+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

პოლონეთის მოქალაქეობა - ძირითადი ინფორმაცია

პოლონეთის მოქალაქეობის მოპოვების გზები  

პოლონეთის მოქალაქეობის მოპოვება შესაძლებელია: 

  • - კანონის ძალით/ავტომატურად; 
  • - პოლონეთის მოქალაქეობის მინიჭებით (პრეზიენტის მიერ); 
  • - პოლონეთის მოქალაქედ ცნობით/აღიარებით; 
  • - პოლონეთის მოქალაქეობის აღდგენის გზით. 

ორმაგი მოქალაქეობა 

პოლონეთის მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს როგორც პოლონეთის, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. 

ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში (პოლონეთისა და სხვა ქვეყნის), მას იგივე უფლებები და მოვალეობები აქვს პოლონეთის მიმართ, როგორც პირს, რომელსაც აქვს მხოლოდ პოლონეთის მოქალაქეობა. ეს ნიშნავს, რომ ასეთ პირს პოლონეთის ხელისუფლების მიმართ არ შეუძლია დაეყრდნოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას და მისგან წარმოშობილ უფლებებსა და მოვალეობებს. 

პირი, რომელიც ითხოვს პოლონეთის მოქალაქედ აღიარებას, მოქალაქეობის მინიჭებას ან აღდგენას, ვალდებული არ არის უარი თქვას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე. 

პოლონეთის მოქალაქეობის მოპოვების პროცედურის დაწყებამდე გასათვალისწინებელია, თუ როგორ არეგულირებს განმცხადებლის წარმოშობის ქვეყანა ორმაგი მოქალაქეობის საკითხს. ზოგიერთი ქვეყანა არ ცნობს ორმაგ მოქალაქეობას და როდესაც ადამიანი მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, მან შეიძლება ავტომატურად დაკარგოს წინანდელი მოქალაქეობა. ამიტომ რეკომენდირებულია, კარგად გაეცნოთ ორმაგი მოქალაქეობის მარეგულირებელ კანონებს როგორც პოლონეთში ასევე წარმოშობის ქვეყანაში. 

 

მოქალაქეობის დაკარგვა 

პოლონეთის მოქალაქეობის დაკარგვის ერთადერთი გზაა მასზე უარის თქმა. თავად სახელმწიფოს არ შეუძლია პირს ჩამოართვას მოქალაქეობა. პოლონეთის მოქალაქეს შეუძლია დაკარგოს პოლონეთის მოქალაქეობა მხოლოდ საკუთარი თხოვნის საფუძველზე, პოლონეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ პრეზიდენტის თანხმობის მიღების შემდეგ. 

განცხადება პოლონეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ წარდგენილი უნდა იქნას პირადად ან გაიგზავნოს ფოსტით (ოფიციალურად დამოწმებული ხელმოწერით) ვოევოდას ან კონსულის მეშვეობით. 

პოლონეთის მოქალაქეობის დაკარგვა ხდება პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამოცემის დღიდან 30 დღის შემდეგ იმ პირობით, თუ პრეზიდენტი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების აღსრულების 30 დღეზე ნაკლებ ვადას. 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please calculate 6 plus 3.