+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

საზღვრის გადაკვეთა - ძირითადი ინფორმაცია

სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელია მხოლოდ ამისთვის სპეციალურად განსაზღვრულ  ადგილზე - სასაზღვრო-გამტარ  პუნქტებში. 

საზღვრის კვეთისას გახსოვდეთ, რომ პოლონეთში შესვლისას, ასევე შედიხართ ევროკავშირის ტერიტორიაზე და შენგენის ზონაში.  


ძირითადი დოკუმენტები 

 პოლონეთის ტერიტორიაზე შემომსვლელ უცხოელს უნდა ჰქონდეს. 

  1. პასპორტი, ან სხვა მოქმედი სამოგზაურო დოკუმენტი;
  2. მოქმედი ვიზა, (მეტ ინფორმაციას  ვიზის შესახებ ნახავთ ქვეთავში ვიზა), ან სხვა მოქმედი დოკუმენტი, რომელიც პოლონეთში ტეროტორიაზე შესვლის და დარჩენის უფლებას იძლევა. (მაგალითად ბინადრობის მოწმობა -  მეტი ინფორმაცია ქვეთავში) ამ დოკუმენტების ფლობის საჭიროების შემთხვევაში.


ყურადღება! ევროკავშირის ასევე ნორვეგიის, ისლანდიის, ლიხტენშტაინის ან შვეიცარიის მოქალაქეების შემთხვევაში, საჭიროა მხოლოდ სამოგზაურო დოკუმენტი ან პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი.  


ყურადღება! პოლონეთის ტერიტორიაზე, უვიზო მიმოსვლის ფარგლებში შესვლის შემთხვევაში, (კლასიფიცირდება, როგორ მოკლევადიანი ვიზიტი) მოწმდება არამხოლოდ პასპორტის მოქმედების ვადა, არამედ ისიც, გამოიყენა თუ არა პირმა, შენგენის ზონაში ყოფნის ლიმიტი - 90 დღე, 180 დღის განმავლობაში.  უნდა გვახსოვდეს, რომ მოკლევადიანი ვიზიტის  პერიოდში: 

- ითვლება ის დღეებიც, რომელიც გატარებულია შენგენის ვიზის ან უვიზო მიმოსვლის ფარგლებში, ასევე ბინადრობის ნებართვის მოპოვების პროცედურის დრო (ე. წ. პასპორტში დასმული ბეჭდის საფუძველზე) და წინა, საჭირო დოკუმენტების გარეშე, წესების დარღვევით ყოფნის პერიოდიც.  

-არ ითვლება დღეები, რომელთა პერიოდშიც უცხოელი ბინადრობის ნებართვის ან ეროვნული ვიზის საფუძველზე იმყოფება 

ყურადღება! ზოგიერთი ქვეყენის მოქალაქეებს (მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, არგენტინა), პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანებამდე დადებული უვიზო მიმოსვლის მარეგულირებელი ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, განმეორებით შეუძლიათ პოლონეთის ტერიტორიაზე შემოსვლა, 180-დღიანი ლიმიტის დაცვის გარეშე. იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით, მათ შორის, ლიმიტის დაცვის  გარეშე ნახავთ აქ: https://udsc.gov.pl/cudzoziemcy/obywatele-panstw-trzecich/chce-przyjechac-do-polski/czy-potrzebuje-wizy/ 

  1. პოლონეთის ტერიტორიაზე სატრანზიტო გავლით სხვა ქვეყანაში ვიზიტის შემთხვევაში - სხვა ქვეყანაში შესვლის ნებართვა ან ბინადრობის მოწმობა. 

 

ვიზიტის მიზანი და პირობები 

 პოლონეთის საზღვრის გადაკვეთისას, უცხოელს უნდა შეეძლოს ვიზიტის მიზნის და პირობების დასაბუთება, მაგალითად: 

თუ უცხოელი პოლონეთში სამუშაო მიზნით ჩამოდის,  ვიზიტის მიზანს, სასაზღვრო კონტროლისას  სამუშაო ნებართვის, სეზონურ სამუშაოზე მუშაობის ნებართვის, დასაქმების ცნობის ან შრომითი ხელშეკრულების (ფლობის შემთხვევაში) წარდგენით დაასაბუთებს. თუ უცხოელი იმ პირთა კატეგორიას განეკუთვნება, ვინც სამუშაო ნებართვის ფლობის ვალდებულების გათავისუფლებულია, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს.  (მაგალითად, პოლონური უმაღლესი სასწავლებლის  დიპლომი (სწავლის ფორმა-დასწრებული)). 


 დაზღვევა და ფინანსური რესურსები 

სასაზღვრო პოლიციას, უფლება აქვს უცხოელს შემდეგი დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვოს: 

1 . შესაბამისი, მოქმედი სამედიცინო დაზღვევა, მინიმუმ 30,000 ევროიანი სადაზღვევო ლიმიტით, შეძენილი შესაბამისი კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელ სადაზღვევო კომპანიაში. მათი სია მოცემულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე: https://www.gov.pl/web/dyplomacja/wizy დაზღვევა უნდა ფარავდეს ყველა იმ ხარჯს, რომელიც  ამ ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში შეიძლება წარმოიშვას სამედიცინო მიზეზებით უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, ასევე იმ ხარჯებს, რომელიც ეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროებას, უეცარ ჰოსპიტალურ მკურნალობას, ან გარდაცვალებას.  

სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ქონა პოლონეთში ყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე, ასევე ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც სამუშაო ვიზის მიღება სურთ, აქამდე, მათ შეეძლოთ დაზღვევა ჰქონოდათ დასაქმებასთან დაკავშირებული დაზღვევის მიღებამდე. 

 

  1. საკმარისი ფინანსური რესურსების ფლობა, როგორც პოლონეთში ყოფნის პერიოდში ხარჯების დასაფარად, ასევე სამშობლოში დასაბრუნებლად. 

თანხის ოდენობა დამოუკიდებულია პოლონეთში დაგეგმილი ვიზიტის ხანგრძლივობაზე და შეადგენს: 

 

-300 ზლოტს, თუ დაგეგმილი პერიოდი არ აღემატება 4 დღეს. 

- 75 ზლოტს ყოველ დღეზე, თუ დაგეგმილი პერიოდი აჭარბებს 4 დღეს.  


თანხის ოდენობა დამოუკიდებულია უცხოელის წარმომავლობის ქვეყანაზე - უკან დასაბრუნებელი ბილეთისთვის საჭირო თანხის ოდენობის თვალსაზრისით. თუ უცხოელს უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ აქვს, საზღვრის კვეთისას უნდა ჰქონდეს: 

 

-200 ზლოტი, თუ პოლონეთის მოსაზღვრე ქვეყნიდან შემოვიდა.  

-500 ზლოტი, თუ ევროკავშირის  წევრი ქვეყნიდან შემოვიდა, გარდა ზემოთ მითითებულისა,  

-2500 ზლოტი, თუ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან შემოვიდა. 

 

 ყურადღება! უცხოელებს ყოველთვის არ აქვთ ფინანსური რესურსების  ფლობის  დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება. ამ ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ისინი, ვინც საზღვარს კვეთენ: 

-გაცემული სამუშაო ვიზის საფუძველზე, 

-პოლონელის ბარათით  მინიჭებული უფლებების გამოყენების მიზნით გაცემული ვიზის საფუძველზე 

-ბინადრობის მოწმობის საფუძველზე 


 ყურადღება! მათ, ვინც პოლონეთის ტერიტორიაზე შემოდის სწავლის დაწყების ან გაგრძელების, სამეცნიერო კვლევებში ან ტრენინგებში მონაწილეობის მიღების, ან განვითარების სამუშაოების ჩატარების მიზნით, უნდა ჰქონდეთ  ფინანსური რესურსები მინიმუმ 1270 ზლოტის ოდენობით, დაგეგმილი პერიოდის პირველ ორ თვეზე. 



 

ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა 

 პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი უცხოელს იმ პირობებშიც შეიძლება ეთქვას, თუ მას შესვლის უფლების დამდასტურებელი დოკუმენტები აქვს, მათ შორის მოქმედი ვიზა.  


პირს უარი შეიძლება ეთქვას, მათ შორის იმ სიტუაციებში, როცა: 

- ვერ წარადგინა, ვიზიტის მიზნის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტები; 

- უკვე გამოიყენა შენგენის ტერიტორიაზე დარჩენის 90 დღიანი პერიოდი 180 დღეზე ( თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული); 

- აქვს ყალბი ან გადაკეთებული სამოგზაურო დოკუმენტი ან ბინადრობის მოწმობა; 

- არ აქვს სამედიცნო დაზღვევის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

- არ აქვთ პოლონეთში ყოფნის პერიოდისა და უკან დაბრუნებისთვის საჭირო ფინანსური რესურსები.  

 

 შესვლაზე უარის თქმის გადაწვეტილებას იღებს სასაზღვრო პოლიციის ერთეულის მეთაური. სამოგზაურო დოკუმენტში აღირიცხება შესვლაზე უარის თქმა და ასევე იწერება უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.  

ყურადღება! შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას. სასაზღვრო პოლიციის ერთეულის მეთაურის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასაზღვრო პოლიციის მთავარ ხელმძღვანელთან. 

 

სასაზღვრო პოლიციის ქმედების გასაჩივრება 

სასაზღვრო პოლიციას, საპასპორტო კონტროლის დროს, არ აქვს დისკრიმინაციის უფლება სქესის, რასის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის ან შეზღუდული შესაძლებლობების გამო.  

შესაძლებელია საჩივრის შეტანა იმ სასაზღვრო პოლიციის იმ თანამშრომლის  წინააღმდეგ, რომელიც არასათანადოდ იქცეოდა. 

 იმისათვის, რომ საჩივარი განხილული იქნეს, აუცილებელია დაურთოთ - მოსარჩელის სახელი და გვარი, ზუსტი მისამართი, შემთხვევის ზუსტი აღწერა და  სასაზღვრო პოლიციის იმ თანამშრომლის სახელი და გვარი, რომლის წინააღმდეგაც არის საჩივარი. საჩივარი, სადაც არ არის მითითებული მოსარჩელის სახელი, გვარი და მისამართი, არ ექვემდებარება განხილვას.  

 

საჩივარი შეგიძლიათ შეიტანოთ შემდეგ მისამართებზე: 

  • - წერილობით, სასაზღვრო პოლიციის მთავარ განყოფილებაში -მისამართზე, ვარშავა, ნიეპოდლეგვოშჩის გამზირი 100, 
  • - ონლაინ, მისამართზე  skargi.bk.kg@strazgraniczna.pl 
  • - ePuap-ის მეშვეობით (საჯარო მმართველობის სერვისების ელექტრონული პლატფორმა) 
  • - ზეპირად საჩივრის ოქმში 

სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის გასაჩივრება შესაძლებელია ომბუნდსმენთანაც:
სოლიდარნოშჩის გამზირი 77,   00-090, ვარშავა ან  https://www.rpo.gov.pl/wniosek/ 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please add 3 and 1.