+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის საკითხებში დახმარების პროგრამა

ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის საკითხებში დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს, დახმარება გაუწიოს მიგრანტებს, რომელთაც სურთ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში, მაგრამ საკუთარი ძალებით ამას ვერ ახერხებენ. 

რას მოიცავს ნებაყოფლობით დაბრუნებაში დახმარება? 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ პროგრამის ფარგლებში უცხოელთათვის გაწეული დახმარება მოიცავს: 

  • - დაინტერესებული პირის სამშობლოში დაბრუნების ორგანიზებასა და რეინტეგრაციის საკითხებში დახმარების გაწევას და ასევე მოგზაურობის დაფინანსებას (უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ); 
  • - კონსულტაციას, რომლის მიზანია გონივრული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება 
  • - დახმარებას სამგზავრო დოკუმენტის მოპოვებასა და დაბრუნებასთან დაკავშირებულ სხვა აუცილებელი ფორმალური მხარეების მოგვარებაში თუ, რა თქმა უნდა, არსებობს ამის საჭიროება; 
  • - უსახლკაროთა საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფას ან იმათ დახმარებას, ვინც უშუალოდ პოლონეთიდან გამგზავრების წინა პერიოდში არსებობისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსების გარეშეა დარჩენილი. 

ვის შეუძლია ისარგებლოს ნებაყოფლობით დაბრუნებაში დახმარების პროგრამით? 

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ: 

  • - პოლონეთში არარეგულარულად/არალეგალურად მყოფ უცხოელებს 
  • - პირებს, რომლებმაც ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით უარი მიიღეს ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების თაობაზე ან გააუქმეს/გამოითხოვეს განცხადება; 
  • - ტრეფიკინგის მსხვერპლებს (რა არის ტრეფიკინგი?). 

IOM-ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ფეხმძიმე ქალთა დაბრუნების ორგანიზების შესაძლებლობა, იმ პირობით, რომ მოგზაურობისთვის ფიზიკურ მზადყოფნას/შესაბამისობას დაადასტურებს ექიმი. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ასევე მარტოხელა მშობლებს მცირეწლოვანი ბავშვებით და მოხუცებს. 

რა არის რეინტეგრაციაში დახმარება1 

პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს რეინტეგრაციაში დახმარება, რომელსაც იღებენ ადამიანები, რომლებიც ბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში. IOM– ის მიერ შემოთავაზებულ რეინტეგრაციის დახმარებას სხვადასხვა ფორმა აქვს, რაც მაქსიმალურად აკმაყოფილებს ბენეფიციარების საჭიროებებსა და მოლოდინებს. აღნიშნული დახმარება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს უცხოელთა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ხელახალ აკლიმატიზაციას და მათი ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას. 

რეინტეგრაციაში დახმარება მოიცავს: 

  • - ბიზნესის წამოწყებას ან მართვას; 
  • - სწავლებას, პროფესიული სწავლების ჩათვლით; 
  • - სამედიცინო მომსახურებას, რეაბილიტაციის ან სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის ჩათვლით; 
  • - დასაქმების სუბსიდირებას. აღნიშნული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი; რეინტეგრაციის დახმარების ფორმა და ხასიათი მორგებულია იმ პირის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, რომელიც ბრუნდება საკუთარ ქვეყანაში. 

როგორ ვისარგებლო ნებაყოფლობითი დაბრუნების დახმარებით? 

ნებაყოფლობით დაბრუნებაში დახმარების მისაღებად დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ნომრებზე ტელ: (22) 623 81 76, (22) 623 81 54, მობილური 666 343 466 ან მოგვწერონ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: iomwarsawavr@iom.int  

ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://avr.iom.pl/ 

ნებაყოფლობით დაბრუნებაში დახმარების მიზნით განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ელექტრონულად ვებ-გვერდის საშუალებით: http://avr.iom.pl/ 

IOM– ის თანამშრომლები კონსულტაციას უწევენ პოლონურ, უკრაინულ, ესპანურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. 

სხვა ენებზე მოლაპარაკე ადამიანებისთვის  IOM-ი უზრუნველყოფს თარჯიმანს.  

 

დაფინანსება ხდება თავშესაფრის, მიგრაციისა და ინტეგრაციის ფონდიდან.  

 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please calculate 6 plus 9.