+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

​​ყოველდღიური ცხოვრება და მასთან დაკავშირებული ხარჯები​

პოლონეთში ცხოვრების ხარჯები განსხვავებულია ქალაქების მიხედვით - ყველაზე მაღალია ვარშავაში და სხვა დიდ ქალაქებში (კრაკოვი, ლოძი, ვროცლავი, პოზნანი, გდანსკი).  

პოლონეთში, პროდუქტის, ტრანსპორტის თუ ბინის ხარჯები უფრო ნაკლებია ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობაში, თუმცა თითოეული ოჯახის ბიუჯეტში ამ საგნების პროცენტული წილი წლიდან წლამდე იზრდება. 

ტელეკომუნიკაცია პოლონეთში 

მობილური ტელეფონები 

პოლონეთში შეგიძლიათ გქონდეთ ტელეფონი ანომენენტით ან სიმ-ბარათზე (ე.წ. pre-paid). 

სიმ-ბარათი და მასზე თანხის ჩარიცხვა კარგი გამოსავალია მათთვის, ვისაც არ შეუძლია ან არ უნდა ხელშეკრულების გაფორმება სატელეფონო ოპერატორთან და ტელეფონი ახლობლებთან კონტაქტზე ყოფნისთვის უფრო სჭირდება, ვიდრე ხანგრძლივი სატელეფონო საუბრებისთვის. მსგავსი სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა შეიძინოთ მობილური ტელეფონი და სიმ-ბარათი, ე.წ სასტარტო პაკეტი, (ხელმისაწვდომია სალონებში, მაგრამ ასევე ხშირად უბრალოდ კიოსკებში).  ამის შემდეგ, საჭიროა მისი აქტივაცია, რაც პირველი სატელეფონო ზარის განხორციელებით ხდება. ტელეფონის, თუ სიმ-ბარათზე სასტარტო პაკეტის  შეძენისას, უცხოელს არ აქვს არანაირი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება. ბარათზე ბალანსის შევსება უნდა მოხდეს მინიმუმ ოპერატორის მიერ მითითებულ პერიოდებში (მაგ. ყოველთვიურად ან ყოველ 3 თვეში - ამ პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბალანსის შევსების ღირებულებაზე) ან უფრო ხშირად, თუ არსებული სახსრები გამოყენებულ იქნა. 

 

სატელეფონო აბონემენტის დადებითი მხარე ისაა, რომ სააბონენტო გადასახადის გადახდის შემდეგ,  დაზღვეული ხართ თანხის ჩაურიცხველობის გამო ზარების განხორციელებაზე შეზღუდვისგან, რაც შეიძლება მოხდეს სიმ-ბარათის შემთხვევაში. მისი უარყოფითი მხარე  მინიმუმ 12 თვიან პერიოდზე ხელშეკრულების დადების ( ან უფრო ხანგრძლივი, რაც ძირითადად მაშინ ხდება, როცა კარგი მოდელის ტელეფონს ყიდულობთ აბონემენტთან ერთად) და ყოველთვიური გადახდის აუცილებლობაა. ამ სერვისით სარგებლობისთვის, სატელეფონო ოპერატორთან ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს. ამისთვის, უცხოელი ვალდებულია მივიდეს ოფისში და წარუდგინოს დოკუმენტები. როგორც წესი, ეს დოკუმენტებია: პასპორტი, ბინადრობის უფლება, სამუშაო ნებართვა, ვადიანი საკრედიტო ბარათი ან მიმდინარე მობილური ან სტაციონარული ტელეფონის გადასახადი.. უცხოელ სტუდენტს ასევე შეიძლება მოეთხოვოს სტუდენტის მოწმობის წარდგენა. 

 

პოლონეთში რამდენიმე პოპულარული სატელეფონო ქსელია, მათი სერვისების შესახებ სრულ ინფორმაციას მათ ვებ-გვერდებზე იხილავთ.  

 

T-Mobile 

Orange Polska 

Play 

Plus 

 

გაითვალისწინეთ: ქსელის შიდა ზარები როგორც წესი უფრო იაფია. ზოგიერთი ქსელის შემთხვევაში კი შიდა ზარები უფასოა. ამიტომ, უკეთესია თუ ახლობლები და ოჯახის წევრები ერთი და იგივე სატელეფონო ქსელის აბონენტები იქნებიან.  

 

ინტერნეტი 

ინტერნეტის საშუალო ფასი, რომლითაც სახლში ისარგებლებთ, თვიურად 50-დან 150 ზლოტამდეა. ამ შემთხვევაში აუცილებელია ხელშეკრულების (როგორც წესი მინიმუმ 12 თვიანი) გაფორმება ინტერნეტის მომწოდებელ კომპანიასთან. ხშირად ინტერნეტ სერვისის მომწოდებლები სთავაზობენ პაკეტს: ინტერნეტი + საკაბელო ტელევიზია.  

 

რეგიონების მიხედვით სხვადასხვა ინტერნეტ სერვისის მომწოდებლის ფასი, შეგიძლიათ შეადაროთ აქ.  

 

პოლონეთში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება wi-fi. ქალაქებში wi-fi -თან წვდომა ხშირად უფასოა,  მაგრამ მათ გამოსაყენებლად საჭიროა მიხვიდეთ ამ ადგილას და თან იქონიოთ საკუთარი ლეპტოპი/ტელეფონი/ტაბლეტი რომელსაც აქვს ინტერნეტთან წვდომა. ის ადგილები, სადაც შეგიძლიათ Wi-Fi-თ სარგებლობა, არის ე.წ. hotspot-ები. 

პოლონეთში ასევე შეგიძლიათ ინტერნეტ-კაფით ისარგებლოთ. ინტერნეტ კაფე არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპიუტერები ინტერნეტით. 

ინფორმაცია ფასების შესახებ პოლონეთში ასევე ხელმისაწვდომია: https://www.numbeo.com/cost-of-living/country_result.jsp?country=Poland 

ტრანსპორტი პოლონეთში 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქებში 

პოლონეთის ყველა ქალაქში შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტობუსით.  

დიდ ქალაქებში  მოძრაობს ასევე ტრამვაი. (მაგ. ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, გდანსკი, პოზნანი) 

ვარშავაში ასევე შესაძლებელია მეტროს ორი ხაზით სარგებლობა. 

ვარშავის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტუალური განრიგი და მარშრუტები შეგიძლიათ იხილოთ ვარშავის სატრანსპორტო კომპანიის (ZMT) გვერდზე (ვებგვერდი ასევე ხელმისაწვდომია ინლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე)  

ბილეთების ფასი ვარშავაში 

 

ვარშავაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ქაღალდის ბილეთები (ეხება მაქსიმუმ 3 დღიან ბილეთებს) ან შეგიძლიათ ისარგებლოთ ვარშავის ქალაქის ბარათით, ბარათის მიღება შესაძლებელია ZTM ბილეთების გაყიდვის პუნქტებში. პირველი "ქალაქის ბარათი" გაიცემა უფასოდ. 

 

ყურადღება: ქაღალდის ბილეთები, ავტობუსში ან ტრამვაიში ასვლისთანავე უნდა გაატაროთ! 

ქალაქის ბარათის შემთხვევაში, მასზე დაშიფრული ახალი ახალი ბილეთის გააქტიურება ხდება, ბარათის მიდებით აპარატთან.  

 

იგივე ბილეთები მოქმედებს ტრამვაის, ავტობუსისა და მეტროსთვის. 

ბილეთის ფარგლებში, ასევე შეგიძლიათ გადაიტანოთ ბარგი (მაგ. ჩემოდანი, ზურგჩანთა), ველოსიპედები და ცხოველები. 

 

საყურადღებო ინფორმაცია: 

 

  • - ​ბილეთების კონტროლი: კონტროლიორებს უნიფორმა არ აცვიათ, მაგრამ აქვთ ვალდებულება თან ჰქონდეთ იდენტიფიკატორი სურათით და მოქმედების ვადით. მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიკატორის უკანა მხარეს არის კონტროლიორის სახელი და გვარი, ის არ არის ვალდებული მიაწოდოს მგზავრს ეს მონაცემები. კონტროლიორები ბლოკავენ ბილეთის გასატარებელ აპარატს, სანამ ისინი ბილეთების შემოწმებას დაიწყებენ. 

 

  • - ​უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა ვარშავაში 266 ზლოტია + ბილეთის ფასი.  უფასო ან ფასდაკლებით მგზავრობის  უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, ჯარიმა 196 ზლოტია. კონტროლიორმა უნდა გასცეს გადახდის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.  თუ მგზავრს არ შეუძლია, ან არ უნდა ჯარიმა ადგილზე გადაიხადოს, ის მიიღებს ჯარიმის ფურცელს, სადაც წერია ინფორმაცია ჯარიმის ოდენობასა და გადახდის ვადებთან დაკავშირებით (გადახდა ხდება სატრანსპორტო კომპანიის ოფისში, ფოსტით ან საბანკო გადარიცხვის გზით). ამ შემთხვევაში, კონტროლიორი მოგთხოვთ  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მაგალითად პასპორტის) წარდგენას. ჯარიმის მოცემულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, სატრანსპორტო კომპანიას შეუძლია სასამართლოს მიმართოს. 

 

  • ​-  პოლონეთში გაჩერებებზე მოწევა აკრძალულია! 

 

ტაქსები 

პოლონეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ტაქსით. ვარშავაში ტაქსით მგზავრობის მაქსიმალური საწყისი ღირებულება დაახლოებით 8 PLN-ია. დღის განმავლობაში 1 კმ-ის ფასი მერყეობს 1,5 PLN-დან 3 PLN-მდე. ფასი ღამით შეიძლება იყოს უფრო მაღალი. 

 

ყოველ ტაქსში განთავსებულია ტაქსომეტრი, მისი ფუნქციაა მგზავრობის ტარიფის გამოთვლა (დაწესებული ტარიფის მიხედვით, რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს მანქანის უკანა კარზე), რომელიც დამოკიდებულია გასავლელ მანძილზე და/ან დროზე, რომელიც ამ მანძილის გავლას სჭირდება. ტაქსისტი ვალდებულია, ჩვენი თხოვნის შემთხვევაში მოგვცეს ქვითარი. 

 

საქალაქთაშორისო მატარებელი 

 

ქვეყნის შიდა მიმოსვლაში, ყველაზე მაღალ ფასიანი და ყველაზე სწრაფი მატარებლებია ინტერსითი/ Intercity (IC) და ექსპრესი/ Eskpres (EX). უფრო იაფია ჩქაროსნული მატარებელი და ასევე TLK.  ყველაზე იაფი და ნელია სამგზავრო მატარებლები. 

 

ბილეთის ფასები სხვადასხვაა და დამოკიდებულია მატარებლის ტიპზე და მარშრუტის სიგრძეზე. ფასზე ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს შეღავათებმა რომელიც გვეკუთვნის და აქციებმა (მაგ. შაბათ-კვირის ბილეთები; მეტი ინფორმაცია Intercity და Express მატარებლებზე აქციების შესახებ ხელმისაწვდომია აქ). როგორც წესი, 26 წლამდე მოსწავლეები და სტუდენტები მოქმედი პირადობის მოწმობების საფუძველზე სარგებლობენ მგზავრობის 50%-იანი ფასდაკლებით. 

 

მიმდინარე განრიგი და მატარებლის ფასები პოლონეთში შეგიძლიათ იხილოთ აქ 

 

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ რკინიგზის სალაროებში, ან ინტერსითის, ექსპრესის და TLK მატარებლების შემთხვევაში ვებ-გვერდზე.  

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია პოლონეთის სახელმწიფო რკინიგზის (PKP) ვებ-გვერდზე.  

ავტობუსები 

ავტომობილების ტრანსპორტისკომპანიას (PKS) აქვს ფილიალები მთელ პოლონეთში - ყველა ქალაქში არის ავტოსადგური. 

 

ავტობუსის განრიგის და ბილეთების ფასების შემოწმება შეიძლება ავტოსადგურებზე საინფორმაციო დაფებზე, საინფორმაციო პუნქტებში და PKS-ის ვებ-გვერდებზე (PKS- აქვს ფილიალები ყველა დიდ ქალაქში, ასე რომ, როდესაც ეძებთ კავშირებს, მაგ. ბიავისტოკიდან, შეიყვანეთ "PKS Białystok" საძიებო სისტემაში). 

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ავტოსადგურის სალაროებში ან უშუალოდ მძღოლთან ავტობუსის გასვლის წინ.  

გარდა PKS ავტობუსებისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ კერძო ავტობუსების შემოთავაზებითაც. კერძო ოპერატორები თავად განსაზღვრავენ ბილეთის ფასს, ამიტომ ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს. 

 

კერძო გადამზიდავებს აქვთ როგორც საგარეუბნო, ასევე საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მომსახურება. 

 

საგარეუბნო მოგზაურობის შემთხვევაში, ინფორმაცია გადამზიდავების შესახებ უნდა მოიპოვოთ მოცემულ ქალაქში, მაგალითად, ავტობუსის სადგურზე. ამ ტიპის მოგზაურობისთვის, ხშირად შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთი პირდაპირ მძღოლისგან. 

 

საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მოგზაურობებს გთავაზობთ, მაგალითად, Flixbus, Agat, Eurolines, Intercars, Sindbad. ავტობუსის ბილეთის შეძენა ჩვეულებრივ შესაძლებელია ავტობუსის სადგურების სპეციალურ პუნქტებში ან გადამზიდავების ვებსაიტებზე. 

თვითმფრინავები 

 

პოლონეთის უდიდესი აეროპორტი არის Okęcie-ს აეროპორტი ვარშავაში, რომელიც ახორციელებს პირდაპირ რეისებს ევროპისა და მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის 50 ქალაქთან. საერთაშორისო რეისები ასევე ხელმისაწვდომია გდანსკის, კატოვიცის, ლოძის, პოზნანის, შჩეჩინის, ვროცლავისა და კრაკოვის აეროპორტებში. 

 

პოლონეთის საერთაშორისო აეროპორტები: 

 

იაფი ავიახაზები 

 

ხშირად მომგებიანია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებით სარგებლობა. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, რომლებიც სთავაზობენ ფრენებს პოლონეთიდან/პოლონეთამდე, ჩამოთვლილია ქვემოთ. მათ ვებსაიტზე შეგიძლიათ შეამოწმოთ მიმდინარე აქციები და ფასდაკლებები ბილეთებზე. 

დაბალფასიანი ოპერატორების დინამიურად ცვალებადი შეთავაზებების გამო, კავშირების ძებნა უკეთესია საძიებო სისტემების საშუალებით, როგორიცაა: 

 

  • - მომსახურებების მიახლოებითი ფასები პოლონეთში 
  • - ერთი და იგივე მომსახურებების ფასები განსხვავდება სხვადასხვა ქალაქში. 
  • - ყველაზე ძვირი მომსახურება ჩვეულებრივ ვარშავაშია. 

 

პოლონეთის ფოსტის მომსახურების ფასები PLN-ში (2023 წლის ივნისის მდგომარეობით) 

  • - ქვეყნის შიდა წერილის გაგზავნა - ეკონომიური - 50 გ-მდე - დაახლოებით 4 PLN 
  • - ქვეყნის შიდა საფოსტო ამანათი - ეკონომიური - 1 კგ-მდე - დაახლოებით 14 PLN 
  • - ეროვნული საფოსტო გზავნილი 200 PLN ოდენობით - დაახლოებით 8 PLN 

 

  • - ექიმთან კერძო ვიზიტის ფასები PLN-ში (2012 წლის მარტის მდგომარეობით) 
  • - ექიმი-ინტერნისტის კონსულტაცია 80-დან 250-მდე 
  • - სტომატოლოგიური კონსულტაციები 80-დან 250-მდე 

 

რა ღირს გართობა პოლონეთში? 

კინოს ბილეთი - 12 -დან 65 - ზლოტამდე 

სადილი რესტორანში - 20 -დან 150  ზლოტამდე 

 ყოველთვიური აბონემენტი სპორტდარბაზში - 120 -დან 250  ზლოტამდე 

 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please calculate 7 plus 9.