+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

პოლონეთის მოქალაქეობის მინიჭება (პრეზიენტის მიერ)

პოლონეთის მოქალაქეობის პირისთვის მინიჭება შეუძლია პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს. გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს არ აქვს განსაზღვრული არანაირი პირობა, რომელსაც უცხოელი უნდა აკმაყოფილებდეს პოლონეთის მოქალაქეობის მისაღებად. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტს შეუძლია პოლონეთის მოქალაქეობა მიანიჭოს ნებისმიერ უცხოელს, იმისდა მიუხედავად, თუ რამდენი ხნით ცხოვრობს იგი პოლონეთში. 

ყურადღება! პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანიჭებს პოლონეთის მოქალაქეობას ან უარს ამბობს მის მინიჭებაზე გადაწყვეტილების სახით, რომელიც არ საჭიროებს დასაბუთებას და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. პოლონეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხებში არ გამოიყენება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის დებულებები, გარდა კორესპონდენციის მიწოდების შესახებ. 

პროცედურა 

პოლონეთის მოქალაქეობის მინიჭება ხდება უცხოელის მოთხოვნით, განაცხადის საფუძველზე. განაცხადი (გარკვეული შეზღუდვებით, რომლებიც აღწერილია ქვემოთ) პრეზიდენტთან იგზავნება პოლონეთში ლეგალურად მცხოვრები უცხოელის მიერ. განაცხადი უნდა გაიგზავნოს განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის ვოევოდას შუამავლობით/მეშვეობით. თუ უცხოელი არ იმყოფება პოლონეთში, განაცხადი უნდა წარედგინოს შესაბამის საკონსულოს. 

ყურადღება! თუ უცხოელი პოლონეთში იმყოფება ვიზის საფუძველზე ან სარგებლობს უვიზო მიმოსვლით, მას შეუძლია განაცხადი წარადგინოს მხოლოდ მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი პოლონეთის კონსულის მეშვეობით. 

განაცხადი უნდა იქნას წარდგენილი პირადად ან გაიგზავნოს ფოსტით. უცხო ენაზე გაცემულ დოკუმენტებთან ერთად განაცხადს თან უნდა დაერთოს აღნიშნული დოკუმენტების ნაფიცი თარჯიმნის ან პოლონეთის კონსულის მიერ დამოწმებული თარგმანი პოლონურ ენაზე. 

პოლონეთის მოქალაქეობის მინიჭების განაცხადის ფორმა და პროცედურის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://migrant.wsc.mazowieckie.pl/pl/procedury/nadanie-obywatelstwa-polskiego. 

დაიმახსოვრეთ! პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, რადგან (პოლონეთის მოქალაქედ აღიარების პროცედურის მსგავსად) მისი დაუყოვნებლივ განხილვის ვალდებულება არ არსებობს (პოლონეთის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის დებულებები ამ შემთხვევაში არ განიხილება). პირი, რომელსაც სურს პოლონეთის მოქალაქეობის მინიჭების გზით მოპოვება, ვალდებულია დაასაბუთოს თავისი განაცხადი და წარმოადგინოს მნიშვნელოვანი მიზეზები თუ რატომ უნდა მიენიჭოს მას პოლონეთის მოქალაქეობა. 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
What is the sum of 4 and 9?