+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

მცირე სასაზღვრო მიმოსვლა

მცირე სასაზღვრო მიმოსვლა,  ესაა  ორი ქვეყნის სასაზღვრო ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის გამარტივებული ფორმა. მის ფარგლებში, სასაზღვრო ზონაში მაცხოვრებლებს, მეორე ქვეყნის სასაზღვრო ზონაში ყოფნის მიზნით, შეუძლიათ  ვიზის გარეშე, რეგულარულად გადაკვეთონ საზღვარი. ასეთი ვიზიტები შეიძლება განხორციელდეს სოციალური, კულტურული და ოჯახური მიზეზებისა გამო, ან დასაბუთებული ეკონომიკური მიზეზებით (მაგრამ არა ანაზღაურებადი საქმიანობის განსახორციელებლად). 

სასაზღვრო ზონის მაცხოვრებლებად ითვლებიან ის პირები,  რომელსაც აქვთ, სასაზღვრო ზონაში არანაკლებ სამწლიანი პერიოდის, მუდმივი ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი,   ასევე მათი მეუღლეები და შვილები (სრულწლოვანები და არასრულწლოვანები), რომელებიც მათ კმაყოფაზე არიან  

ამჟამად მცირე სასაზღვრო მიმოსვლა მოქმედებს, პოლონეთსა და შემდეგ ქვეყნებს შორის: 

  • - უკრაინა -  სასაზღვრო ზონა მოიცავს 30 კილომეტრს საერთო საზღვრიდან; 
  • - კალინინგრადის ოლქი - რუსეთის მხრიდან მცირე სასაზღვრო მიმოსვლით შეუძლია ისარგებლოს კალინინგრადის ოლქის ყველა მაცხოვრებელს, ხოლო პოლონეთის მხარიდან, პომორსკის და ვარმინსკო-პომორსკის ვოევოდის მაცხოვრებლების მნიშვნელოვან ნაწილს.  

ბელორუსთან მიმდინარეობს მოლაპარაკება მცირე სასაზღვრო მიმოსვლის შესახებ. 

მცირე სასაზღვრო მიმოსვლით სარგებლობის საფუძველია, დოკუმენტი, რომელსაც ნებართვა ჰქვია.  

ნებართვას გასცემს: 

  • - უკრაინელების შემთხვევაში პოლონეთის რესპუბლიკის კონსული ლვოვში და ლუცკში.  
  • - რუსების შემთხვევაში -  პოლონეთის რესპუბლიკის კონსული კალინინგრადში.  

 პირს, რომელიც საზღვარს გადაკვეთავს მცირე სასაზღვრო მიმოსვლის ნებართვის საფუძველზე, შეუძლია განსაზღვრულ სასაზღვრო ზონაში დარჩეს ერთჯერადად 60 დღით უკრაინელების შემთხვევაში, და 30 დღით რუსების შემთხვევაში, ათვლა იწყება პირველი დღიდან, თუმცა დღეეების საერთო რაოდენობამ პირველი ვიზიტის დღიდან, არ შეიძლება 90 დღეს გადააჭარბოს 6 თვის განმავლობაში. ნებართვით საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით.  

ნებართვის მოპოვების მიზნით, განაცხადი უნდა შეიტანოთ საკონსულოში და წარადგინოთ მცირე სასაზღვრო მიმოსვლის საფუძველზე საზღვრის ხშირი გადაკვეთის მიზეზი. განცხადებას ასევე თან უნდა დაურთოთ: 

  • - მოთხოვნების შესაბამისი ორი ფოტოსურათი; 
  • - მოქმედი სამოგზაურო დოკუმენტი; 
  • - სასაზღვრო ზონაში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგალითად შიდა პასპორტი, ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე); 
  • - საზღვრის ხშირი გაკვეთის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

 

განცხადების მიღების და განხილვის საფასურია 20 ევრო. გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველი პირები და 18 წლამდე ასაკის ბავშვები უკრაინის შემთხვევაში, და 16 წლამდე ასაკის რუსეთის შემთხვევაში.  

პირველი ნებართვა გაიცემა ორი წლით, თუმცა ნებართვა ვერ იქნება სამოგზაურო დოკუმენტის მოქმედების ვადაზე უფრო ხანგრძლივი.  

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please calculate 6 plus 9.