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვა საფუძველზე, რომელთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული სამუშაოს შესრულების უფლება, ნებართვა შესაძლოა გაიცეს ლეგალური ყოფნის პერიოდის განმავლობაში, მაგრამ კალენდარული წლის არაუმეტეს 9 თვის ვადით, რომელიც გამოითვლება ამ უცხოელისათვის ადრე გაცემული სეზონური სამუშაოების ნებართვებში მითითებულ პერიოდებთან ერთად.
სეზონურ სამუშაოს ნებართვას გასცემს სტაროსტა, თავის კომპეტენციის ფარგლებში, უცხოელის დამსაქმებლის საცხოვრებელი ან სათაო ოფისის მდებარეობის მიხედვით.
სამუშაოს ნებართვის მოპოვების პროცედურა განსხვავდება იმის მიხედვით, იმყოფება უცხოელი პოლონეთში თუ საზღვარგარეთ.
იმ შემთხვევაში თუ უცხოელი იმყოფება პოლონეთში, იმ საფუძველზე, რასთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული სამუშაოს შესრულების უფლება, დამსაქმებელს შეაქვს განაცხადი სეზონური სამუშაოს ნებართვაზე შესაბამის სტაროსტა-ს სახელზე, უცხოელის დამსაქმებლის სუბიექტის საცხოვრებელი ან სათაო ოფისის მდებარეობის მიხედვით, ხოლო სტაროსტა-ს გამოაქვს გადაწყვეტილება 7 დღის განმავლობაში და თუ კი საჭიროა დამატებითი საკითხების გარკვევა, 30 დღის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში თუ უცხოელი იმყოფება საზღვარგარეთ და აპირებს ვიზის მოპოვებას სეზონური სამუშაოების განხორციელების მიზნით, ან აპირებს პოლონეთის ტერიტორიაზე შემოსვლას უვიზო რეჟიმის ფარგლებში, დამსაქმებელს შეაქვს განაცხადი სეზონური სამუშაოს ნებართვაზე შესაბამის სტაროსტა-ს სახელზე, უცხოელის დამსაქმებლის სუბიექტის საცხოვრებელი ან სათაო ოფისის მდებარეობის მიხედვით, ხოლო სტაროსტა-ს შეაქვს დეკლარაცია რეესტრში 7-დან 30 დღემდე ვადაში. შემდეგ დამსაქმებელი გადასცემს დეკლარაციას უცხოელს, ხოლო უცხოელი მოიპოვებს ვიზას სეზონური სამუშაოების განხორციელების მიზნით ან შემოდის პოლონეთის ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმის ფარგლებში დეკლარაციათა რეესტრში დარეგისტრირებულ სეზონურ სამუშაო ნებართვასთან დაკავშირებით. უცხოელს შეუძლია სამუშაოს დაწყება იმ დღეს როდესაც დამსაქმებელი წარუდგენს შესაბამის სტაროსტა-ს:
- განცხადება იმის შესახებ, რომ უცხოელი გამოცხადდა სამუშაოზე
-
უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი, რომელიც შეიცავს ვიზას, რის საფუძველზეც უცხოელი ამჟამად იმყოფება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ან შტამპის ანაბეჭდს, რომელიც ადასტურებს მის შემოსვლას უვიზო რეჟიმის ფარგლებში, აგრეთვე შენგენის ზონის ქვეყნების ტერიტორიაზე სამუშაოდ ჩამოსვლის თარიღის დამადასტურებელი დოკუმენტი სეზონური შრომის მიზნებისთვის.
ნებართვის გაგრძელება სეზონური სამუშაოსთვის
თუ უცხოელი შემოვიდა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სეზონური სამუშაოს შესრულების მიზნით გაცემული ვიზის საფუძველზე ან უვიზო რეჟიმის საფუძველზე, სეზონური სამუშაოების ნებართვის განაცხადთან დაკავშირებით, რომელიც შეტანილია სეზონური სამუშაო განაცხადების რეესტრში, სტაროსტამ შეიძლება გასცეს სეზონური მუშაობის ნებართვის გახანგრძლივება უცხოელის მიერ სეზონური მუშაობის გაგრძელების მიზნით, იმავე სუბიექტისთვის, რომელმაც მიანდო უცხოელს სამუშაოს შესრულება ან სეზონური სამუშაოს შესრულების მიზნით სხვა დამსაქმებელი სუბიექტისთვის, რომელიც მიანდობს სეზონური სამუშაოს შესრულებას უცხოელს.
თუ უცხოელი იმყოფება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვა, არა სავიზო დოკუმენტის ან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საფუძველზე სეზონური სამუშაოს შესასრულებლად, განაცხადთა რეესტრში სეზონური სამუშაოს შესრულების რეგისტრაციის გარეშე, სტაროსტა უარს ამბობს სეზონური სამუშაოს გაგრძელების პროცედურის დაწყებაზე.
სეზონური სამუშაოს ნებართვის გაგრძელება გაიცემა პერიოდით, რომელიც სეზონურ სამუშაოზე უცხოელის ყოფნის ვადასთან ერთად, გამოითვლება შენგენის ზონაში შემოსვლის მოცემული კალენდარული წლის პირველი დღიდან, არ აღემატება მოცემული კალენდარული წლის განმავლობაში 9 თვეს.
სეზონურ სამუშაოზე ნებართვის მიღებაზე განაცხადის შეტანის საფასური შეადგენს 30 ზლოტს.