+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

ნებართვის გარეშე მუშაობის უნარი

რა დროს შეუძლია დამსაქმებელს უცხოელის დასაქმება სამუშაო ნებართვის გარეშე 

დამსაქმებელს შეუძლია უცხოელის დასაქმება დამატებითი დოკუმენტების მიღების აუცილებლობის გარეშე (მათ შორის, აუცილებელი სამუშაო ნებართვის გარეშე), თუ კი უცხოელი/ს:  

- გააჩნია პოლონეთში გაცემული ლტოლვილის სტატუსი; 

- მიღებული აქვს პოლონეთში დამატებითი დაცვის გარანტია; 

- გააჩნია პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული მუდმივი ბინადრობის ნებართვა;  

- გააჩნია პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული ევროკავშირის რეზიდენტის ხანგრძლივი ბინადრობის ნებართვა;  

- გააჩნია ბინადრობის თანხმობა ჰუმანიტარული თვალსაზრისით;  

- გააჩნია პოლონეთში სამართლებრივად დაშვებული ბინადრობის თანხმობა; 

- სარგებლობს დროებითი დაცვით პოლონეთში; 

- გააჩნია უცხოელი მოქალაქეების საქმეთა სახელმწიფო ორგანოს მიერ უცხოელის განცხადებაზე მიღებული მოქმედი მოწმობა საერთაშორისო დაცვის უზრუნველყოფის შესახებ;   

- არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს /EOG/შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქე ან როგორც მისი ოჯახის წევრი თან ახლავს პოლონეთის ტერიტორიაზე;  

ყურადღება! ამ შემთხვევაში ოჯახის წევრის განსაზღვრა არის განსხვავებული ვიდრე უცხოელთა კანონში მოცემული ოჯახის წევრის განსაზღვრება. ამ თემაზე დაწვრილებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია პოლონეთში ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრის ბინადრობის შესახებ დანართში. რაც მნიშვნელოვანია, საუბარია პოლონეთში უცხოელის თანმხლების საკუთრივ ფაქტზე. სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა არ არის აქ პირობითად მოცემული ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრის მიერ ბინადრობის მოწმობის მოსაპოვებლად. 

- არის პირი, რომლის შესახებაც საუბარია პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეთა და მათი ოჯახის წევრების შესვლის, ყოფნის და ამ ტერიტორიიდან გასვლის 2006 წლის 14 ივლისის კანონის 19-ე მუხ. ნაწ. 2-3-ში;  

- გააჩნია დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომლის შესახებაც საუბარია უცხოელთა შესახებ 2013 წლის 12 დეკემბრის კანონის 114-ე მუხ. ნაწ. 1 (ე.წ. დროებითი ბინადრობისა და სამუშაოს ერთიანი ნებართვა), 126-ე მუხ. (დროებითი ბინადრობის ნებართვა იურიდიული პირის მმართველობის ორგანოში ფუნქციების განხორციელების შემთხვევაში), 127-ე მუხ. (ე.წ. ევროკავშირის ლურჯი ბარათი) ან 142-ე მუხ. ნაწ. 3 (დროებითი ბინადრობის ნებართვა კომერციული საქმიანობის წარმოების მიზნით);  

ყურადღება! ზემოაღნიშნულ მოცემულ პუნქტში, უცხოელის დასაქმება შესაძლებელია მხოლოდ ამ კონკრეტულ დროებით ნებართვაში აღნიშნულ პირობებზე. ეს ნიშნავს, რომ  თუ კი დამსაქმებელს მიმართა უცხოელმა, რომელსაც უკვე გააჩნია დროებითი ბინადრობისა და დასაქმების უფლება, დამსაქმებელმა უნდა მოსთხოვოს გადაწყვეტილების (დეციზია) წარდგენა. გადაწყვეტილებაში განსაზღვრულია ნებართვის გაცემის პირობები. თუ კი გადაწყვეტილებაში მითითებულია სხვა დამსაქმებელი, ასეთ შემთხვევაში უცხოელის დასაქმება მოითხოვს დამატებითი დოკუმენტების წარდგენას (მაგ. სამუშაო ნებართვა). ხოლო თუ კი ნებართვა გაცემულ იქნა სამსახურის შესრულებასთან დაკავშირებით, მაგრამ დასაქმების პირობების მაგივრად (მათ შორის, დამსაქმებლის/თანამდებობის დასახელება) მოცემულია უცხოელის გათავისუფლება სამუშაო ნებართვის ქონის აუცილებლობისგან, მაშინ შესაძლებელია უცხოელის დასაქმება დამატებითი დოკუმენტებით უზრუნველყოფის გარეშეც. 

- იმყოფება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საკადრო ხელმძღვანელობის მუშაკის, სპეციალისტის ან სტაჟიორის ხანმოკლე გადაადგილების სარგებლობით, კომერციული საქმიანობის შიდა გადაადგილების ფარგლებში, იმ პირობებზე, რომლებიც განსაზღვრულია უცხოელთა შესახებ 2013 წლის 12 დეკემბრის კანონის 139n-ე მუხ. ნაწ. 1 უცხოელის მიერ შეტყობინება ხანმოკლე გადაადგილების გამოყენებაზე; 

- იმყოფება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებით, იმ პირობებზე, რომლებიც განსაზღვრულია უცხოელთა შესახებ 2013 წლის 12 დეკემბრის კანონის 156b-ე მუხ. ნაწ. 1 მეცნიერის დაშვება ხანმოკლე გადაადგილების გამოყენებაზე; 

- იმყოფება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტუდენტურ გადაადგილებასთან დაკავშირებით, იმ პირობებზე, რომლებიც განსაზღვრულია უცხოელთა შესახებ 2013 წლის 12 დეკემბრის კანონის 149b-ე მუხ. ნაწ. 1 სტუდენტური გადაადგილების დაშვების პირობები პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე; 

 

უცხოელები, რომლებიც თავისუფლდებიან სამუშაო ნებართვის ქონის ვალდებულებისგან 

 

სხვებთან ერთად, სამუშაო ნებართვის ქონის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ასევე უცხოელები:   

- რომლებსაც გააჩნიათ პოლონეთში დროებითი ბინადრობის ნებართვა დაკავშირებული:   

  • - უმაღლეს სასწავლებლებში სწავლებასთან (უცხოელთა შესახებ კანონის 144-ე მუხ);  
  • - სხვა გარემოებებთან (უცხოელთა შესახებ კანონის 186-ე მუხ. ნაწ. 1 პ. 3,4 ან 7); 
  • - ოჯახის გაერთიანებასთან (უცხოელთა შესახებ კანონის 159-ე მუხ. ნაწ. 1);  
  • - პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე ქორწინებასთან (უცხოელთა შესახებ კანონის 158-ე მუხ. ნაწ. 1 პ. 1) - აქვე მნიშვნელოვანია ქორწინებაში დარჩენის ფაქტი, რაც უნდა დადგინოს დამსაქმებელმა დასაქმებისა და უცხოელთან თანამშრომლობის დროს;  

ყურადღება! პოლონეთის რესპუბლიკის მეუღლის შემთხვევაში (განსხვავებულია ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრის შემთხვევა) სამუშაოს შესრულება სამუშაოს შესრულების ნებართვის ვალდებულების აუცილებლობის გარეშე შესაძლებელია დროებითი ბინადრობის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე ქორწინების გათვალისწინებით.  

- გააჩნია პოლონელის ბარათი [Karta Polaka]; 

- ვისაც გააჩნია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან ევროკავშირისგან დამოუკიდებელი ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრი სახელმწიფოს ან შვეიცარიის კონფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნისა და სამუშაოს შესრულების უფლება და დასაქმებულნი არიან დამსაქმებლის მიერ, რომელსაც გააჩნია სათაო ოფისი აღნიშნული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ასევე დროებით დელეგირებულს ამავე დამსაქმებლის მიერ მომსახურების შესასრულებლად პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე;  

- რომელთა მიმართებაშიც საერთაშორისო ან მათგან გამომდინარე ხელშეკრულებები იძლევიან სამუშაოს შესრულების უფლებას ნებართვის მიღების აუცილებლობის გარეშე;  

- მასწავლებელი, რომელიც მონაწილეობას იღებს პროფესიული სწავლების სტაჟირებაში, მრჩევლის ფუნქციის შემსრულებელი, საზედამხედველო ან ცალკეული უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის მქონე, რომელიც მონაწილეობს ევროკავშირის ან სხვა საერთაშორისო დამხმარე პროგრამების სარეალიზაციო საქმიანობის სფეროში, ასევე პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ საგრანტო სახსრებზე დაყრდნობით; 

- უცხო ენების მასწავლებლები, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სასწავლო, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების დაწესებულებებსა თუ კოლეგიებში, რომელთა შესახებ საუბარია განათლების სისტემის შესახებ ან მოხალისე შრომის საორგანიზაციო ნორმატიულ აქტებში; 

- შეიარაღებული ძალების წევრები ან სამოქალაქო სექტორის პერსონალი, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ საერთაშორისო სამხედრო სტრუქტურების ფარგლებში ან უცხოელები, რომლებიც იგზავნებიან ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის ერთ-ერთი მხარე პოლონეთის რესპუბლიკაა, სამხედრო პროგრამების სარეალიზაციოდ;  

- მასობრივი საინფორმაციო საშუალებების აკრედიტირებული კორესპონდენტები, რომლებსაც მიენიჭათ აკრედიტაცია საზღვარგარეთ არსებული სააგენტოს ან რედაქციის მთავარი რედაქტორისგან, შესაბამისი საგარეო საქმეთა მინისტრისგან, მაგრამ მხოლოდ ამ სააგენტოს ან რედაქციის პროფესიული ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში; 

- ხელოვნების წარმომადგენელი, რომელიც ინდივიდუალურად ან დასში ახორციელებს არტისტულ მომსახურეობას, რაც არ შეადგენს 30 კალენდარულ დღეზე მეტს წელიწადში; 

- კონკრეტულ ღონისძიებასთან დაკავშირებული სამეცნიერო ან ხელოვნების დარგში ლექციების, რეფერატების ან პრეზენტაციების წამყვანი, რაც არ შეადგენს 30 კალენდარულ დღეზე მეტს წელიწადში;  

- სპორტულ ასპარეზობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული პირი, რომელიც ასრულებს სამსახურს პოლონეთის ტერიტორიაზე სათაო ბაზის მქონე სუბიექტისთვის, რაც არ შეადგენს 30 კალენდარულ დღეზე მეტს წელიწადში; 

- საერთაშორისო რანგის სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სამუშაოს შემსრულებელი, აკრედიტირებული შესაბამისი საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების მიერ; 

- სასულიერო, კონფესიების წარმომადგენლები და სხვა პირები, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს რელიგიურ ფუნქციებთან დაკავშირებით ეკლესიებში, მორწმუნეთა კავშირებში ასევე ეკლესიათა შორის ურთიერთობის სამხარეო ორგანიზაციებში, რომელთა წესდება რეგულირდება საერთაშორისო ხელშეკრულებით, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის შესახებ ნორმატიული აქტებით ან რომლებიც მოქმედებენ ეკლესიათა რეესტრში რეგისტრაციის და სხვა სარწმუნოებრივი ორგანიზაციების საფუძველზე, მათი იურიდიული პირები ან საორგანიზაციო ქვედანაყოფები, ასევე რომლებიც ასრულებენ სამუშაოს რელიგიური ფუნქციის ფარგლებში სხვა ორგანიზაციებში შესაბამისი საეკლესიო ორგანოს ან სხვა სარწმუნოებრივი ორგანიზაციის ან მისი იურიდიული პირების მიერ გაცემული ნებართვით; 

- პოლონეთში სტაციონარული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ან პოლონეთში სადოქტორო სტაციონალური სასწავლებლების მონაწილენი; 

- სტუდენტები, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს პროფესიული სტაჟირების მიღების ფარგლებში და რომელთა ყოფნას ორგანიზებას უწევენ სტუდენტთა საერთაშორისო კავშირთა წევრი ორგანიზაციები;    

- სტუდენტები, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს დასაქმების საჯარო სამსახურების თანამშრომლობისა და მათი საზღვარგარეთ პარტნიორობის ფარგლებში, თუ კი უცხოელზე სამუშაოს შესრულების შეთავაზება დადასტურებულია სათანადო დასაქმების ორგანოს მიერ;  

- ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან ევროკავშირისგან დამოუკიდებელი ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრი სახელმწიფოს ან შვეიცარიის კონფედერაციის უმაღლესი სასწავლებლების ან ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტები, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს ამ სასწავლებელთა წესდებით ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული პროფესიული სტაჟირების მიღების ფარგლებში, იმ პირობით, რომ გააჩნიათ ამგვარ სტაჟირებაზე გაგზავნის ნებართვა უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლიდან;  

- კულტურისა და საგანმანათლებლო ურთიერთგაცვლის პროგრამებში, ჰუმანიტარული დახმარების ან განვითარების ანდა სტუდენტთათვის, შრომის სფეროსთან დაკავშირებულ მინისტრთან შეთანხმებით, სათანადო  სეზონურ სამუშაოთა პროგრამების მონაწილენი; 

- პოლონეთის საშუალო სკოლის ზემოთ, უმაღლესი სტაციონარული, ან პოლონეთის სასწავლებლების სადოქტორო სტაციონარული, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტების ნორმატიულ ბაზაზე დაფუძნებული ინსტიტუტების კურსდამთავრებულები; 

- მეცნიერ-მუშაკები, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს ორგანიზაციებში, რომელთა შესახებ საუბარია სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტების შესახებ ნორმატიულ აქტებში; 

- საზღვარგარეთ მყოფი დამსაქმებლისგან პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დელეგირებული პირები, რომელთა ყოფნის ვადა არ აღემატება კალენდარული წლის 3 თვეს და თუ კი უზრუნველყოფილნი არიან საზღვარგარეთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილით, მიზნით:   

- სამონტაჟო, სამეურნეო ან შეკეთების სამუშაოს შესასრულებლად, მოწოდებული ტექნოლოგიური აღჭურვილობის, კონსტრუქციების ან სხვა მანქანა-დანადგარების უზრუნველსაყოფად თუ კი საზღვარგარეთ მყოფი დამსაქმებელი მათი მწარმოებელია, 

- შეკვეთილი აღჭურვილობის, მანქანების, სხვა ხელსაწყოების მისაღებად, თუ კი მათი მიმწოდებელი პოლონური მწარმოებელია, 

- პოლონეთის დამსაქმებლის მუშაკთა სასწავლებლად, რომელიც აღჭურვილობის, კონსტრუქციების, მანქანებისა თუ სხვა ამგვარის (საუბარია პოზ. A-ში) მიმღებია, მისი მომსახურების ან ექსპლუატაციის ფარგლებში, 

- სავაჭრო ობიექტების მონტაჟისა და დემონტაჟის, აგრეთვე მათზე ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად, თუ კი გამოფენის მომწყობი საზღვარგარეთ მყოფი დამსაქმებელია, რომელიც ახორციელებს მათ დელეგირებას ამ მიზნით; 

- ევროპულ პარლამენტში დეპუტატის ფუნქციებთან დაკავშირებულ სამუშაოზე მივლინებული; 

- ჰუმანიტარული მიზეზით ჩამოსვლის მიზნით გაცემული მოქმედი ვიზის მფლობელები (ჰუმანიტარული ვიზა),  სახელმწიფოს ინტერესებიდან ან საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე; 

- მოქმედი ვიზის, ანოტაციით „Poland. Business Harbor“ მფლობელები 

- გაერთიანებული ევროპული ეკონომიკური სივრცისა და თურქეთის მიერ 1963 წლის 12 ივნისს ანკარაში ხელმოწერილი შეთანხმებიდან (სამ. მაცნე, WE L 217 z 29.12.1964, გვ. 3687; სამთ. მაცნე. ევროკავშირის (UE) სპეციალური პოლონური გამოცემა, ნაწ. 11, ტ. 11, გვ. 10)  გამომდინარე ნორმატიული აქტების საფუძველზე მოქმედი ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. 

 

ყურადღება! ზემოაღნიშნული ჩამონათვალი არ ამოწურავს ყველა შემთხვევას, რომელშიც უცხოელებს შეუძლიათ სამუშაოს შესრულება სამუშაოზე აუცილებელი ნებართვის მიღების გარეშე. დამატებით რაიმე საკითხის გასარკვევად გთავაზობთ ჩვენს მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო-სატელეფონო დახმარებას ან შრომის ბაზარზე დასაქმებისა და ინსტიტუციების საქმიანობის შესახებ კანონის ნორმატიული აქტების ასევე შრომისა და სოცუზრუნველყოფის პოლიტიკის მინისტრის 2015 წლის 21 აპრილის განკარგულების ანალიზს, რომლებიც შეეხება უცხოელზე სამუშაოს შესრულების დაკისრების შესაძლებლობას პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამუშაოს შესრულების ნებართვის მოპოვების აუცილებლობის გარეშე.     

 

 

სომხეთის, ბელარუსიის, საქართველოს, მოლდოვასა  და უკრაინის მოქალაქეები 

 

ამ ქვეყნების მოქალაქეები თავისუფლდებიან სამუშაო ნებართვის მიღების ვალდებულებისაგან, განურჩევლად იმ სუბიექტების რაოდენობისა, რომლებიც მათ ანდობენ სამუშაოს შესრულებას, წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, თუ უცხოელის სამუშაოს დაწყებამდე პოვიატის შრომის ოფისმა დაარეგისტრირა ამ სუბიექტის განცხადება უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ. 

 

დაწვრილებითი ინფორმაცია განაცხადების შეტანის თაობაზე ხელმისაწვდომია უცხოელზე სამუშაოს შესრულების მინდობილობის განაცხადი-ს დანართში.     

 

 

 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
What is the sum of 2 and 2?