+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

ვიზა

ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეები, რომელთაც უვიზო მიმოსვლით არ შეუძლიათ ისარგებლონ, და არ აქვთ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, (მაგალითად ბინადრობის მოწმობა),   ვალდებულნი არიან ჰქონდეთ ვიზა.   ვიზა ადასტურებს ქვეყნის ხელისუფლების თანხმობას კონკრეტული პირის მის ტერიტორიაზე  შესვლასა და  ყოფნაზე. 

ყურადღება! სასაზღვრო პოლიციამ, მოქმედი ვიზის მფლობელ პირს,  პოლონეთის ტერიტორიაზე შეშვებაზე შეიძლება უარი უთხრას (მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას ვერ შეძლებს). ვიზა ასევე შეიძლება გაუქმდეს ან ბათილად იქნეს ცნობილი საზღვარზე. 

 

 ვიზის სახეობა 

უცხოელმა შეიძლება მიიღოს შენგენის, ან ეროვნული ვიზა. 

შენგენის ვიზა, აღნიშნული C სიმბოლოთი - ეს ვიზა გაიცემა იმ პირთათვის, რომლებიც პოლონეთში ან შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში აპირებენ დარჩენას არაუმეტეს 90 დღისა ყოველ 180 დღიან პერიოდში. პერიოდის ათვლა იწყება პირველი შემოვლის თარიღიდან. 

ამ კატეგორიის ვიზა გაეცემა, ასევე მათ, ვინც შენგენის ზონაში ტრანზიტულად გადაადგილდება (მატარებლით, მანქანით). 

ეროვნული ვიზა, აღნიშნული D სიმბოლოთი - იძლევა პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლის და უწყვეტად ყოფნის, ან რამდენიმე შესვლის უფლებას 3 თვეზე მეტი პერიოდით. ეროვნული ვიზის მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ერთ წელს. ეროვნული ვიზის საფუძველზე განსაზღვრული დარჩენის პერიოდი, დამოკიდებულია ვიზიტის მიზეზზე (თუ უცხოელის მიერ მოცემული მიზეზი, მიანიშნებს იმაზე, რომ პოლონეთში ერთ წელზე ნაკლები დროით იქნება, ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დარჩენის საშუალება ექნება, იქნება უფრო მოკლე, ვიდრე ეროვნული ვიზის მოქმედების ვადა.) 

ვიზა გაიცემა შესაბამისი მიზნით. ვიზის გაცემის მიზანი, მოცემულია ვიზის სტიკერზე მოცემული ციფრებიდან ერთი-ერთის მეშვეობით.  შენგენის, ან ეროვნული ვიზის გაცემის მიზანი შეიძლება იყოს შემდეგი:  

1) "01" ტურიზმი; 

2) „02“ ოჯახის ან მეგობრების მონახულება; 

3) „03“ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა; 

4) „04“ ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა; 

5) „05ა“ სამუშაოს შესრულება რეესტრში შეტანილი უცხოელისათვის სამუშაოს მინდობის შესახებ დეკლარაციის საფუძველზე; 

6) „05ბ“ სეზონური სამუშაოების შესრულება კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 9 თვის განმავლობაში; 

7) „06“ მე-5 და მე-5 ა პუნქტებით განსაზღვრულისგან განსხავავებული სამუშაოს შესრულება (შრომის ნებართვის საფუძველზე); 

8) „07“ კულტურული საქმიანობის წარმართვა ან კონფერენციებში მონაწილეობა; 

9) „08“ უცხო სახელმწიფო ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ სამსახურებრივი დავალებების შესრულება; 

10) „09“ სწავლების პირველი და მეორე საფეხურის ან ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის დასრულება ან დოქტორანტურაზე სწავლა; 

11) „10” პროფესიული ტრენინგი; 

12) „11” მე-9 და მე-10 პუნქტებში მითითებული ფორმებისგან განსახვავებული ფორმის ტრენინგი ან სწავლა (მაგალითად კოლეჯში სწავლა); 

13) „12” დიდაქტიკური; 

14) ”13” სამეცნიერო კვლევითი ან განვითარებითი სამუშაოების ჩატარება; 

15) „13a” სტაჟირების გავლა; 

16) „13b” ევროკავშირის მოხალისეობრივ პროგრამაში მონაწილეობის მიღება; 

17) „14”  მკურნალობა; 

18) „15” ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოს, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი სახელმწიფოს - ევროპის ეკონომიკური ზონის ხელშეკრულების მონაწილე მხარეების ან შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქესთან შეერთების ან მასთან ყოფნის მიზნით. 

19) „16” კულტურულ ან საგანმანათლებლო , ჰუმანიტარული დახმარების, ან საზაფხულო სამუშაო პროგრამაში მონაწილეობის მიღება; 

20) „17” პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩამოსვლა როგორც რეპატრიანტის უახლოესი ოჯახის წევრი; 

21) „17a” პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა, როგორც პოლონეთში მცხოვრები პირის უახლოესი ოჯახის წევრისა, რომელსაც პოლონეთში მუდმივი ბინადრობის უფლება მოპოვებული აქვს პოლონელის ბარათის საფუძველზე; 

22) „17b“  დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქესთან გაერთიანების ან მასთან ყოფნის მიზნით, რომელზეც საუბარია ევროკავშირიდან გასვლის ხელშეკრულების  მე-10 მუხლში, პუნქტი  1, ბ და დ ქვეპუნქტებში.  

23) „18“ პოლონელის ბარათის ფლობიდან გამომდინარე უფლებების განხორციელება; 

24) „19“ რეპატრიაცია; 

25) „20“ დროებითი დაცვით სარგებლობა; 

26) „21“ ჩამოსვლა ჰუმანიტარული მიზნით, რომელიც გამომდინარეობს სახელმწიფოს ინტერესებიდან ან საერთაშორისო ვალდებულებებიდან; 

27) „22“ დროებითი ბინადრობის ნებართვის განხორციელება ოჯახის გაერთიანების მიზნით;  

28) „22ა“ დროებითი ბინადრობის ნებართვის განხორციელება შიდაკორპორაციული გადაადგილების ფარგლებში სამუშაოს შესასრულებლად; 

29) „22b” ოჯახური ცხოვრების წარმართვის შესახებ დებულებებთან დაკავშირებით გაცემული დროებითი ბინადრობის ნებართვის განხორციელება. 

30) „23” განსხვავებული მიზნით, გარდა იმ მიზნებისა, რომლებიც განსაზღვრულია ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებში  

ყურადღება! ზოგიერთ ზემოთ მოცემულ შემთხვევაში შეიძლება გაიცეს მხოლოდ შენგენის, ან მხოლოდ ეროვნული ვიზა. მაგალითად ტრანზიტის შემთხვევაში (პუნქტი ნომერი 14 და 15) გაიცემა მხოლოდ შენგენის ვიზა. მხოლოდ ეროვნული ვიზა გაიცემა, მათ შორის, პოლონელის ბარათის ფლობით მინიჭებული უფლებების სარგებლობის მიზნით  

ყურადღება! სავიზო სტიკერზე, გაცემის მიზნის გვერდით, თავსდება სხვადასხვა შენიშვნა როგორიცაა “სტუდენტი”, “მეცნიერი”, “სტაჟიორი”, “მოხალისე” - გაცემული მიზნის შესაბამისად.  

ყურადღება! უცხოელი ვალდებულია დატოვოს პოლონეთის ტერიტორია, ვიზით განსაზღვრული ყოფნის პერიოდის დასრულებამდე, ასევე ვიზის მოქმედების ვადის გასვლამდე, იმ შემთხვევაში თუ არ აქვს  პოლონეთში ყოფნის ნებადამრთველი  სხვა დოკუმენტი - რა განსხვავებაა ვიზის მოქმედების ვადასა და ვიზის საფუძველზე  პოლონეთში ყოფნის ხანგრძლივობას შორის? - > 

 

პოლონეთის ვიზის მიღება - პროცედურა 

 

ვიზა მიიღება პოლონეთში წასვლამდე, შესაბამის საელჩოში ან საკონსულოში. განცხადებას განიხილავს ის საკონსულო ან დიპლომატიური განყოფილება, სადაც განაცხადის შეტანა ხდება ტერიტორიული კომპეტენციის მიხედვით.  

 

ყურადღება! ეროვნული ვიზა სამუშაოს შესრულების მიზნით, გაიცემა უცხოელის მუდმივ საცხოვრებელ ქვეყნაში, შესაბამისი კონსულის მიერ.  

ვიზიტის დასაჯავშნად, როგორც წესი, საჭიროა სავიზო განაცხადის ფორმის შევსება  სისტემაში e-konsulat:  https://secure.e-konsulat.gov.pl/ 

ასევე შესაძლებელია VFS სავიზო ცენტრების მომსახურებით სარგებლობა. სამწუხაროდ, მსგავსი სერვისი, ყველა ქვეყანაში არ არის ხელმისაწვდომი. ამ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი ქვეყნების ტერიტორიაზე: 

 

ყურადღება! ორივე შემთხვევაში აუცილებელია ვიზის მისაღებად საჭირო  დოკუმენტების სრულად წარდგენა (ქვემოთ იხილეთ ინფორმაცია ამ დოკუმენტების შესახებ). ვიზიტის დაჯავშნამდე, სასურველია დაუკავშირდეთ იმ საკონსულოს ან სავიზო ცენტრს, სადაც განაცხადის შეტანას აპირებთ და დაადგინოთ, ზუსტად რა დოკუმენტებია საჭირო კონკრეტულ სიტუაციაში.  


 ძირითადი დოკუმენტები  

ვიზის მისაღებად აუცილებელი, ძირითადი დოკუმენტები 

- შევსებული და ხელმოწერილი სავიზო განაცხადი 

- სამოგზაურო დოკუმენტი; იმისათვის, რომ კონსულმა ვიზის გაცემა შესაძლოს, საჭიროა სამოგზაურო დოკუმენტში იყოს მინიმუმ ორი თავისუფალი გვერდი და გაცემული იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში.  

-  1 ან 2, მოთხოვნების შესაბამისი ფოტოსურათი; 

- სავიზო მოსაკრებელი (მოსაკრებლის ოდენობა დამოუკიდებულია ვიზის სახეობაზე და განმცხადებელი პირის მოქალაქეობაზე; თანხის გადახდა ხდება განაცხადის შეტანამდე, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება); 

- შესაბამისი, მოქმედი მინიმუმ 30,000 ევროიანი სადაზღვევო ლიმიტის მქონე სამედიცინო დაზღვევის ფლობის დოკუმენტი, შეძენილი შესაბამისი კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელ სადაზღვევო კომპანიაში. მათი სია მოცემულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე: https://www.gov.pl/web/dyplomacja/wizy დაზღვევა უნდა ფარავდეს ყველა იმ ხარჯს, რომელიც  ამ ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში შეიძლება წარმოიშვას სამედიცინო მიზეზებით უკან (სამშობლოში) დაბრუნებასთან დაკავშირებით, ასევე იმ ხარჯებს, რომელიც ეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროებას , უეცარ ჰოსპიტალურ მკურნალობას, ან გარდაცვალებას.  

 სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ქონა პოლონეთში ყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე, ასევე ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც სამუშაო ვიზის მიღება სურთ, აქამდე, მათ შეეძლოთ დაზღვევა ჰქონოდათ დასაქმებასთან დაკავშირებული დაზღვევის მიღებამდე. 

 ყურადღება! იმ შემთხვევაში თუ, უცხოელს აქვს ლეგალური სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით გაცემული სამედიცინო დაზღვევა, დაზღვევის აუცილებლობის პირობა (როგორც შენგენის, ისე ეროვნული ვიზის შემთხვევაში) შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს.  

 დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს: 

- ვიზიტის მიზანს (მაგალითად, სამუშაო ნებართვის ორიგინალი დოკუმენტი) 

- საკმარისი ფინანსური რესურსების ქონას, როგორც პოლონეთის ან შენგენის ტერიტორიაზე დაგეგმილი ვიზიტის პერიოდისთვის, ასევე უკან დასაბრუნებლად; 

- საცხოვრებელი ადგილის ქონას 

- ვიზის ვადის გასვლის შემდეგ, შენგენის (მათ შორის პოლონეთის) ტერიტორიის დატოვების მზაობას.  

- განაცხადში მითითებულ სხვა გარემოებებს 

 

ყურადღება! მოთხოვნილი დოკუმენტების რაოდენობა თუ სახეობა შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან საკონსულო ერთეულიდან გამომდინარე; ამიტომ, სავიზო განაცხადის შესატანად საჭირო დოკუმენტების სრული ჩამონათვალის მისაღებად, უმჯობესია დაუკავშირდეთ შესაბამის საკონსულო სამსახურს. 

 

ყურადღება! კონსულს აქვს უფლება, ვიზის გასაცემად საჭირო,   დამატებითი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით მოგმართოთ.  

 

გადაწყვეტილება ვიზის გაცემის ან უარის თქმის თაობაზე მიიღება განაცხადის შეტანიდან 15 დღის განმავლობაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება 60 დღემდე გახანგრძლივდეს.  

 

 სამუშაოს შესრულების მიზნით გაცემული ვიზა 

თუ უცხოელს, სამუშაოს შესრულების მიზნით სურს ვიზის მიღება, უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტების დედანი: 

- პოლონეთში მუშაობის ნებართვა, ან  

- დამსაქმებლის მიერ რეესტრში შეტანილი განაცხადი უცხოელის სამსახურში აყვანის შესახებ, ან 

- უცხოელის სეზონურ სამსახურზე  დასაქმების შესახებ რეესტრში  დარეგისტრირების ცნობა, ან  

- შრომითი ხელშეკრულება (ასეთის ფლობის შემთხვევაში), ასევე 

- თუ დამსაქმებელმა უკვე დააზღვია დაზღვევის ეროვნულ სააგენტოში, დაზღვევის ყოველთვიური გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგალითად, ZUS RCA. 

- დამსაქმებლის მონაცემები (ამონაწერი KRS-დან (სასამართლოს ეროვნული რეესტრი),ან  CEIDG-დან, ცენტრალური რეესტრი და ინფორმაცია ეკონომიკური საქმიანობის შესახებ)) 

 

თუ უცხოელს არ აქვს სამუშაო ნებართვის ფლობის ვალდებულება, მაშინ ამ დოკუმენტების სანაცვლოდ, საჭიროა წარადგინოს პოლონეთში ლეგალურად მუშაობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, (მაგალითად პოლონეთის უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომი, სწავლის ფორმა- დასწრებული) 

 

სამუშაო ვიზა, სამუშაო ნებართვაში ან განცხადებაში მითითებული ვადის შესაბამის პერიოდზე გაიცემა, თუმცა ვერ იქნება იმაზე ხანგრძლივი, ვიდრე შეიძლება იყოს მოცემული ტიპის ვიზა.  

ყურადღება! იმ შემთხვევაში, როცა სამუშაო ვიზა გაიცემა უცხოელის დასაქმების  შესახებ განცხადების საფუძველზე, ვიზის პერიოდი არ შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე 6 თვე 12 თვის განმავლობაში, პერიოდის ათვლა იწყება პირის პირველი ვიზიტის დღიდან.  

 

სავიზო პროცედურების გამარტივება ბელორუსის მოქალაქეებისთვის 

 პროგრამა Poland. Business Harbour (პოლონეთი. ბიზნეს-ნავსადგური) 

პროგრამა უმარტივებს IT სპეციალისტებს, სტარტაპებსა და სხვა კომპანიებს უპრობლემოდ გადაადგილებას პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე . პროგრამის საშუალებით, შეგიძლიათ ინფორმაციის მიღება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ დაიწყოთ სწრაფად და ეფექტურად ბიზნესი პოლონეთში და როგორ შეგიძლიათ მიიღოთ დახმარება ვიზის ასაღებად. ვიზის მფლობელებს ანოტაციით "Poland.Business Harbor" შეუძლიათ პოლონეთში მუშაობა ნებართვის გარეშე. 

 

იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც საჭიროა Poland.Business Harbour ვიზის მისაღებად: 

  1. ეროვნული ვიზის, შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი; 

2.მოქმედი, ბიომეტრიული ფოტოსურათი; 

3.პასპორტი - გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში, მოქმედი სულ მცირე სამი თვის ვადით უკან დაბრუნების დაგეგმილი თარიღიდან. პასპორტში დარჩენილი უნდა იყოს ვიზისათვის გათვალისწინებული მინიმუმ ორი თავისუფალი გვერდი; 

4.ვიზის მოქმედების პერიოდში მოქმედი სამედიცინო დაზღვევა (მინიმალური სადაზღვევო თანხა 30000 ევრო). 

  1. დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ მოგზაურობის მიზანს:
  • - თუ ხარ ფრილანსერი - ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან IT სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება 
  • - თუ იწყებ სტარტაპს - არასამთვრობო ორგანიზაცია Startup Hub Poland-ის მიერ, პროგრამაში  დაკვალიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი 
  • - თუ მცირე / საშუალო / მსხვილი საწარმო გაქვს - პოლონეთის ინვესტიციების და სავაჭრო სააგენტოს მიერ,  პროგრამაში დაკვალიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი. 

 დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.gov.pl/web/poland-businessharbour 

 

ჰუმანიტარული ვიზები 

ვიზის მისაღებად საჭიროა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: 

  1. 1. შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი ეროვნული ვიზის მისაღებად ფოტოსურათთან ერთად 
  1. მოქმედი პასპორტი, რომელიც გაცემულია ბოლო 10 წლის განმავლობაში, აქვს ორი თავისუფალი გვერდი და მოქმედია ვიზის ვადის გასვლიდან მინიმუმ სამი თვის განმავლობაში.  
  1. სამედიცინო დაზღვევა, რომელიც მოქმედებს იმ პერიოდის განმავლობაში, რომელ პერიოდშიც გსურთ ვიზის მიღება, 
  1. წერილობითი განაცხადი პოლონეთში ვიზის მიღების სურვილის შესახებ. 

 

ჰუმანიტარული ვიზა გაიცემა მაქსიმუმ ერთ წლის ვადით. ვიზის გაცემა უფასოა.  

 2020 წლის 1 დეკემბრიდან, ჰუმანიტარული ვიზის მფლობელებს უფლება აქვთ ლეგალურად  იმუშაონ პოლონეთში სამუშაო ნებართვის გარეშე. 


 უარი ვიზის გაცემაზე 

კონსულმა ვიზის გაცემაზე უარი შეიძლება თქვას იმ შემთხვევაში, თუ  

- პირს არ აქვს მოქმედი სამოგზაურო დოკუმენტი, ან სხვა დოკუმენტი, რომელიც შენგენის ზონის საზღვრის გადაკვეთის უფლებას იძლევა ; 

-პირს არ შეუძლია წარმოადგინოს დაგეგმილი ვიზიტის მიზანი და პირობები; 

- არსებობს საფუძველი ფიქრისა, რომ უცხოელის ქვეყანაში შესვლა და დარჩენა საფრთხის შემცველი იქნება თავდაცვის, უსაფრთხოების, ან სახელმწიფო წესრიგისთვის  ან შეიძლება დაარღვიოს პოლონეთის ინტერესები; 

- თუ პირმა ვიზის გაცემის პროცედურისას, მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან ვერ დაასაბუთა ვიზიტის მიზანი და პირობები; 

- პირს არ აქვს ჯანმრთელობის შესაბამისი დაზღვევა; 

-  არ აქვს პოლონეთში ცხოვრებისა და  სამშობლოში, ან საცხოვრებელ ქვეყანაში, ან მესამე  ქვეყანაში დაბრუნების ფინანსური რესურსები. 

 

ყურადღება! ყველა იმ პირს, რომელსაც უარი ეთქვა ვიზაზე (გაუუქმდა ვიზა, ან ბათილად იცნო), გადაეცემა უარის თქმის ოფიციალური განაცხადი, სადაც მოცემული უარის თქმის იურიდიული საფუძველი. საქმის ხელახლა გადახედვის მიზნით, შეგიძლიათ მიმართოთ იგივე ორგანოს, ანუ საკონსულოს, (გადაწვეტილების უფრო მაღალ ინსტანციაში გასაჩივრების საშუალება არ არსებობს). განაცხადი უნდა შეიტანოთ ეროვნული ან შენგენის ვიზის გაცემის  უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან (ან ვიზის  გაუქმებიდან ან ბათილად ცნობიდან) 7 დღის ვადაში. განაცხადის შეტანა ხდება იმავე ორგანოში, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.  

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please calculate 9 plus 3.