+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

პოლონური წარმომავლობა - ძირითადი ინფორმაცია

პოლონური წარმომავლობა 

ვინ ითვლება პოლონური წარმომავლობის მქონე პირად? 

პოლონური წარმომავლობის მქონე პირად აღიარებისთვის აუცილებელია, პირმა განაცხადოს რომ არის ეროვნებით პოლონელი და ამავდროულად აკმაყოფილებდეს ყველა ჩამოთვლილ პირობას: 

  1. ერთ-ერთი მისი მშობელი ან ერთ-ერთი ბებია ან ბაბუა ან ორივე დიდი ბებიაც და ბაბუაც პოლონელი ეროვნების იყვნენ.; 
  2. დაამტკიცებს/დაასაბუთებს მის კავშირს პოლონეთთან. კონკრეტულად, წარმოაჩენს, რომ საუბრობს პოლონურ ენაზე და იცავს პოლონურ ტრადიციებსა და ადათ-წესებს.  

როგორ შეუძლია პოლონური წარმომავლობის მქონე უცხოელს პოლონეთში ბინადრობის ლეგალიზაცია? 

პოლონური წარმომავლობის მქონე უცხოელებს პოლონეთში ბინადრობის ლეგალიზაციისთვის შეუძლიათ მიმართონ შემდეგ გზებს: 

  1. პოლონური წარმომავლობის საფუძველზე პოლონელის ბარათის მისაღებად განაცხადის გაკეთება; 
  2. პოლონური წარმომავლობის საფუძველზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის გაკეთება; 
  3. მოქმედი პოლონელის ბარათის საფუძველზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის გაკეთება. 

პოლონელის ბარათი მიღება არ ნიშნავს პოლონეთის მოქალაქეობის მინიჭებას, პოლონეთში დასახლების უფლების მინიჭებას ან პოლონეთის საზღვრების უვიზოდ გადაკვეთის უფლებას. პოლონელის ბარათის საფუძველზე უცხოელს შეუძლია მიიღოს გრძელვადიანი ბინადრობის ვიზა უფასოდ, რომელიც პოლონეთის საზღვრის მრავალჯერადი გადაკვეთის უფლებას იძლევა. 

პოლონური წარმომავლობის საფუძველზე პოლონელის ბარათის მიღების პროცედურის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.migrant.info.pl/karta_polaka.html 

პირს, რომლის პოლონური წარმომავლობაც დადასტურდა, შეუძლია მუდმივად დასახლდეს პოლონეთში - ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია მოითხოვოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა. პოლონური წარმომავლობის საფუძველზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის შეტანისას, პირმა დამატებით უნდა წარმოადგინოს პოლონური წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ქვემოთ. პოლონური წარმომავლობის გადამოწმების მიზნით, უცხოელი შეიძლება იქნას გამოძახებული გასაუბრებაზე სავოევოდო სამსახურის ოფისში, სადაც გასაუბრების დროს სამსახურის წარმომადგენელს შეუძლია მას დაუსვას შეკითხვები, უცხოელის პოლონეთთან კავშირის დამტკიცების მიზნით. გასაუბრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ. 

რა სახის დოკუმენტებით არის შესაძლებელი პოლონური წარმომავლობის დამტკიცება? 

პოლონური წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები შეიძლება იყოს: 

  • - პოლონური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; 
  • - მოწმობა სამოქალაქო სტატუსის შესახებ (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და გარდაცვალების მოწმობა) ან მათი ასლები; 
  • - ნათლობის მოწმობა; 
  • - სკოლის ატესტატი; 
  • - პოლონეთთან კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები; 
  • - პოლონურ არმიაში სამხედრო სამსახურის დამადასტურებელი დოკუმენტები; 
  • - ქვეყნიდან გაძევების/დეპორტაციის ან დაპატიმრების  დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას პოლონური წარმომავლობის შესახებ; 
  • - გაძევებული/დეპორტირებული პირის რეაბილიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას პოლონური წარმომავლობის შესახებ; 
  • - უცხოური პირადობის მოწმობები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას მფლობელის პოლონური წარმომავლობის შესახებ; 
  • - საზღვარგარეთ პოლონელთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ცნობა, რომელიც ადასტურებს პირის აქტიურ მონაწილეობას პოლონეთის ენისა და კულტურის ან პოლონეთის ეროვნული უმცირესობის კუთხით საქმიანობაში; 
  • - საბოლოო გადაწყვეტილება პოლონური წარმომავლობის შესახებ, რომელიც მიღებული იქნა რეპატრიაციის შესახებ კანონის დებულებების შესაბამისად და ა.შ. 

 

მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის შეტანა - როგორ წარიმართება ოფისში უცხოელთან გასაუბრება იმისთვის, რომ დადასტურდეს მისი პოლონეთთან კავშირი?
 

პოლონური წარმომავლობის საფუძველზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭების საქმის წარმოებისას უცხოელი შეიძლება გამოძახებული იქნას სავოევოდო სამსახურის ოფისში, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი არსებითი გარემოებების დაზუსტების მიზნით. სავოევოდო სამსახურის ოფისში გასაუბრება მიმდინარეობს პოლონურ ენაზე და შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 60 წუთი. 

ზოგი კითხვა, რომელიც შეიძლება დაუსვან უცხოელს გასაუბრების დროს: 

  1. 1. ვინ იყო თქვენს ოჯახში პოლონელი?
  2. რა ტრადიციები/ჩვეულებები უკავშირდება ამას?
  3. როდის აღნიშნავენ შობას პოლონეთში? რა არის ამ დღესასწაულის ტრადიციული კერძები?
  4. როდის მოხდა გრუნვალდის ბრძოლა? ვინ მონაწილეობდა ამ ბრძოლაში?
  5. რა ცომით აცხობენ ბატკანს სააღდგომოდ?
  6. ვინ არის ქალაქ კრაკოვის დამაარსებელი?
  7. რა არის ცხიმიანი ხუთშაბათი?
  8. როდის აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს პოლონეთში?
  9. რა არის შმინგუს დინგუს?
  10. რომელი ქალაქები იყო პოლონეთის დედაქალაქები?
  11. რა არის ნაჩვენები პოლონეთის გერბზე?
  12. როგორ გამოიყურება პოლონეთის დროშა?
  13. ვინ იყო იოანე პავლე II?
  14. ვინ იყო ადამ მიცკევიჩი?
  15. ვინ არის ლეხ ვალესა?
  16. რა სიტყვებია პოლონეთის ეროვნულ ჰიმნში?
  17. ვინ არის გენერალი დობროვსკი მოხსენიებული ჰიმნში?
  18. რომელ წელს მიიღეს კონსტიტუცია პოლონეთში?
  19. რომელი დღესასწაულებია პოლონეთში არასამუშაო დღედ გამოცხადებული?
  20. პოლონელებიდან ვინ მიიღო ნობელის პრემია?
  21. რატომ გსურთ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღება?

 

გასაუბრების დროს ოფისის თანამშრომელი ინიშნავს უცხოელის პასუხებს და გასაუბრების შემდეგ უცხოელს წარუდგენს მათ ჩანაწერს. უცხოელმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს ტექსტი და თუ იგი ეთანხმება მის შინაარსს, ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტის ქვეშ. 

სად შეიძლება პიროვნების პოლონური წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება/მოპოვება? 

პოლონური წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება შესაძლებელია შემდეგ არქივებში: 

1) ისტორიული დოკუმენტების მთავარი არქივი ვარშავაში (Archiwum Główne Aktów Dawnych w Warszawie) 

ვარშავა, ul. Długa 7 

სათაო ოფისი: 22 831 54 91 ან 22 635 45 32 (33) 

ელ.ფოსტა: sekretariat@agad.gov.pl 

http://www.agad.archiwa.gov.pl 

2) სახელმწიფო არქივი ბელოსტოკში (Archiwum Państwowe w Białymstoku) 

ბელოსტოკი, ul. Rynek Kościuszki 4,  

ტელ. +48 85 743 56 03  

www.bialystok.ap.gov.pl  

sekretariat_ap@bialystok.ap.gov.pl 

3) ლოძის სამოქალაქო აქტების რეესტრის არქივი (Archiwum Urzędu Stanu Cywilnego w Łodzi) 

(ინახავს სამოქალაქო სტატუსის ჩანაწერებს, რომლებიც აღდგენილი იქნა სასამართლოს გზით1947-1952 წლებში) 

Aleja Marszałka Józefa Piłsudskiego 100,100, ლოძი, 

ტელ. +42 638 53 03 

4) საეკლესიო არქივი(Archiwa Kościelne) 

საეკლესიო არქივების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.agad.archiwa.gov.pl 

პოლონური წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება ასევე შესაძლებელია უცხოელის წარმოშობის ქვეყნის შესაბამის არქივებში ან სახელმწიფო დაწესებულებებში. 

სახელმწიფო თუ საეკლესიო არქივებში ვიზიტამდე მიზანშეწონილია ყველა საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტის შეგროვება. თქვენს ხელთ არსებული ყველა ეგზემპლარი, ამონაწერი თუ ასლი მნიშვნელოვანია - იმ შემთხვევაშიც კი, თუ დოკუმენტები დაზიანებულია, ძნელად იკითხება ან გაუგებარია. არქივის თანამშრომელი ეცდება აღნიშნული დოკუმენტების აღდგენას და მათგან ინფორმაციის მიღებას, რაც ხელს შეუწყობს ძიების დაწყებას. გენეალოგიური გამოკვლევის ხელშემწყობი სხვადასხვა წყაროების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე http://www.archiwa.gov.pl/ საიტის განყოფილებაში „გენეალოგია“ (ვებ-გვერდი ხელმისაწვდომია პოლონურ და ინგლისურ ენებზე).

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
What is the sum of 4 and 5?