+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

პოლონეთის მოქალაქეობის ფლობის ან დაკარგვის დადასტურება

ყველას, ვინც ფლობს ან ფლობდა პოლონეთის მოქალაქეობას, შეუძლია ნებისმიერ დროს წარადგინოს განაცხადი პოლონეთის მოქალაქეობის ფლობის ან დაკარგვის დადასტურების თაობაზე. 

პროცედურა 

განაცხადი უნდა წარედგინოს პოლონეთში საცხოვრებელი ადგილის ან ბოლო საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ვოევოდას. საცხოვრებელი ადგილის არარსებობის შემთხვევაში - მაზოვიეცის ვოევოდას. თუ უცხოელი ცხოვრობს საზღვარგარეთ, მას განაცხადის წარდგენა შეუძლია საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი (უფლებამოსილი) კონსულის მეშვეობით. 

ყურადღება! კანონის თანახმად, დაინტერესებული პირი/განმცხადებელი ვალდებულია წარმოადგინოს მონაცემები, ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება დადგინდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი სტატუსი განმცხადებლის მიერ პოლონეთის მოქალაქეობის ფლობის (ან არ ფლობის) თაობაზე. 

განაცხადის ფორმა და დამატებითი ინფორმაცია აუცილებელი დოკუმენტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://migrant.wsc.mazowieckie.pl/pl/procedury/potwierdzenie-posiadania-lub-utraty-obywatelstwa-polskiego 

საფასური 

პოლონეთის მოქალაქეობის ფლობის ან დაკარგვის დამადასტურებელი გადაწყვეტილების გაცემის საფასური შეადგენს 58 ზლოტს. 

გასაჩივრების პროცედურა 

ვოევოდას გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროში (ვოივოდის შუამავლობით) უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის ვადაში. 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
What is the sum of 8 and 9?